მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191621.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
დედაჩემი და მოხუცი მისტერ ლორენსი მეგობრობენ, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ბავშვებიც ერთად ვთამაშობთ ხოლმე, – აუხსნა მეგმა იმ იმედით, რომ მეტს აღარაფერს იტყოდნენ.
"My mother and old Mr. Laurence are friends, you know, so it is quite natural that we children should play together," and Meg hoped they would say no more.
191622.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– გარეთ გავდივარ, ჩემი შვილებისთვის რაღაც წვრილმანები მაქვს საყიდელი.
I'm going out to get some little matters for my girls.
191623.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– არა, გმადლობთ, მემ, – მიუგო სალიმ, – მე ხუთშაბათისთვის ვარდისფერი აბრეშუმის ახალ კაბას გამომიგზავნიან, სხვა არაფერი მინდა.
"No, thank you, ma'am," replied Sallie. "I've got my new pink silk for Thursday and don't want a thing."
191624.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– შენ რა გეცმევა? – ჰკითხა სალიმ.
"What shall you wear?" asked Sallie.
191625.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ისევ ჩემი ძველი თეთრი კაბა, თუკი ისე დავკემსავ, რომ არაფერი შეეტყოს, თორემ წუხელ ძალიან გამეხა, – რაც შეეძლო, უდარდელად მიუგო მეგმა, თუმცა დიდი უხერხულობა იგრძნო.
"My old white one again, if I can mend it fit to be seen, it got sadly torn last night," said Meg, trying to speak quite easily, but feeling very uncomfortable.
191626.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– თქვენებს რომ გააგებინო და სხვა გამოგიგზავნონ? – ჰკითხა სალიმ, რომელიც მიხვედრილობით ვერ დაიკვეხნიდა.
"Why don't you send home for another?" said Sallie, who was not an observing young lady.
191627.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– სხვა არა მაქვს, – დიდი გაჭირვებით ამოთქვა მეგმა, თუმცა სალიმ ვერაფერი შეამჩნია და კეთილმოსურნე გაკვირვებით განაგრძო: – ეგ ერთი კაბა გაქვს? რა უცნაურია...
"I haven't got any other." It cost Meg an effort to say that, but Sallie did not see it and exclaimed in amiable surprise, "Only that? How funny..."
191628.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მაგრამ სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან ბელმა თავის გაქნევით ანიშნა, გაჩუმდიო და ალერსიანად ჩაერია.
She did not finish her speech, for Belle shook her head at her and broke in, saying kindly...
191629.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
შინ ათი კაბაც რომ გეწყოს, დეიზი, არავის არაფერი შეუთვალო, იმიტომ რომ ერთი მშვენიერი ცისფერი კაბა მაქვს, აღარ მეტევა, ჰოდა შენ თუ ჩაიცვამ, ძალიან გამახარებ. კარგი, საყვარელო?
There's no need of sending home, Daisy, even if you had a dozen, for I've got a sweet blue silk laid away, which I've outgrown, and you shall wear it to please me, won't you, dear?
191630.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მადლობელი ვარ, მაგრამ მე ჩემი ძველი კაბა არ მაწუხებს – თქვა მეგმა.
"You are very kind, but I don't mind my old dress," said Meg.
191631.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
სანამ მზად არ იქნები, შენს თავს არავის დავანახვებ. მერე კი, ისე მოულოდნელად გამოვეცხადებით, როგორც მეჯლისზე მიმავალი კონკია და ნათლიამისი, – ჩააცივდა ბელი.
"I shan't let anyone see you till you are done, and then we'll burst upon them like Cinderella and her godmother going to the ball," said Belle in her persuasive tone.
191632.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ხუთშაბათ საღამოს ბელი და მისი მოახლე ერთ ოთახში ჩაიკეტნენ და მეგისგან მოხდენილი ქალბატონი გამოიყვანეს.
On the Thursday evening, Belle shut herself up with her maid, and between them they turned Meg into a fine lady.
191633.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
თმა დაუკულულ-დაუხვიეს, ყელსა და მკლავებზე რაღაც სურნელოვანი პუდრი წაუსვეს, ტუჩებზე გასაწითლებლად მარჯნისფერი საცხი წაუსვეს.
They crimped and curled her hair, they polished her neck and arms with some fragrant powder, touched her lips with coralline salve to make them redder.
191634.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ჩააცვეს ლაჟვარდისფერი კაბა, ისეთი ვიწრო, რომ ძლივს სუნთქავდა და ისე ღრმად გულამოჭრილი, რომ მორცხვი მეგის სარკეში ჩახედვა და გაწითლება ერთი იყო.
They laced her into a sky-blue dress, which was so tight she could hardly breathe and so low in the neck that modest Meg blushed at herself in the mirror.
191635.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
აასხეს ვერცხლის სამკაულების კომპლექტი – სამაჯურები, ყელსაბამი და საყურეებიც კი: ჰორტენზიამ მოახერხა და ისე მიაბა ყურებზე ვარდისფერი აბრეშუმის ძაფით, რომელიც საერთოდ არ ჩანდა.
A set of silver filagree was added, bracelets, necklace, brooch, and even earrings, for Hortense tied them on with a bit of pink silk which did not show.
191636.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მკერდზე მიმაგრებულმა ჩაის ვარდების კოკრებმა და მაქმანის ფურჩალამ თავის ლამაზ, თეთრ, გაშიშვლებულ მხრებთან შეარიგა მეგი, ხოლო აბრეშუმის მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა უკანასკნელი გულისნადებიც აუსრულა.
A cluster of tea-rose buds at the bosom, and a ruche, reconciled Meg to the display of her pretty, white shoulders, and a pair of high-heeled silk boots satisfied the last wish of her heart.
191637.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მორთულობა დაასრულა მაქმანის ცხვირსახოცმა, ბუმბულის მარაომ და მხარზე დამაგრებულ ვერცხლის რგოლში ჩასმულმა თაიგულმა და მის ბელმა ისეთი სიამოვნებით აათვალიერ-ჩაათვალიერა მეგი, როგორც პატარა გოგომ ახლად მორთულ-მოკაზმული თოჯინა.
A lace handkerchief, a plumy fan, and a bouquet in a shoulder holder finished her off, and Miss Belle surveyed her with the satisfaction of a little girl with a newly dressed doll.
191638.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მადმუაზელი charmante-ია, très jolie, არა? – გადაჭარბებული აღფრთოვანებით წამოიძახა ჰორტენზიამ და ტაში შემოჰკრა.
"Mademoiselle is charmante, tres jolie, is she not?" cried Hortense, clasping her hands in an affected rapture.
191639.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მიდი და დაენახვე, – უთხრა მის ბელმა და იმ ოთახში შეუძღვა, სადაც დანარჩენები ელოდნენ.
"Come and show yourself," said Miss Belle, leading the way to the room where the others were waiting.
191640.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
როცა მეგი გრძელი, იატაკზე მოთრეული კაბით, საყურეების წკარუნით, კულულების რხევითა და გულის ფანცქალით შეშრიალდა ოთახში, იგრძნო, რომ ახლა კი დაიწყო მისი მხიარულება, რადგან სარკემ აშკარად უთხრა, ნამდვილი „პატარა მზეთუნახავი“ ხარო.
As Meg went rustling after, with her long skirts trailing, her earrings tinkling, her curls waving, and her heart beating, she felt as if her fun had really begun at last, for the mirror had plainly told her that she was "a little beauty".