მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191721.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ბუნებრივია ამაზე ფიქრი, მეგ, მართებულია ამის მოლოდინი და ჭკვიანურია ამისთვის მზადება, რათა როდესაც დადგება ეს მშვენიერი დრო, იგრძნო, რომ მზად ხარ ახალი მოვალეობებისთვის და სიხარულის ღირსი ხარ.
It is natural to think of it, Meg, right to hope and wait for it, and wise to prepare for it, so that when the happy time comes, you may feel ready for the duties and worthy of the joy.
191722.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ფული აუცილებელია და ძვირფასი, და როცა სწორად იყენებ, შეიძლება კეთილშობილური რამაც იყოს, მაგრამ არ მინდა გეგონოთ, რომ ეს არის ის უმთავრესი და ერთადერთი მიზანი, რისკენაც უნდა ისწრაფოდეთ.
Money is a needful and precious thing, and when well used, a noble thing, but I never want you to think it is the first or only prize to strive for.
191723.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
მირჩევნია, ღარიბი კაცების ცოლებად გნახოთ, თუკი ბედნიერები და კმაყოფილები იქნებით და ქმრებს ეყვარებით, ვიდრე დედოფლები გახდეთ და ტახტზე ისხდეთ, მაგრამ არც ღირსება გაგაჩნდეთ და არც სიმშვიდე.
I'd rather see you poor men's wives, if you were happy, beloved, contented, than queens on thrones, without self-respect and peace.
191724.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– მართალია, ჯო. ჯობს ბედნიერი შინაბერა იყო, ვიდრე უბედური ცოლი ანდა უწესო, ქმრის ძებნას გადაყოლილი გოგო, – გადაჭრით თქვა მისის მარჩმა.
"Right, Jo. Better be happy old maids than unhappy wives, or unmaidenly girls, running about to find husbands," said Mrs. March decidedly.
191725.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
– არ დაღონდე, მეგ. სიღარიბე იშვიათად აშინებს ნამდვილ შეყვარებულს.
Don't be troubled, Meg, poverty seldom daunts a sincere lover.
191726.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ზოგიერთი ჩემი ნაცნობი ქალი, საუკეთესო და ყველასთვის პატივსაცემი, ღარიბი გოგო იყო, მაგრამ იმდენად ღირსი სიყვარულისა, რომ შინაბერად არავინ დატოვა.
Some of the best and most honored women I know were poor girls, but so love-worthy that they were not allowed to be old maids.
191727.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
დროს მიანდეთ ეს ამბები, მანამ კი ბედნიერ სამყოფელად აქციეთ ეს სახლი, რათა მზად იყოთ თქვენი საკუთარი სახლის მისახედად, თუკი შემოგთავაზებენ, და თუ არა, აქაც კმაყოფილებმა იცხოვროთ.
Leave these things to time. Make this home happy, so that you may be fit for homes of your own, if they are offered you, and contented here if they are not.
191728.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 9
ერთი გახსოვდეთ, გოგონებო: დედა მუდამ მზად არის, თქვენი მესაიდუმლე იყოს, მამა კი – თქვენი მეგობარი, ორივეს თქვენი იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ გინდ გათხოვილებს და გინდ მარტოხელებს, საამაყოდ და სანუგეშოდ გვეყოლებით.
One thing remember, my girls. Mother is always ready to be your confidant, Father to be your friend, and both of us hope and trust that our daughters, whether married or single, will be the pride and comfort of our lives.
191729.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ჰანა იტყოდა ხოლმე, „ჩინეთში რო გადააფრინონ ეს ბახჩები, იქაც კი გამოვიცნობ, რომელი რომლისააო“.
Hannah used to say, "I’d know which each of them gardings belonged to, if I see "em in Chiny".
191730.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ბეთი ძველმოდურ, სურნელოვან ყვავილებს ზრდიდა – ბაღის არჯაკელსა და რეზედას, დეზურას, მიხაკს, იაჟუჟუნასა და აბზინდას; ჩიტებისთვის ჟუნჟრუკი ჰქონდა, ფისოებისთვის კი – კატაპიტნა.
Beth had old-fashioned, fragrant flowers in her garden—sweet peas and mignonette, larkspur, pinks, pansies, and southernwood, with chickweed for the bird and catnip for the pussies.
191731.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
დარში ბაღს უვლიდნენ, სეირნობდნენ, მდინარეში ნავით დაცურავდნენ და მინდორში ყვავილებს კრეფდნენ, წვიმიან დღეებში კი სახლში პოულობდნენ გასართობს – ძველსა თუ ახალს, თუმც ყველას მეტ-ნაკლებად გამორჩეულს.
Gardening, walks, rows on the river, and flower hunts employed the fine days, and for rainy ones, they had house diversions—some old, some new—all more or less original.
191732.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ჰოდა, რაკი დიკენსს ეთაყვანებოდნენ, ადგნენ და „პიკვიკის კლუბი“ დაირქვეს.
And as all of them admired Dickens, they called themselves the Pickwick Club.
191733.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
სამ სკამს მიუდგამდნენ ლამპიან მაგიდას, რომელზეც ელაგა თეთრი ფურცლებისგან გამოჭრილი ოთხი ემბლემა (ზედ სხვადასხვა ფერის ასოებით ეწერა „პ.კ.“) და ყოველკვირეული გაზეთი, სახელად „პიკვიკის ფურცელი“, სადაც ოთხივე და თანამშრომლობდა, რედაქტორად კი ჯო ჰყავდათ, ვისაც მელანსა და კალამს არაფერი ერჩია.
Three chairs were arranged in a row before a table on which was a lamp, also four white badges, with a big "P. C." in different colors on each, and the weekly newspaper called, The Pickwick Portfolio, to which all contributed something, while Jo, who reveled in pens and ink, was the editor.
191734.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მეგი, როგორც ყველაზე უფროსი, სემუელ პიკვიკი გახლდათ, ჯო – ლიტერატურული მიდრეკილებების გამო – ავგუსტუს სნოდგრასი, ბეთი, რაკი პუტკუნა და ვარდისფერი იყო, ტრეისი ტაპმენი ბრძანდებოდა, ხოლო ემი, რომელიც მუდამ იმის გაკეთებას ცდილობდა, რაც არ შეეძლო – ნათანიელ უინკლი.
Meg, as the eldest, was Samuel Pickwick; Jo, being of a literary turn, Augustus Snodgrass; Beth, because she was round and rosy, Tracy Tupman; and Amy, who was always trying to do what she couldn’t, was Nathaniel Winkle.
191735.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
საქორწილო მასკარადი (ვენეციური ისტორია).
THE MASKED MARRIAGE (A Tale Of Venice).
191736.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
გონდოლა გონდოლაზე მიილტვოდა მარმარილოს კიბისკენ, რათა მშვენიერი ტვირთი შეემატებინა იმ ბრწყინვალე შეკრებისთვის, რომელიც გრაფ ადელონის დიდებული სასახლის დარბაზებში ირეოდა.
Gondola after gondola swept up to the marble steps, and left its lovely load to swell the brilliant throng that filled the stately halls of Count Adelon.
191737.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ხალისიანი ცეკვა-თამაში გაემართათ რაინდებსა და ბანოვანებს, ელფებსა და პაჟებს, ბერებსა და მეყვავილე გოგონებს.
Knights and ladies, elves and pages, monks and flower girls, all mingled gaily in the dance.
191738.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ტკბილ ხმებსა და დიდებულ მელოდიას აევსო ჰაერი, და ასე მხიარულად, მუსიკის თანხლებით გრძელდებოდა მასკარადი.
Sweet voices and rich melody filled the air, and so with mirth and music the masquerade went on.
191739.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– თქვენმა უმაღლესობამ იხილა დღეს ლედი ვიოლა? – ჰკითხა თავაზიანმა ტრუბადურმა ფერიათა დედოფალს, რომელიც მკლავზე დაჰყრდნობოდა და ნება-ნება მიცურავდა დარბაზში.
"Has your Highness seen the Lady Viola tonight?" asked a gallant troubadour of the fairy queen who floated down the hall upon his arm.
191740.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– დიახ. რა ლამაზია, არა? თუმც სევდით სავსე!
Yes, is she not lovely, though so sad!