მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191641.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
კლარა, აიღე შენი ვერცხლისფერი პეპელა და მარცხნივ, იმ გრძელ კულულში ჩაუბნიე, და იცოდეთ, ეს ჩემი მშვენიერი ნახელავი არავინ წამიხდინოთ, – თქვა ბელმა და წარმატებით დიდად კმაყოფილი, ჩქარი ნაბიჯით გაეშურა.
"Take your silver butterfly, and catch up that long curl on the left side of her head, Clara, and don't any of you disturb the charming work of my hands," said Belle, as she hurried away, looking well pleased with her success.
191642.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– შენს თავს აღარ ჰგავხარ, მაგრამ ძალიან ლამაზი ხარ.
You don't look a bit like yourself, but you are very nice.
191643.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მე შენ გვერდით აღარაფერი ვარ. ბელს გემოვნება არ აკლია და შენ კი მთლად ფრანგს დაემგვანე.
I'm nowhere beside you, for Belle has heaps of taste, and you're quite French.
191644.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
იყოს ეგ ყვავილები ჩამოშვებული, არა უშავს, მთავარია ისე იარო, რომ ფეხი არ დაგიცდეს, – დაარიგა სალიმ და თან სცადა, გულთან არ მიეტანა ის ამბავი, რომ მეგი სილამაზით სჯობდა.
"Let your flowers hang, don't be so careful of them, and be sure you don't trip," returned Sallie, trying not to care that Meg was prettier than herself.
191645.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მარგარეტმა ეს გაფრთხილება კარგად ჩაიბეჭდა გონებაში, მშვიდობიანად ჩაათავა კიბე და სასტუმრო ოთახებში შეცურდა, სადაც უკვე შეკრებილიყვნენ მოფატები და ორიოდე ადრე მოსული სტუმარი.
Keeping that warning carefully in mind, Margaret got safely down stairs and sailed into the drawing rooms where the Moffats and a few early guests were assembled.
191646.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მალევე აღმოაჩინა, რომ ძვირფას ტანისამოსს რაღაც ჯადო ახლავს, რომელიც გარკვეული კლასის ადამიანებს იზიდავს და მათში პატივისცემას აღძრავს.
She very soon discovered that there is a charm about fine clothes which attracts a certain class of people and secures their respect.
191647.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ყმაწვილქალები, რომლებიც აქამდე მას არ იმჩნევდნენ, ერთბაშად კეთილად განეწყვნენ მისადმი.
Several young ladies, who had taken no notice of her before, were very affectionate all of a sudden.
191648.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ყმაწვილკაცები, რომლებიც წინა წვეულებაზე მხოლოდ აშტერდებოდნენ, ახლა არა მარტო უცქერდნენ, არამედ გაცნობაც ითხოვეს და ათასი სულელური, თუმც კი საამური ქათინაური უთხრეს.
Several young gentlemen, who had only stared at her at the other party, now not only stared, but asked to be introduced, and said all manner of foolish but agreeable things to her.
191649.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მან გაიგონა, რა უპასუხა მისის მოფატმა ერთს:
She heard Mrs. Moffat reply to one of them...
191650.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– დეიზი მარჩია... მამა პოლკოვნიკი ჰყავს... ჯარშია... ჩვენი ერთ-ერთი უპირველესი ოჯახისშვილია, მაგრამ ბედის უკუღმართობა... მოგეხსენებათ... ლორენსების ახლო მეგობრები არიან; მშვენიერი არსებაა, გარწმუნებთ... ჩემი ნედი გიჟდება, ისე მოსწონს.
"Daisy March—father a colonel in the army—one of our first families, but reverses of fortune, you know; intimate friends of the Laurences; sweet creature, I assure you; my Ned is quite wild about her."
191651.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– რა მითხარით! – თქვა ხნიერმა ქალბატონმა და თვალებთან ლორნეტი მიიტანა, რომ კარგად დაეთვალიერებინა მეგი, რომელმაც ისე დაიჭირა თავი, თითქოს ვერ გაეგონოს და არც გაოგნებული დარჩენილიყოს მისის მოფატის ტყუილებით.
"Dear me!" said the old lady, putting up her glass for another observation of Meg, who tried to look as if she had not heard and been rather shocked at Mrs. Moffat's fibs.
191652.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ამ „უცნაურმა გრძნობამ“ არ გაუარა, მაგრამ წარმოიდგინა, რომ დახვეწილი ქალბატონის როლს თამაშობდა და კარგადაც გამოსდიოდა, თუმცა კაბა ისე უჭერდა, რომ ფერდმა ჩხვლეტა დაუწყო, შლეიფი ფეხებში ებლანდებოდა და სულ იმის შიში ჰქონდა, საყურეები არ ჩამომვარდეს და არ დაიკარგოს ან არ გატყდესო.
The 'queer feeling' did not pass away, but she imagined herself acting as a fine lady and so got on pretty well, though the tight dress gave her a side-ache, the train kept getting under her feet, and she was in constant fear lest her earrings should fly off and get lost or broken.
191653.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
კეკლუცად ათამაშებდა მარაოს და კისკისებდა რომელიღაც ყმაწვილი ჯენტლმენის უკბილო ხუმრობებზე, რომელიც ცდილობდა, გონებამახვილობა გამოეჩინა, როცა უცებ ერთბაშად მოსხიპა სიცილი და დაიბნა: ლორი დაინახა.
She was flirting her fan and laughing at the feeble jokes of a young gentleman who tried to be witty, when she suddenly stopped laughing and looked confused, for just opposite, she saw Laurie.
191654.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ამას ისიც დაემატა, რომ შენიშნა, როგორ წაჰკრა იდაყვი ბელმა ენს და ორივემ ჯერ მას შეხედა, მერე – დამორცხვებულ ლორის, რომელიც, მეგის გასახარად, ჩვეულებრივზე მეტად ჰგავდა პატარა ბიჭს და მოკრძალებული იერი ჰქონდა.
To complete her confusion, she saw Belle nudge Annie, and both glance from her to Laurie, who, she was happy to see, looked unusually boyish and shy.
191655.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ძალიან გამიხარდა შენი მოსვლა. მეგონა, არ ჩამოხვიდოდი, – უთხრა „დიდური“ იერით.
"I'm glad you came, I was afraid you wouldn't." she said, with her most grown-up air.
191656.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ჯომ მოიწადინა, ჩადი და მიამბე, მეგი როგორი შესახედავიაო, ჰოდა, მეც ჩამოვედი, – თვალმოუშორებლად უთხრა ლორიმ და თან ოდნავ გაეღიმა მეგის „დედობრივ“ ტონზე.
"Jo wanted me to come, and tell her how you looked, so I did," answered Laurie, without turning his eyes upon her, though he half smiled at her maternal tone.
191657.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მერე, რას უამბობ? – ჰკითხა მეგმა; ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა იფიქრა ლორიმ, თან კი პირველად იყო, რომ მის გვერდით უხერხულობა იგრძნო.
"What shall you tell her?" asked Meg, full of curiosity to know his opinion of her, yet feeling ill at ease with him for the first time.
191658.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ვეტყვი, ვერ ვიცანი-მეთქი, იმიტომ, რომ დიდი მეგონე. შენს თავს არ ჰგავხარ და, ცოტა არ იყო, მაშინებ კიდეც, – მიუგო ბიჭმა და ხელთათმნის ღილს დაუწყო წვალება.
"I shall say I didn't know you, for you look so grown-up and unlike yourself, I'm quite afraid of you," he said, fumbling at his glove button.
191659.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– რა სისულელეა! გოგოებმა ისე, სახალისოდ ჩამაცვეს და მეც მომწონს.
How absurd of you! The girls dressed me up for fun, and I rather like it.
191660.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მაშ, ასეთნაირი არ მოგწონვარ? – ჰკითხა მეგმა.
"Don't you like me so?" asked Meg.