მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191581.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მისტერ მოფატი ჩასუქებული, მხიარული, ხნიერი ჯენტლმენი ბრძანდებოდა, რომელიც მის მამას იცნობდა, მისის მოფატი კი – ფაშფაშა, მხიარული, ხნიერი ლედი, რომელსაც თავის ქალიშვილებზე არანაკლებ მოსწონდა მეგი.
Mr. Moffat was a fat, jolly old gentleman, who knew her father, and Mrs. Moffat, a fat, jolly old lady, who took as great a fancy to Meg as her daughter had done.
191582.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მეგმა შენიშნა, რომ გოგონები ჯერ მის კაბას მიაცქერდნენ, მერე კი ერთმანეთს გადახედეს, და ლოყები აუვარვარდა, რადგან თვინიერების მიუხედავად, ძალიან ამაყი იყო.
Meg saw the girls glance at it and then at one another, and her cheeks began to burn, for with all her gentleness she was very proud.
191583.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მის ჩაცმულობაზე სიტყვა არავის დასცდენია, მაგრამ სალიმ შესთავაზა, თმას დაგიყენებო, ენმა – ქამარს შეგიკრავო.
No one said a word about it, but Sallie offered to dress her hair, and Annie to tie her sash.
191584.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
თუმცა, მათ გულკეთილობაში მეგმა მხოლოდ ის დაინახა, რომ შეებრალათ, რაკი ღარიბი იყო და გულმოკლული, მარტო იდგა, სანამ სხვები იცინოდნენ, მასლაათობდნენ და გამჭვირვალე პეპლებივით დაფარფატებდნენ.
But in their kindness Meg saw only pity for her poverty, and her heart felt very heavy as she stood by herself, while the others laughed, chattered, and flew about like gauzy butterflies.
191585.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მძიმე, მწარე შეგრძნება მთლად აუტანელი გახდა, როცა მოახლემ კოლოფით ყვავილები შემოიტანა და სანამ ის ხმის ამოღებას მოასწრებდა, ენმა კოლოფს თავსახური გადახადა და ყველა ერთად აჟღურტულდა, რა ლამაზი ვარდები, მანანები და გვიმრის ტოტები ალაგიაო.
The hard, bitter feeling was getting pretty bad, when the maid brought in a box of flowers and before she could speak, Annie had the cover off, and all were exclaiming at the lovely roses, heath, and fern within.
191586.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მის მარჩს მოართვესო, აი წერილიც, – ჩაურთო მოახლემ და წერილი მეგს გაუწოდა.
"They are for Miss March. And here's a note," put in the maid, holding it to Meg.
191587.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– რა საინტერესოა! ვისგან არის?
What fun! Who are they from?
191588.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
არ ვიცოდით, შეყვარებული თუ გყავდა, – წამოიძახეს გოგონებმა და დაინტერესებულ-გაკვირვებულები აფრთხიალდნენ მეგის გარშემო.
"Didn't know you had a lover," cried the girls, fluttering about Meg in a high state of curiosity and surprise.
191589.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– წერილი დედამ მომწერა, ყვავილები კი ლორიმ გამომიგზავნა, – უბრალოდ თქვა მეგმა, თუმცა მადლობელი იყო, არ დავავიწყდიო.
"The note is from Mother, and the flowers from Laurie," said Meg simply, yet much gratified that he had not forgotten her.
191590.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მართლა? – ირონიულად შეხედა ენმა, როცა მეგმა ისე ჩაიცურა ჯიბეში წერილი, თითქოს შურის, პატივმოყვარეობისა და ყალბი სიამაყისგან დამცავი თილისმა ყოფილიყო, – დედის მოწერილმა რამდენიმე ტკბილმა სიტყვამ შვება მოჰგვარა, ყვავილების სილამაზემ კი გაახალისა.
"Oh, indeed!" said Annie with a funny look, as Meg slipped the note into her pocket as a sort of talisman against envy, vanity, and false pride, for the few loving words had done her good, and the flowers cheered her up by their beauty.
191591.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ლამის ისევ ბედნიერად იგრძნო თავი, გვიმრის ორიოდე რტო და ვარდი თავისთვის გადადო, დანარჩენი კი სწრაფად შეკრა კოხტა თაიგულებად, რომ მის მეგობრებს მკერდზე, თმაზე ან კაბაზე დაებნიათ და ისე ლამაზად შესთავაზა, რომ კლარამ, მოფატების უფროსმა დამ უთხრა, შენზე უსაყვარლესი არსება არ მინახავსო და თითქოს ყველანი მოხიბლა მისგან გამოჩენილმა ამ მცირე ყურადღებამ.
Feeling almost happy again, she laid by a few ferns and roses for herself, and quickly made up the rest in dainty bouquets for the breasts, hair, or skirts of her friends, offering them so prettily that Clara, the elder sister, told her she was "the sweetest little thing she ever saw", and they looked quite charmed with her small attention.
191592.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ამ გულუხვობით როგორღაც მოერია სევდას და როცა დანარჩენები გაიკრიბნენ, რომ მისის მოფატს დანახვებოდნენ, მარტო დარჩენილმა მეგმა ბედნიერი, თვალებციმციმა სახე დაინახა სარკეში, მერე გვიმრის რტოები ტალღოვან თმაზე მიიმაგრა, ვარდები კი – კაბაზე, რომელიც სულაც აღარ ეჩვენა წეღანდელივით გაცვეთილი.
Somehow the kind act finished her despondency, and when all the rest went to show themselves to Mrs. Moffat, she saw a happy, bright-eyed face in the mirror, as she laid her ferns against her rippling hair and fastened the roses in the dress that didn't strike her as so very shabby now.
191593.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
იმ საღამოს მშვენივრად გაერთო: იმდენი იცეკვა, რამდენიც მის სულსა და გულს გაუხარდებოდა, ყველანი კეთილად ექცეოდნენ და სამი ქათინაურიც კი ერგო.
She enjoyed herself very much that evening, for she danced to her heart's content. Everyone was very kind, and she had three compliments.
191594.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მაიორმა ლინკოლნმა იკითხა, ვინ არის ეს უცნობი, ლამაზთვალება გოგონაო, მისტერ მოფატმა კი აიჩემა, უნდა ვეცეკვოო.
Major Lincoln asked who "the fresh little girl with the beautiful eyes" was, and Mr. Moffat insisted on dancing with her.
191595.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ერთი სიტყვით, მშვენივრად ატარებდა დროს, სანამ ერთი საუბრის ნაწყვეტს არ მოჰკრა ყური და უკიდურესად არ აფორიაქდა.
So altogether she had a very nice time, till she overheard a bit of conversation, which disturbed her extremely.
191596.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ორანჟერეაში იჯდა და ელოდა, როდის მიუტანდა პარტნიორი ნაყინს, როცა ყვავილოვანი კედლის გადაღმიდან ხმა მოესმა:
She was sitting just inside the conservatory, waiting for her partner to bring her an ice, when she heard a voice ask on the other side of the flowery wall...
191597.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– რა ხნისაა ის? – ასე, თექვსმეტი-ჩვიდმეტისა, – მიუგო მეორე ხმამ.
"How old is he?" "Sixteen or seventeen, I should say," replied another voice.
191598.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
სალი ამბობს, ძალიან დაახლოვდნენ და ბერიკაცსაც მზე და მთვარე მაგათზე ამოსდისო.
Sallie says they are very intimate now, and the old man quite dotes on them.
191599.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
გოგოს, აშკარად, ფიქრად არ მოსდის ეს, – შენიშნა მისის მოფატმა.
"The girl evidently doesn't think of it yet," said Mrs. Moffat.
191600.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ტყუილი თქვა, დედაჩემის წერილიაო, გეგონება, იცოდა, და გაწითლდა, როცა ის ყვავილები შემოუცუნცულეს.
She told that fib about her momma, as if she did know, and colored up when the flowers came quite prettily.