მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191541.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– არადა, ხომ შენ თვითონ უთხარი, წადიო, დე. და როცა მიდიოდა, არ გიტირია. არც ახლა ჩივი და თითქოს არავისგან გჭირდება დახმარება, – გაკვირვებით უთხრა ჯომ.
"Yet you told him to go, Mother, and didn’t cry when he went, and never complain now, or seem as if you needed any help," said Jo, wondering.
191542.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
რად უნდა დავიჩივლო, როცა მეც და მანაც მხოლოდ ჩვენი ვალი შევასრულეთ და ამით, ბოლოს, უეჭველად უფრო ბედნიერები ვიქნებით?
Why should I complain, when we both have merely done our duty and will surely be the happier for it in the end?
191543.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
თუ გეჩვენება, რომ არავისგან მჭირდება დახმარება, იმიტომ რომ მამათქვენზე უკეთესი მეგობარი მყავს, რომელიც მანუგეშებს და მხარში მიდგას.
If I don’t seem to need help, it is because I have a better friend, even than Father, to comfort and sustain me.
191544.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
შვილო, შენს ცხოვრებაში გასაჭირიც გაჩნდება და ცდუნებაც, ეგებ ბევრიც, მაგრამ მუდამ გადალახავ და აჯობებ, თუკი ისწავლი, რომ ისევე შეიგრძნო ჩვენი ზეციერი მამის ძალი და მადლი, როგორც შენი მიწიერი მამის ძალსა და მადლს გრძნობ.
My child, the troubles and temptations of your life are beginning and may be many, but you can overcome and outlive them all if you learn to feel the strength and tenderness of your Heavenly Father as you do that of your earthly one.
191545.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
რაც უფრო გეყვარება ის და მიენდობი, მით მეტ სიახლოვეს იგრძნობ მასთან და მით უფრო ნაკლებად იქნები დამოკიდებული ადამიანთა ძალასა და სიბრძნეზე.
The more you love and trust Him, the nearer you will feel to Him, and the less you will depend on human power and wisdom.
191546.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
მისი სიყვარული და მზრუნველობა არასოდეს ამოიწურება, არ შეიცვლება და არც წაგერთმევა; მაგრამ შეიძლება სამუდამო სიმშვიდის, ბედნიერებისა და ძალ-ღონის წყაროდ გექცეს.
His love and care never tire or change, can never be taken from you, but may become the source of lifelong peace, happiness, and strength.
191547.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
ემი ძილში შეირხა და ამოიხვნეშა, და ჯომ, თითქოს ახლავე უნდა დანაშაულის გამოსყიდვაო, ისეთი გამომეტყველებით აიხედა, როგორიც წინათ არასდროს გამოეხატა სახეზე.
Amy stirred and sighed in her sleep, and, as if eager to begin at once to mend her fault, Jo looked up with an expression on her face which it had never worn before.
191548.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
– არ ვაპატიე, და ლორი რომ არა, შეიძლება გვიანაც ყოფილიყო!
I wouldn’t forgive her, and today, if it hadn’t been for Laurie, it might have been too late!
191549.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 8
თითქოს გაიგონაო, ემიმ თვალი გაახილა, ხელები გაუწოდა და ისეთი ღიმილით გაუღიმა, რომ ჯო გულის სიღრმემდე შეიძრა.
As if she heard, Amy opened her eyes, and held out her arms, with a smile that went straight to Jo’s heart.
191550.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მეგი მიდის ამაოების ბაზარში.
Meg Goes to Vanity Fair.
191551.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
-ვფიქრობ, გამიმართლა, რომ იმ ბავშვებს მაინცდამაინც ახლა შეეყარათ წითელა, – თქვა მეგმა აპრილის ერთ მშვენიერ დღეს, როცა დებით გარშემორტყმული იდგა თავის ოთახში და „უცხოეთში წასაღებ“ სკივრს ალაგებდა.
"I do think it was the most fortunate thing in the world that those children should have the measles just now," said Meg, one April day, as she stood packing the "go abroady" trunk in her room, surrounded by her sisters.
191552.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– და რა კარგია, რომ ენ მოფატს თავისი დაპირება არ დაავიწყდა!
And so nice of Annie Moffat not to forget her promise.
191553.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– თან რა მშვენიერი ამინდია! ისე მიხარია!.. – დაამატა ბეთმა, ფაქიზად ალაგებდა თმის ლენტებს თავის საუკეთესო კოლოფში, რომელიც ამ დიდებულ ამბავთან დაკავშირებით ათხოვა დას.
"And such lovely weather, I'm so glad of that," added Beth, tidily sorting hair ribbons in her best box, lent for the great occasion.
191554.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ნეტავი ყველანი მოდიოდეთ, მაგრამ რაკი არ შეიძლება, მთელ იქაურ თავგადასავალს გონებაში ჩავიბეჭდავ და როცა ჩამოვალ, გიამბობთ.
I wish you were all going, but as you can't, I shall keep my adventures to tell you when I come back.
191555.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ამით მაინც გადაგიხდით მადლობას სიკეთისთვის, ამდენი რამე რომ მათხოვეთ და ჩალაგებაშიც მეხმარებით, – თქვა მეგმა და ოთახში გაშლილ უბრალო ტანისამოსს გადახედა, რომელიც მის თვალში თითქმის სრულქმნილი ჩანდა.
I'm sure it's the least I can do when you have been so kind, lending me things and helping me get ready," said Meg, glancing round the room at the very simple outfit, which seemed nearly perfect in their eyes.
191556.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– დედამ რა მოგცა საგანძურის ზარდახშიდან? – ჰკითხა ემიმ, რომელიც არ დასწრებია კედრის სკივრის გახსნას, რომელშიც მისის მარჩს წარსული ფუფუნების მცირეოდენი ნაშთები ელაგა, რათა თავისი გოგონებისთვის ეჩუქებინა, როცა დრო დადგებოდა.
"What did Mother give you out of the treasure box?" asked Amy, who had not been present at the opening of a certain cedar chest in which Mrs. March kept a few relics of past splendor, as gifts for her girls when the proper time came.
191557.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– აბრეშუმის წინდები, ის ლამაზი, ჩუქურთმებიანი მარაო და მშვენიერი ცისფერი ქამარი.
A pair of silk stockings, that pretty carved fan, and a lovely blue sash.
191558.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
არ გამტეხოდა ჩემი მარჯნის სამაჯური, ხომ გათხოვებდი!.. – სინანულით თქვა ჯომ, რომელსაც ჩუქებაც უყვარდა და თხოვებაც.
"I wish I hadn't smashed my coral bracelet, for you might have had it," said Jo, who loved to give and lend.
191559.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– იმ სკივრში მარგალიტის ლამაზი, ძველებური გარნიტურიც დევს, მაგრამ დედამ თქვა, გოგოსთვის ყველაზე კარგი სამკაული ყვავილებიაო და, ლორი დამპირდა, რაც მოგინდება, ორანჟერეიდან ყველაფერს გამოგიგზავნიო, – მიუგო მეგმა.
"There is a lovely old-fashioned pearl set in the treasure chest, but Mother said real flowers were the prettiest ornament for a young girl, and Laurie promised to send me all I want," replied Meg.
191560.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– აბა, მაცალეთ... ეს – ჩემი ახალი, რუხი სასეირნო კოსტიუმი, ოღონდ შლაპაში ბუმბული ჩაამაგრე, ბეთ... ესეც – პოპლინის კაბა, კვირადღეს და შინაურულ წვეულებაზე ჩავიცვამ... საგაზაფხულოდ თითქოს მძიმეა, არა?
Now, let me see, there's my new gray walking suit, just curl up the feather in my hat, Beth, then my poplin for Sunday and the small party, it looks heavy for spring, doesn't it?