მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191501.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯოს წამით უცნაური გრძნობა დაეუფლა, მერე გადაწყვიტა, წინ წავალო, მაგრამ რაღაცამ შეაჩერა და უკან მიახედა – ზუსტად იმ წამს, როცა ემიმ ხელები აიქნია და დავარდა, უცებ გაისმა შემლღვალი ყინულის ჭახანი, წყლის შხაპუნი და კივილი, რომლის გაგონებაზე ჯოს შიშით გული გაუჩერდა.
For a minute Jo stood still with a strange feeling at her heart; then she resolved to go on, but something held and turned her round, just in time to see Amy throw up her hands and go down, with the sudden crash of rotten ice, the splash of water, and a cry that made Jo’s heart stand still with fear.
191502.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ლორისთვის დაძახება სცადა, მაგრამ ხმა არ ამოუვიდა, წინ გაჭრა სცადა, მაგრამ ფეხები წაერთვა; წამით გაშეშებული იდგა და შავ წყალზე პატარა, ლურჯკაპიუშონიან, შიშით დამანჭულ სახეს მიშტერებოდა.
She tried to call Laurie, but her voice was gone; she tried to rush forward, but her feet seemed to have no strength in them; and, for a second, she could only stand motionless, staring with a terror-stricken face at the little blue hood above the black water.
191503.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
რაღაცამ ელვასავით ჩაუქროლა და ლორის ყვირილი მოესმა: – სარი მოიტა! ჩქარა, ჩქარა!
Something rushed swiftly by her, and Laurie’s voice cried out— “Bring a rail. Quick, quick!”
191504.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მერე ვეღარ გაიხსენა, რა როგორ მოახერხა, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში გიჟურად ირჯებოდა, ბრმად ემორჩილებოდა ლორის, რომელიც სიმშვიდეს ინარჩუნებდა: ყინულზე გაწოლილი, ხელითა და ჰოკეის ჯოხით აკავებდა ემის, სანამ ჯო ღობიდან ამოძრობილ სარს მოიტანდა და მერე ერთად ამოათრიეს ბავშვი, რომელიც დამფრთხალი უფრო იყო, ვიდრე დაშავებული.
How she did it, she never knew; but for the next few minutes she worked as if possessed, blindly obeying Laurie, who was quite self-possessed, and, lying flat, held Amy up by his arm and hockey av till Jo dragged a rail from the fence, and together they got the child out, more frightened than hurt.
191505.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
გალუმპული, აკანკალებული და ატირებული ემი შინ მიიყვანეს და გადატანილი მღელვარების შემდეგ, აგუზგუზებული ბუხრის წინ საბნებში გახვეულს ჩაეძინა.
Shivering, dripping, and crying, they got Amy home, and after an exciting time of it, she fell asleep, rolled in blankets before a hot fire.
191506.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მთელი ამ ორომტრიალის განმავლობაში ჯოს ხმა თითქმის არ ამოუღია, სამაგიეროდ, გამალებით დაქროდა, გაფითრებული და ჭკუაზე გადასული, კაბადახეული, ბასრი ყინულით, სარითა და ციგურების ურჩი თასმებით ხელებდასერილი და დალურჯებული.
During the bustle Jo had scarcely spoken but flown about, looking pale and wild, with her things half off, her dress torn, and her hands cut and bruised by ice and rails and refractory buckles.
191507.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
როცა ემი ძილში წავიდა და სახლში სიჩუმე ჩამოვარდა, საწოლთან მჯდარმა მისის მარჩმა დაუძახა ჯოს და დაშავებული ხელების შეხვევა დაუწყო.
When Amy was comfortably asleep, the house quiet, and Mrs. March sitting by the bed, she called Jo to her and began to bind up the hurt hands.
191508.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ნამდვილად იცი, რომ უსაფრთხოდაა? – ჩურჩულით იკითხა ჯომ და სინანულით გახედა ოქროსფერთმიან თავს, რომელიც შეიძლებოდა, სამუდამოდ დაჰკარგოდა თვალიდან ვერაგ ყინულში.
"Are you sure she is safe?" whispered Jo, looking remorsefully at the golden head, which might have been swept away from her sight forever under the treacherous ice.
191509.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
არ დაშავებულა. ის კი არა, მე მგონი, არც კი გაცივდება. ძალიან იყოჩაღეთ, პალტოებში რომ გაახვიეთ და მალე მოიყვანეთ შინ, – ღიმილით მიუგო დედამ.
"She is not hurt, and won’t even take cold, I think, you were so sensible in covering and getting her home quickly," replied her mother cheerfully.
191510.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
დე, რომ მომკვდარიყო, ჩემი ბრალი იქნებოდა, – ჯოს ცრემლი წასკდა, საწოლის გვერდით, იატაკზე დაეშვა და ყველაფერი უამბო დედას, მწარედ კიცხავდა თავს გულცივობისთვის.
"Mother, if she should die, it would be my fault." And Jo dropped down beside the bed in a passion of penitent tears, telling all that had happened, bitterly condemning her hardness of heart.
191511.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ეგ სულ ჩემი საშინელი ხასიათის ბრალია!
It’s my dreadful temper!
191512.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
დე, რა ვქნა? რა ვქნა? – სასოწარკვეთილი ტიროდა საბრალო ჯო.
"Oh, Mother, what shall I do? What shall I do?" cried poor Jo, in despair.
191513.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– იფხიზლე და ილოცე, ჩემო კარგო, არასოდეს მოგბეზრდეს მცდელობა და არასოდეს გეგონოს, რომ შეუძლებელია შენი ნაკლის დაძლევა, – მიუგო მისის მარჩმა, მხარზე მიიხუტა მისი გაწეწილი თავი და ისე ნაზად აკოცა სველ ლოყაზე, რომ ჯო კიდევ უფრო გულამოსკვნით აქვითინდა.
"Watch and pray, dear, never get tired of trying, and never think it is impossible to conquer your fault," said Mrs. March, drawing the blowzy head to her shoulder and kissing the wet cheek so tenderly that Jo cried harder than ever.
191514.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– შენ ხომ არ იცი, ვერ წარმოიდგენ, რა საშინელებაა!
You don’t know, you can’t guess how bad it is!
191515.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მგონია, ერთხელაც რაღაც საშინელს ჩავიდენ, მთელ ცხოვრებას გავიუბედურებ და ყველას შევძულდები.
I’m afraid I shall do something dreadful some day, and spoil my life, and make everybody hate me.
191516.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მიშველე, დე, რამე მიშველე!
Oh, Mother, help me, do help me!
191517.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ჯო, საყვარელო, ჩვენ ყველანი შევეჩეხებით ხოლმე რაღაც საცდურს, ზოგჯერ იმაზე ბევრად უარესს, ვიდრე შენია და ხშირად მთელი სიცოცხლე ვუნდებით მის დაძლევას.
Jo, dear, we all have our temptations, some far greater than yours, and it often takes us all our lives to conquer them.
191518.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
შენ შენი ხასიათი გგონია ამქვეყნად ყველაზე უარესი, არადა წინათ მეც ზუსტად შენნაირი ვიყავი.
You think your temper is the worst in the world, but mine used to be just like it.
191519.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– შენ, დე? შენ ხომ არასოდეს ბრაზობ!
Yours, Mother? Why, you are never angry!
191520.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მის სახეზე გამოხატული მოთმინება და თვინიერება, რომელიც ასე უყვარდა ჯოს, იმაზე უკეთესი გაკვეთილი იყო მისთვის, ვიდრე ყველაზე ბრძნული დარიგება ან ყველაზე მწარე საყვედური იქნებოდა.
The patience and the humility of the face she loved so well was a better lesson to Jo than the wisest lecture, the sharpest reproof.