მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191561.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ეგ არაფერი, დიდი წვეულებისთვის ხომ მარმაშის კაბა გაქვს, თეთრ კაბაში კი მუდამ ანგელოზივით ხარ, – უთხრა ემიმ.
"Never mind, you've got the tarlaton for the big party, and you always look like an angel in white," said Amy.
191562.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ჩემი ლურჯი საშინაო კაბა, გადაბრუნებული და ახლად გაწყობილი, სულ მთლად ცინცხალი გეგონება.
My blue housedress looks so well, turned and freshly trimmed, that I feel as if I'd got a new one.
191563.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
აბრეშუმის პელერინი სულაც არ არის მოდაში და არც შლაპაა ისეთი, როგორიც სალის აქვს.
My silk sacque isn't a bit the fashion, and my bonnet doesn't look like Sallie's.
191564.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
არ მინდოდა თქმა, მაგრამ ქოლგამ ძალიან დამწყვიტა გული.
I didn't like to say anything, but I was sadly disappointed in my umbrella.
191565.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
დედას დავაბარე, შავი მიყიდე, თეთრსახელურიანი-მეთქი, მაგრამ დაავიწყდა და მწვანე მიყიდა, ყვითელსახელურიანი.
I told Mother black with a white handle, but she forgot and bought a green one with a yellowish handle.
191566.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მყარია და სუფთა, წესით, არ უნდა ვჩიოდე, მაგრამ ვიცი, შემრცხვება ამის გამოჩენა ენის აბრეშუმის, ოქროსფერწვეტიანი ქოლგის გვერდით, – ამოიოხრა მეგმა და ბრაზით დააცქერდა პატარა ქოლგას.
It's strong and neat, so I ought not to complain, but I know I shall feel ashamed of it beside Annie's silk one with a gold top," sighed Meg, surveying the little umbrella with great disfavor.
191567.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– გამოცვალე, – ურჩია ჯომ.
"Change it," advised Jo.
191568.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
აბრეშუმის წინდები და ორი წყვილი ახალი ხელთათმანი მანუგეშებს.
My silk stockings and two pairs of new gloves are my comfort.
191569.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მდიდარი და ელეგანტურიც კი მგონია თავი: ორი წყვილი ახალი მაქვს და ორიც საყოველდღეო, ძველი და გაწმენდილი, – და მეგმა ერთხელაც ჩახედა ხელთათმნის კოლოფს, – ენ მოფატს საღამურ ჩაჩებზე ცისფერი და ვარდისფერი ბაფთები აბნევია.
"I feel so rich and sort of elegant, with two new pairs, and the old ones cleaned up for common." And Meg took a refreshing peep at her glove box, "Annie Moffat has blue and pink bows on her nightcaps".
191570.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ნეტავი ოდესმე თუ მეღირსება ტანსაცმელზე ნამდვილი მაქმანი და ჩაჩებზე – ბაფთები?! – გაღიზიანდა მეგი.
"I wonder if I shall ever be happy enough to have real lace on my clothes and bows on my caps?" said Meg impatiently.
191571.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– იმ დღეს არ ამბობდი, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება, ენ მოფატთან წასვლა თუ მომიხერხდაო? – ჩვეულებისამებრ წყნარად უთხრა ბეთმა.
"You said the other day that you'd be perfectly happy if you could only go to Annie Moffat's," observed Beth in her quiet way.
191572.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ვარ კიდეც ბედნიერი და არც ვიჭირვეულებ, მაგრამ გამოდის, რომ რაც მეტი აქვს ადამიანს, მით მეტი უნდა, არა?
Well, I am happy, and I won't fret, but it does seem as if the more one gets the more one wants, doesn't it?
191573.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მეორე დილა მზიანი იყო და მეგი დიდი ამბით გაეშურა სიახლისა და სიამოვნების ორკვირეულში.
The next day was fine, and Meg departed in style for a fortnight of novelty and pleasure.
191574.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მისის მარჩმა უხალისოდ გაუშვა, იმის შიშით, რომ მარგარეტი იმაზე უკმაყოფილო მობრუნდებოდა შინ, ვიდრე იყო.
Mrs. March had consented to the visit rather reluctantly, fearing that Margaret would come back more discontented than she went.
191575.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მაგრამ ისე ეხვეწა, ხოლო სალი ისე მტკიცედ დაჰპირდა, მივხედავო, და, თანაც, ეს მცირე სიამოვნება იმდენად მიმზიდველი ჩანდა მთელი ზამთრის დამქანცველი შრომის შემდეგ, რომ დედა დათანხმდა, და ქალიშვილიც გაემგზავრა, რათა პირველად ეგემა მაღალი წრის ცხოვრება.
But she begged so hard, and Sallie had promised to take good care of her, and a little pleasure seemed so delightful after a winter of irksome work that the mother yielded, and the daughter went to take her first taste of fashionable life.
191576.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მოფატები სწორედაც რომ მაღალ წრეს ეკუთვნოდნენ და მიამიტი მეგი თავიდან, ცოტა არ იყოს, დააფრთხო სახლის ბრწყინვალებამ და მის ბინადართა ელეგანტურობამ.
The Moffats were very fashionable, and simple Meg was rather daunted, at first, by the splendor of the house and the elegance of its occupants.
191577.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
თუმცა, მასპინძლები საამური ადამიანები გამოდგნენ იმის მიუხედავად, რომ ქარაფშუტულ ცხოვრებას ეწეოდნენ და ცოტა ხანში სტუმარს თავისუფლად აგრძნობინეს თავი.
But they were kindly people, in spite of the frivolous life they led, and soon put their guest at her ease.
191578.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
იქნებ მეგი, თავისდა უნებურად, ხვდებოდა კიდეც: მასპინძლები დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ კულტურულობითა თუ ჭკუით და მათი ოქროცურვილი ცხოვრება მაინცდამაინც კარგად ვერ მალავდა იმ უბრალო მასალას, რისგანაც შექმნილნი ბრძანდებოდნენ.
Perhaps Meg felt, without understanding why, that they were not particularly cultivated or intelligent people, and that all their gilding could not quite conceal the ordinary material of which they were made.
191579.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ცხადია, საამურად ეჩვენებოდა ფუფუნებაში ცხოვრება, ჩინებული ეკიპაჟით სეირნობა, ყოველდღე თავის საუკეთესო კაბაში გამოწყობა და არაფრის კეთება, მხოლოდ გართობა.
It certainly was agreeable to fare sumptuously, drive in a fine carriage, wear her best frock every day, and do nothing but enjoy herself.
191580.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
რაც უფრო ხშირად ხედავდა ენ მოფატის ლამაზ-ლამაზ ნივთებს, მით უფრო შურდა მისი და სიმდიდრეზე ოცნებობდა.
The more she saw of Annie Moffat's pretty things, the more she envied her and sighed to be rich.