მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191521.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– დე, მაშ, ბრაზობ ხოლმე, ტუჩებს რომ მოკუმავ და ოთახიდან გადიხარ, როცა პაპიდა მარჩი ბუზღუნებს ან ვინმე გაწუხებს? – ჰკითხა ჯომ და ისეთი სიახლოვე იგრძნო დედისადმი, როგორიც არასოდეს უგრძნია.
“Mother, are you angry when you fold your lips tight together and go out of the room sometimes, when Aunt March scolds or people worry you?” asked Jo, feeling nearer to her mother than ever before.
191522.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– დიახ, ვისწავლე, როგორ შევიკავო თავი და პირზე მომდგარი დაუფიქრებელი სიტყვები არ ამოვთქვა, ხოლო როცა ვგრძნობ, შეიძლება უნებურად წამომცდეს, ერთი წუთით გავდივარ, რომ თავი ცოტათი შევაჯანჯღარო და ვუსაყვედურო, რად ხარ ასეთი სუსტი და ავი-მეთქი, – ღიმილით მიუგო მისის მარჩმა, მერე ამოიოხრა და ჯოს აწეწილ თმაზე ხელი გადაუსვა.
“Yes, I’ve learned to check the hasty words that rise to my lips, and when I feel that they mean to break out against my will, I just go away a minute, and give myself a little shake for being so weak and wicked,” answered Mrs. March with a sigh and a smile, as she smoothed and fastened up Jo’s disheveled hair.
191523.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– როგორ ისწავლე თავის შეკავება?
How did you learn to keep still?
191524.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ჩემი კარგი დედა მეხმარებოდა...
My good mother used to help me.
191525.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– მაგრამ შენზე ცოტა უფროსი რომ ვიყავი, მაშინ დავკარგე და წლების განმავლობაში მარტოდმარტო ვიბრძოდი, რადგან ამაყი ვიყავი და ჩემი სისუსტე არავისთვის გამიმხელია.
But I lost her when I was a little older than you are, and for years had to struggle on alone, for I was too proud to confess my weakness to anyone else.
191526.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ძალიან მიჭირდა, ჯო, და ბევრი მწარე ცრემლიც დამიღვრია, როცა დავმარცხებულვარ, რადგან დიდი მოწადინების მიუხედავად მეგონა, მაინც არაფერი გამომდიოდა.
I had a hard time, Jo, and shed a good many bitter tears over my failures, for in spite of my efforts I never seemed to get on.
191527.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– საწყალი დედა! მერე, რამ გიშველა? – მამათქვენმა, ჯო.
/Poor Mother! What helped you then?" "Your father, Jo".
191528.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ის არასოდეს კარგავს მოთმინებას, არასოდეს ერევა ეჭვი და არ ჩივის. მუდამ იმედიანია და ისეთი ხალისით შრომობს და ელის, რომ მის გვერდით სხვანაირი ქცევა გაგიჭირდება.
He never loses patience—never doubts or complains—but always hopes, and works and waits so cheerfully that one is ashamed to do otherwise before him.
191529.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
სულ მეხმარებოდა, მანუგეშებდა და მეუბნებოდა, უნდა ეცადო, შენში შეასხა ხორცი იმ სათნოებებს, რომლებიც გსურს, რომ შენს ქალიშვილებს ჰქონდეთ, რადგან მათი მაგალითი შენა ხარო.
He helped and comforted me, and showed me that I must try to practice all the virtues I would have my little girls possess, for I was their example.
191530.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მეც თქვენთვის უფრო მეიოლებოდა მცდელობა, ვიდრე ჩემი თავისთვის.
It was easier to try for your sakes than for my own.
191531.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
როცა მკვახედ ვიტყოდი რამეს, რომელიმე თქვენგანის დამფრთხალი ან გაკვირვებული მზერა უფრო დიდი საყვედური იყო ჩემთვის, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
A startled or surprised look from one of you when I spoke sharply rebuked me more than any words could have done.
191532.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– იმედი მაქვს, ბევრად უკეთესი იქნები, ჩემო კარგო, ოღონდ მუდამ თვალყური უნდა ადევნო შენს „შინაგან მტერს“, როგორც მამა ეძახის, თორემ შეიძლება ცხოვრება გაგიმწაროს ან, საერთოდაც, წაგიხდინოს.
I hope you will be a great deal better, dear, but you must keep watch over your "bosom enemy," as father calls it, or it may sadden, if not spoil your life.
191533.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
გაფრთხილება მიიღე, ამიტომაც დაიხსომე და სულითა და გულით ეცადე, მოერიო შენს სიფიცხეს, სანამ იმაზე მეტ სიმწარესა და სინანულს მოგიტანდეს, ვიდრე დღეს იწვნიე.
You have had a warning; remember it, and try with heart and soul to master this quick temper, before it brings you greater sorrow and regret than you have known today.
191534.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ოღონდ შენც უნდა მომეხმარო, გამახსენო და შემაჩერო, რომ არ ავფეთქდე.
But you must help me, remind me, and keep me from flying out.
191535.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მინახავს, ზოგჯერ მამა ტუჩებზე თითს მიიდებდა და ალერსიანად, ოღონდ თან სერიოზულად შემოგხედავდა, შენც მაშინვე ტუჩებს მოკუმავდი და გადიოდი. ეგ შეხსენება იყო? – ნაზად ჰკითხა ჯომ.
"I used to see Father sometimes put his finger on his lips, and look at you with a very kind but sober face, and you always folded your lips tight or went away: was he reminding you then?" asked Jo softly.
191536.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ჰო. მე ვთხოვე, მომეხმარე-მეთქი და თავის დღეში არ დავიწყებია. იმ შეუმჩნეველი ჟესტითა და კეთილი მზერით ბევრი მკვახე სიტყვის თქმას ამარიდა.
Yes. I asked him to help me so, and he never forgot it, but saved me from many a sharp word by that little gesture and kind look.
191537.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
არ მინდოდა, უზრდელურად მეთქვა რამე, მაგრამ იცი, რა შვებაა, როცა შემიძლია ყველაფერი გითხრა, რასაც ვფიქრობ და აქ თავისუფლად და ბედნიერად ვიგრძნო თავი?!
I didn’t mean to be rude, but it’s so comfortable to say all I think to you, and feel so safe and happy here.
191538.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– ჩემო ჯო! დედას შეგიძლია, ყველაფერი უთხრა. ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და სიამაყეა, რომ ჩემი გოგონები მენდობიან და იციან, თითოეული მათგანი რა ძლიერ მიყვარს.
My Jo, you may say anything to your mother, for it is my greatest happiness and pride to feel that my girls confide in me and know how much I love them.
191539.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– მე მეგონა, გაწყენინე.
I thought I’d grieved you.
191540.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– არა, ჩემო კარგო, მაგრამ მამაზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი, გამახსენდა, რა ძალიან მაკლია, რამდენით ვარ მისგან დავალებული და რა გულმოდგინედ უნდა ვიღვაწო, რომ მის პატარა ქალიშვილებს ხიფათი ასცდეს და კეთილები გაიზარდონ.
No, dear; but speaking of Father reminded me how much I miss him, how much I owe him, and how faithfully I should watch and work to keep his little daughters safe and good for him.