მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191681.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ბევრს თუ დალევ, ხვალ დილით თავი გაგისკდება.
You'll have a splitting headache tomorrow, if you drink much of that.
191682.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მე რომ ვიყო, არ დავლევდი, მეგ. ხომ იცი, დედაშენსაც არ მოეწონება, – წასჩურჩულა მის სკამზე გადახრილმა, როცა ნედი შეტრიალდა გოგოსთვის ჭიქის შესავსებად, ხოლო ფიშერი მისი მარაოს ასაღებად დაიხარა.
I wouldn't, Meg, your mother doesn't like it, you know," he whispered, leaning over her chair, as Ned turned to refill her glass and Fisher stooped to pick up her fan.
191683.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ამ საღამოს მეგი კი არა, თოჯინა ვარ, რომელიც ათას სიგიჟეს სჩადის.
I'm not Meg tonight, I'm "a doll" who does all sorts of crazy things.
191684.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ხვალ მოვიშორებ ამ ჩემს „გატყლარჭულობას“ და ისევ უკიდეგანოდ კარგი გავხდები, – არაბუნებრივი სიცილით მიუგო მეგმა.
Tomorrow I shall put away my "fuss and feathers" and be desperately good again," she answered with an affected little laugh.
191685.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ნეტავი უკვე ხვალინდელი დღე იყოს, – წაიდუდუნა ლორიმ და მოშორდა უკმაყოფილო იმ ცვლილებით, რაც მასში დაინახა.
"Wish tomorrow was here, then," muttered Laurie, walking off, ill-pleased at the change he saw in her.
191686.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მეგი დანარჩენი გოგონებივით ცეკვავდა და კეკლუცობდა, მასლაათობდა და ხითხითებდა.
Meg danced and flirted, chattered and giggled, as the other girls did.
191687.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ამ პატარა სცენამ ენს ცნობისმოყვარეობა აღუძრა, მაგრამ დაქანცულ მეგს ლაპარაკის თავი არ ჰქონდა და პირდაპირ დაწვა. ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ მასკარადზე იყო, მაგრამ ისე ვერ გაერთო, როგორც მოელოდა.
This little bit of byplay excited Annie's curiosity, but Meg was too tired for gossip and went to bed, feeling as if she had been to a masquerade and hadn't enjoyed herself as much as she expected.
191688.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მეორე დღეს თავს უქეიფოდ გრძნობდა, შაბათს კი, ორკვირიანი „მხიარულებით“ გაწამებული, შინ გაემგზავრა იმ განცდით, რომ საკმარისად იცხოვრა „ფუფუნებაში“.
She was sick all the next day, and on Saturday went home, quite used up with her fortnight's fun and feeling that she had "sat in the lap of luxury" long enough.
191689.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ჩვენი სახლი მშვენიერია, რა ვუყოთ, თუ ბრწყინვალებით ვერ დაიკვეხნის, – ნეტარად თქვა მეგმა, როცა კვირა საღამოს ბუხარს მიუჯდა დედასთან და ჯოსთან ერთად.
"Home is a nice place, though it isn't splendid," said Meg, looking about her with a restful expression, as she sat with her mother and Jo on the Sunday evening.
191690.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მიხარია, მაგას რომ ამბობ, ჩემო კარგო. მეშინოდა, ვაითუ იმ ლამაზი ოთახებიდან დაბრუნებულს სახლი მოსაწყენი და ღარიბული მოგჩვენებოდა, – მიუგო დედამ, რომელიც მთელი ის დღე მღელვარედ აკვირდებოდა მას.
"I'm glad to hear you say so, dear, for I was afraid home would seem dull and poor to you after your fine quarters," replied her mother, who had given her many anxious looks that day.
191691.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
დედის თვალი ხომ სწრაფად ამჩნევს ცვლილებას შვილის სახეზე.
For motherly eyes are quick to see any change in children's faces.
191692.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მეგმა ჩამოსვლისთანავე მხიარულად უამბო თავისი თავგადასავლები და სულ იმეორებდა, რა მშვენიერი დრო გავატარეო, მაგრამ თან თითქოს რაღაც ამძიმებდა და როცა უმცროსი გოგონები დასაძინებლად წავიდნენ, ისევ ბუხართან იჯდა, დაფიქრებული შესცქეროდა ცეცხლს და შეწუხებული ჩანდა.
Meg had told her adventures gayly and said over and over what a charming time she had had, but something still seemed to weigh upon her spirits, and when the younger girls were gone to bed, she sat thoughtfully staring at the fire, and looking worried.
191693.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ცხრამ რომ ჩამოჰკრა და ჯომ თქვა, მოდი დავწვეთო, მეგი ერთბაშად წამოდგა სკამიდან, ბეთის ტაბურეტზე ჩამოჯდა, დედას იდაყვებით დაეყრდნო მუხლზე და ვაჟკაცურად თქვა:
As the clock struck nine and Jo proposed bed, Meg suddenly left her chair and, taking Beth's stool, leaned her elbows on her mother's knee, saying bravely...
191694.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– დე, უნდა გამოვტყდე. – ასეც ვფიქრობდი. რა იყო, ჩემო კარგო?
"Marmee, I want to 'fess'." "I thought so. What is it, dear?"
191695.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მე წავიდე? – ფრთხილად იკითხა ჯომ.
"Shall I go away?" asked Jo discreetly.
191696.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მზადა ვართ, – ღიმილით თქვა მისის მარჩმა, თუმც კი ცოტა შეშფოთება დაეტყო.
"We are prepared," said Mrs. March, smiling but looking a little anxious.
191697.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ვიცი, სისულელე იყო, მაგრამ ყველანი მეპირფერებოდნენ, მეუბნებოდნენ, მზეთუნახავი ხარო და კიდევ ათას უაზრობას, ჰოდა მეც ასე გავასულელებინე თავი.
I knew it was silly, but they flattered me and said I was a beauty, and quantities of nonsense, so I let them make a fool of me.
191698.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– სულ ეგ არის? – ჰკითხა ჯომ, მისის მარჩი კი უხმოდ დააცქერდა თავისი კოხტა ქალიშვილის სევდიან სახეს. გულმა არ მისცა, პატარ-პატარა უგუნურებისთვის დაეტუქსა.
"Is that all?" asked Jo, as Mrs. March looked silently at the downcast face of her pretty daughter, and could not find it in her heart to blame her little follies.
191699.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– არა, შამპანურიც დავლიე, ვიხმაურე და ვიკეკლუცე, ეს ყველაფერი ერთად საზიზღრობა იყო, – დანანებით თქვა მეგმა.
"No, I drank champagne and romped and tried to flirt, and was altogether abominable," said Meg self-reproachfully.
191700.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მგონი, კიდევ რაღაც უნდა იყოს, – და მისის მარჩი ნაზ ლოყაზე მიეფერა, რომელიც ერთბაშად ავარდისფრდა და მეგმა ნელა დაიწყო:
"There is something more, I think." And Mrs. March smoothed the soft cheek, which suddenly grew rosy as Meg answered slowly...