მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191661.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ეს უკვე მეტისმეტი იყო თავისზე უმცროსი ბიჭისგან. მეგი გაშორდა და ნაწყენმა წაილაპარაკა: – შენზე გაუზრდელი ბიჭი თუ სადმე მენახოს!
That was altogether too much from a lad younger than herself, and Meg walked away, saying petulantly, "You are the rudest boy I ever saw."
191662.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
სანამ იქ იდგა, მაიორმა ლინკოლმა ჩაუარა. წამიც და გაიგონა, რა უთხრა მაიორმა დედას:
As she stood there, Major Lincoln passed by, and a minute after she heard him saying to his mother...
191663.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– იმ პატარა გოგოს ასულელებენ.
They are making a fool of that little girl.
191664.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მინდოდა, შეგეთვალიერებინა, მაგრამ სულ მთლად წაახდინეს.
I wanted you to see her, but they have spoiled her entirely.
191665.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ამ საღამოს ტიკინაა და მეტი არაფერი.
She's nothing but a doll tonight.
191666.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
„ღმერთო!“, ამოიოხრა მეგმა, „ჭკუა რომ მეხმარა და ჩემი ნივთები ჩამეცვა, არც არავის შევეზიზღებოდი და არც ჩემი თავისა შემრცხვებოდა“.
"Oh, dear!" sighed Meg. "I wish I'd been sensible and worn my own things, then I should not have disgusted other people, or felt so uncomfortable and ashamed of myself."
191667.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ფანჯრის გრილ მინას მიაყრდნო შუბლი და ასე იდგა, ფარდებში ნახევრად შემალული, არაფრად აგდებდა, რომ მისი საყვარელი ვალსი დაიწყო, სანამ ვიღაც არ შეეხო. მოტრიალდა და ლორი დაინახა.
She leaned her forehead on the cool pane, and stood half hidden by the curtains, never minding that her favorite waltz had begun, till someone touched her, and turning, she saw Laurie.
191668.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მაპატიე უხეშობა და წამოდი, ვიცეკვოთ.
Please forgive my rudeness, and come and dance with me.
191669.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
შენი კაბა არ მომწონს, მაგრამ შენ თვითონ მშვენიერი ხარ.
I don't like your gown, but I do think you are just splendid.
191670.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მსუბუქად და მოხდენილად დატრიალდნენ, რადგან შინ ბევრჯერ ევარჯიშათ ერთად, კარგად იყვნენ შეწყობილები და ახლა არაფერი სჯობდა ამ მხიარული, ხალისიანად მოტრიალე ორი ახალგაზრდის ყურებას, რომლებიც იმ პატარა შელაპარაკების შემდეგ წინანდელზე უფრო ახლო მეგობრებად გრძნობდნენ თავს.
Away they went fleetly and gracefully, for having practiced at home, they were well matched, and the blithe young couple were a pleasant sight to see, as they twirled merrily round and round, feeling more friendly than ever after their small tiff.
191671.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ლორი, ერთი სათხოვარი მაქვს და უარი არ მითხრა, კარგი? – უთხრა მეგმა.
"Laurie, I want you to do me a favor, will you?" said Meg.
191672.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ვერ მიხვდებიან, რომ ხუმრობა იყო და დედა ინერვიულებს.
They won't understand the joke, and it will worry Mother.
191673.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
შენ ნუ ეტყვი, კარგი?
So you'll not tell, will you?"
191674.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– სიტყვას გაძლევ, არ ვეტყვი, მაგრამ როცა მკითხავენ, რა ვთქვა?
"I give you my word I won't, only what shall I say when they ask me?"
191675.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– უბრალოდ, თქვი, კარგად გამოიყურებოდა და კარგ დროს ატარებდა-თქო.
"Just say I looked pretty well and was having a good time."
191676.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– პირველს სულითა და გულით ვიტყვი, მაგრამ მეორე?
"I'll say the first with all my heart, but how about the other?
191677.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
შენი შემხედვარე არ იფიქრებს, კარგ დროს ატარებსო.
You don't look as if you were having a good time.
191678.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
არ გეგონოს, რომ საშინელი ვინმე ვარ.
Don't think I'm horrid.
191679.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ნედ მოფატი მოდის. რა უნდა? – იკითხა ლორიმ და ისე შეკრა შავი წარბები, თითქოს ახალგაზრდა მასპინძელი მეჯლისის სასიამოვნო დამატებად არ ეჩვენებაო.
Here comes Ned Moffat. What does he want?" said Laurie, knitting his black brows as if he did not regard his young host in the light of a pleasant addition to the party.
191680.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ვახშმამდე აღარ დალაპარაკებია, სანამ არ დაინახა, რომ მეგი შამპანურს სვამდა ნედსა და მის მეგობარ ფიშერთან ერთად, რომლებზეც ლორიმ გაიფიქრა, ორივე ბრიყვივით იქცევაო, რაკი მიაჩნდა, რომ უფლება ჰქონდა, ძმასავით ეპატრონა მარჩების ქალიშვილებისთვის და თუკი დამცველი დასჭირდებოდათ, ბრძოლაშიც გადაშვებულიყო.
He did not speak to her again till suppertime, when he saw her drinking champagne with Ned and his friend Fisher, who were behaving "like a pair of fools", as Laurie said to himself, for he felt a brotherly sort of right to watch over the Marches and fight their battles whenever a defender was needed.