მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191701.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ჰო. დიდი სისულელეა, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არ მსიამოვნებს, როცა ხალხი ამნაირებს ამბობს ჩვენზე და ლორიზე.
"Yes. It's very silly, but I want to tell it, because I hate to have people say and think such things about us and Laurie".
191702.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
და უამბო ის ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჭორაობა, მოფატებთან რომ მოჰკრა ყური. სანამ ის ლაპარაკობდა, ჯომ დაინახა, რა მაგრად მოკუმა ტუჩები დედამ, თითქოს არ სიამოვნებდა, რომ მეგს ასეთი აზრები ჩაუნერგეს უმანკო გონებაში.
Then she told the various bits of gossip she had heard at the Moffats', and as she spoke, Jo saw her mother fold her lips tightly, as if ill pleased that such ideas should be put into Meg's innocent mind.
191703.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
თავიდან უნებურად მივუგდე ყური, მერე კი ისე გავბრაზდი და ისე შემრცხვა, აღარც კი მახსოვდა, რომ იქაურობას უნდა გავცლოდი.
I couldn't help hearing at first, and then I was so angry and ashamed, I didn't remember that I ought to go away.
191704.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ეგ რომ ლორის უთხრა, ჩემს დღეში არ გაპატიებ!
If you tell Laurie, I'll never forgive you!
191705.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– არა, ეგ სულელური ჭორები აღარ გაიმეორო და, რაც შეიძლება, მალე დაივიწყე, – დინჯად უთხრა მისის მარჩმა.
"No, never repeat that foolish gossip, and forget it as soon as you can," said Mrs. March gravely.
191706.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– ნუ დარდობ, არაფერსაც არ დავაშავებინებ.
Don't be sorry, I won't let it hurt me.
191707.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ცუდს დავივიწყებ და მხოლოდ კარგი მეხსომება: მართლა მშვენივრად გავერთე და დიდი მადლობელი ვარ, რომ გამიშვი.
I'll forget all the bad and remember only the good, for I did enjoy a great deal, and thank you very much for letting me go.
191708.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ვიცი, ჯერ პატარა, სულელი გოგო ვარ და შენთან დავრჩები, სანამ თავის მიხედვას არ მოვახერხებ...
I know I'm a silly little girl, and I'll stay with you till I'm fit to take care of myself.
191709.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ისწავლე: ის ქება უნდა გამოიცნო და დააფასო, რომელიც მოსმენად ღირს და თავდაჭერილობითაც ისევე გამოიწვიო კარგი ხალხის აღტაცება, როგორც სილამაზით.
Learn to know and value the praise which is worth having, and to excite the admiration of excellent people by being modest as well as pretty."
191710.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მარგარეტი ერთ წუთს ჩაფიქრებული იჯდა, ჯოს კი ხელები ზურგს უკან წაეღო და დაინტერესებული და ცოტა დაბნეული იდგა, რადგან მისთვის სიახლე იყო იმის დანახვა, რომ მეგი წითლდებოდა და აღტაცებაზე, თაყვანისმცემლებზე და მისთანებზე ლაპარაკობდა.
Margaret sat thinking a moment, while Jo stood with her hands behind her, looking both interested and a little perplexed, for it was a new thing to see Meg blushing and talking about admiration, lovers, and things of that sort.
191711.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ იმ ორ კვირაში მისი და საკვირველად გაიზარდა, დაშორდა და ახალ სამყაროში შეაბიჯა, სადაც ჯო ვერ შეჰყვებოდა.
And Jo felt as if during that fortnight her sister had grown up amazingly, and was drifting away from her into a world where she could not follow.
191712.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– დე, მისის მოფატმა რომ თქვა, „გეგმებიო“, მართლა გაქვს ეგ გეგმები? – მორცხვად ჰკითხა მეგმა.
"Mother, do you have 'plans', as Mrs. Moffat said?" asked Meg bashfully.
191713.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
გაგიმხელ ზოგიერთს, რადგან დადგა დრო, როცა კარგმა სიტყვამ შეიძლება სწორი გეზი უჩვენოს შენს მეოცნებე გონებასა და გულს ამ ძალზე სერიოზულ საკითხში.
I will tell you some of them, for the time has come when a word may set this romantic little head and heart of yours right, on a very serious subject.
191714.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ახალგაზრდა ხარ, მეგ, მაგრამ არც ისე, რომ ვერ გამიგო, ხოლო დედის ბაგეები ყველაზე შესაფერისია საიმისოდ, რომ ამ თემებზე ელაპარაკოს შენნაირ გოგონას.
You are young, Meg, but not too young to understand me, and mothers' lips are the fittest to speak of such things to girls like you.
191715.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ჯო, ალბათ შენი დროც მოვა, ამიტომ შენც მოისმინე ჩემი „გეგმები“ და განხორციელებაში მომეხმარე.
Jo, your turn will come in time, perhaps, so listen to my "plans" and help me carry them out.
191716.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ჯო მივიდა და სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა ისეთი იერით, თითქოს ფიქრობდა, რაღაც უაღრესად სერიოზულ საქმეში უნდა ჩავებათო.
Jo went and sat on one arm of the chair, looking as if she thought they were about to join in some very solemn affair.
191717.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მისის მარჩმა შვილებს ხელი ჩაჰკიდა, ფიქრიანად შეუთვალიერა ნორჩი სახეები, და დინჯად, იმავდროულად კი, ხალისით დაიწყო:
Holding a hand of each, and watching the two young faces wistfully, Mrs. March said, in her serious yet cheery way...
191718.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მინდა, ლამაზი, განათლებული და კეთილი ქალიშვილები მყავდეს, ყველას თვალში აღტაცების ღირსი, ყველასთვის შესაყვარებელი და პატივსაცემი.
I want my daughters to be beautiful, accomplished, and good. To be admired, loved, and respected.
191719.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მინდა, ბედნიერი ახალგაზრდობა ჰქონდეთ, კარგად და გონივრულად გათხოვდნენ, სასარგებლო და სასიამოვნო ცხოვრებით იცხოვრონ – იმ პატარ-პატარა სადარდებლებითა და საზრუნავებითურთ, რასაც ღმერთი საჭიროდ ჩათვლის და მოუვლენს.
To have a happy youth, to be well and wisely married, and to lead useful, pleasant lives, with as little care and sorrow to try them as God sees fit to send.
191720.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
იმაზე უკეთესი და საამური რა შეიძლება მოხდეს ქალის ცხოვრებაში, რომ კარგ კაცს შეუყვარდეს და აირჩიოს. მეც მთელი გულით ვიმედოვნებ, ჩემი გოგონები გამოსცდიან ამ ბედნიერებას.
To be loved and chosen by a good man is the best and sweetest thing which can happen to a woman, and I sincerely hope my girls may know this beautiful experience.