მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191601.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
რას იტყვი, ხომ არ ეწყინება, ხუთშაბათისთვის ჩვენი კაბებიდან რომელიმე რომ ვათხოვოთ? – ახლა სხვა ხმამ იკითხა.
"Do you think she'd be offended if we offered to lend her a dress for Thursday?" asked another voice.
191602.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
აქ მეგის კავალერი გამოჩნდა და მეგი ალეწილი და აღელვებული დაუხვდა.
Here Meg's partner appeared, to find her looking much flushed and rather agitated.
191603.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მართლაც, ამაყი იყო. ეს სიამაყე ახლა მშვენივრად გამოადგა, რადგან სწორედ მისი დახმარებით დამალა დამცირება, ბრაზი და ზიზღი იმისადმი, რაც ის-ის იყო გაიგონა.
She was proud, and her pride was useful just then, for it helped her hide her mortification, anger, and disgust at what she had just heard.
191604.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
თავისი მიამიტობისა და მიმნდობლობის მიუხედავად მაინც მიხვდა, რასაც ნიშნავდა მისი მეგობრების ჭორაობა.
For, innocent and unsuspicious as she was, she could not help understanding the gossip of her friends.
191605.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
დავიწყება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა და იმდენ ხანს იმეორა გულში: „მისის მ. ალბათ სამომავლო გეგმებს დააწყობდა“, „ტყუილი თქვა, დედაჩემის წერილიაო“ , სანამ ტირილი არ მოერია.
She tried to forget it, but could not, and kept repeating to herself, "Mrs. M. has made her plans," "that fib about her mamma," till she was ready to cry.
191606.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
გულზე მოეშვა, როცა ყველაფერი დამთავრდა და ლოგინში ჩამყუდროვდა, სადაც იმდენი იფიქრა, იმდენჯერ გაოცდა და გაცეცხლდა, სანამ თავი არ ასტკივდა და ავარვარებული ლოყები ცრემლებმა არ გაუგრილა.
She was very glad when it was all over and she was quiet in her bed, where she could think and wonder and fume till her head ached and her hot cheeks were cooled by tears.
191607.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
იმ სულელურმა, თუმც კი კეთილი გულით ნათქვამმა სიტყვებმა ახალი სამყარო გაუღო მეგს და სამაგიეროდ, მთლად აურ-დაურია ის ძველი სამყარო, სადაც აქამდე ბავშვივით ნეტარად ცხოვრობდა.
Those foolish, yet well meant words, had opened a new world to Meg, and much disturbed the peace of the old one in which till now she had lived as happily as a child.
191608.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
შემთხვევით ყურმოკრულმა ბრიყვულმა ლაპარაკმა წაუხდინა ლორისთან უმანკო მეგობრობა.
Her innocent friendship with Laurie was spoiled by the silly speeches she had overheard.
191609.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
გოგონების ყოფაქცევაში რაღაც შეიცვალა და მეგს მაშინვე თვალში ეცა: თითქოს მეტი პატივისცემით ექცეოდნენ, აინტერესებდათ, რასაც ამბობდა და თვალებში დაუფარავი ცნობისმოყვარეობა ემჩნეოდათ.
Something in the manner of her friends struck Meg at once. They treated her with more respect, took quite a tender interest in what she said, and looked at her with eyes that plainly betrayed curiosity.
191610.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ამ ყველაფერმა გააკვირვა და აამა კიდეც, თუმცა მიზეზს ვერ ხვდებოდა, სანამ წერილის წერაში გართულმა მის ბელმა თავი არ ასწია და დამტკბარი ხმით არ უთხრა:
All this surprised and flattered her, though she did not understand it till Miss Belle looked up from her writing, and said, with a sentimental air...
191611.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– დეიზი, საყვარელო, ხუთშაბათისთვის შენი მეგობარი, მისტერ ლორენსი მოვიპატიჟე.
Daisy, dear, I've sent an invitation to your friend, Mr. Laurence, for Thursday.
191612.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მეგი გაწითლდა, მაგრამ იქვე მოუნდა, ცოტა ეცელქა და გოგონები გაეღიზიანებინა, ამიტომაც მორიდებით მიუგო:
Meg colored, but a mischievous fancy to tease the girls made her reply demurely:
191613.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ძალიან მოხუცია.
"He's too old."
191614.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– რას ამბობ, ბავშვო?
My child, what do you mean?
191615.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მაინც რა ხნის არის? – წამოიკივლა მის კლარამ.
"What is his age?" cried Miss Clara.
191616.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– სამოცდაათისა იქნება, – მიუგო მეგმა და აციმციმებული თვალების დასამალად საქსოვის თვლების გადათვლას მოჰყვა.
"Nearly seventy," answered Meg, counting stitches to hide the merriment in her eyes.
191617.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ოჰ, შე ეშმაკუნავ! ჩვენ ხომ ყმაწვილკაცზე გეკითხებოდით, – გაეცინა ბელს.
"You sly creature! Of course we meant the young man," exclaimed Miss Belle, laughing.
191618.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ლორი ჯერაც პატარა ბიჭია, – მეგიც აჰყვა სიცილში, რადგან არ გამოეპარა, რა უცნაურად გადახედეს დებმა ერთმანეთს, როცა ასეთნაირად აუწერა თავისი სავარაუდო შეყვარებული.
"Laurie is only a little boy." And Meg laughed also at the queer look which the sisters exchanged as she thus described her supposed lover.
191619.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– უფრო ჯოს ხნისა; მე აგვისტოში ჩვიდმეტის ვხდები, – სწრაფად ასწია თავი მეგმა.
"Nearer my sister Jo's; I am seventeen in August," returned Meg, tossing her head.
191620.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– რა კარგი ქნა, ყვავილები რომ გამოგიგზავნა, არა? – თქვა ენმა.
"It's very nice of him to send you flowers, isn't it?" said Annie.