მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191741.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
კაბაც კარგად შეურჩევია, რადგან ერთ კვირაში ცოლად მიჰყვება გრაფ ანტონიოს, რომელიც სულითა და გულით სძულს.
Her dress is well chosen, too, for in a week she weds Count Antonio, whom she passionately hates.
191742.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– ხმები დადის, ჭაბუკ ინგლისელ ფერმწერს ეტრფისო, რომელიც კვალდაკვალ დასდევს და რომელიც მოხუცებულ გრაფს ეზიზღება, – დაუმატა ბანოვანმა, როცა მოცეკვავეებს შეუერთდნენ.
"Tis whispered that she loves the young English artist who haunts her steps, and is spurned by the old Count," said the lady, as they joined the dance.
191743.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მხიარულებამ მწვერვალს მიაღწია, როცა მღვდელი გამოჩნდა, იისფერი ხავერდის ფარდაჩამოფარებულ ნიშაში შეიყვანა ახალგაზრდა წყვილი და ანიშნა, დაიჩოქეთო.
The revel was at its height when a priest appeared, and withdrawing the young pair to an alcove, hung with purple velvet, he motioned them to kneel.
191744.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მხიარულ თავყრილობაში წამსვე დუმილი გამეფდა, ჩქამი არ ისმოდა, შადრევნების ჩუხჩუხისა და მთვარის ნათელში მთვლემარე ფორთოხლის ბაღის შრიალის გარდა, როცა გრაფმა ადელონმა ბრძანა: – ქალბატონებო და ბატონებო, მომიტევეთ მცირე ფანდი, რომლის მეოხებითაც აქ შეგყარეთ, რათა ჩემი ასულის ჯვრისწერას დასწრებოდით.
Instant silence fell on the gay throng, and not a sound, but the dash of fountains or the rustle of orange groves sleeping in the moonlight, broke the hush, as Count de Adelon spoke thus: "My lords and ladies, pardon the ruse by which I have gathered you here to witness the marriage of my daughter".
191745.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ყველას ცნობისმოყვარეობით აუძგერდა გული, მაგრამ პატივი დასდეს მღვდელს და ენაშებორკილები იდგნენ, სანამ წმინდა წეს-ჩვეულება არ აღსრულდა.
Curiosity and wonder possessed all hearts, but respect restrained all tongues till the holy rite was over.
191746.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მერე კი მოუთმენელი მაყურებლები გრაფს შემოეხვივნენ და ახსნა-განმარტება მოითხოვეს.
Then the eager spectators gathered round the count, demanding an explanation.
191747.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ახლა კი, შვილნო ჩემნო, თამაში დასრულებულია.
Now, my children, let the play end.
191748.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
აიხადეთ ნიღბები და მიიღეთ ჩემი ლოცვა-კურთხევა.
Unmask and receive my blessing.
191749.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მაგრამ მუხლი არავის მოუყრია, რადგან ჭაბუკი ნეფის პასუხმა მსმენელები გააოგნა: ნიღაბი დავარდა და გამოჩნდა კეთილშობილი სახე ფერდინანდ დევეროსი, ვიოლას ფერმწერი თაყვანისმცემლისა, ვისაც ინგლისელი გრაფის ვარსკვლავით დამშვენებულ მკერდზე მიჰყრდნობოდა მშვენიერი ვიოლა, სიხარულითა და სილამაზით გასხივოსნებული.
But neither bent the knee, for the young bridegroom replied in a tone that startled all listeners as the mask fell, disclosing the noble face of Ferdinand Devereux, the artist lover, and leaning on the breast where now flashed the star of an English earl was the lovely Viola, radiant with joy and beauty.
191750.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– ჩემო ბატონო, თქვენ დაცინვით მიბრძანეთ, რომ მხოლოდ მაშინ მექნებოდა უფლება, მეთხოვა თქვენი ასულის ხელი, როცა შევძლებდი გრაფ ანტონიოს სადარი წარჩინებული გვარითა და დიდი ქონებით დამეკვეხნა.
My lord, you scornfully bade me claim your daughter when I could boast as high a name and vast a fortune as the Count Antonio.
191751.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მე სატრაბახო მეტიც მაქვს: თქვენი პატივმოყვარე სულიც კი ვერ ეტყვის უარს გრაფ დევერო დე ვერს, რომელიც თავის ძველთაძველ გვარსა და უზომო ქონებას იძლევა ამ მშვენიერი ბანოვანის, აწ უკვე ჩემი თანამეცხედრის ხელის სანაცვლოდ.
I can do more, for even your ambitious soul cannot refuse the Earl of Devereux and De Vere, when he gives his ancient name and boundless wealth in return for the beloved hand of this fair lady, now my wife.
191752.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
გრაფი გაქვავებული იდგა, ხოლო ფერდინანდი მიუბრუნდა დაბნეულ ხალხს და გამარჯვებულის ღიმილით დაუმატა: – თქვენ კი, ჩემო კეთილო მეგობრებო, გისურვებთ, თქვენი ტრფიალიც ისე ბედნიერად დაგვირგვინებულიყოს, როგორც ჩემი და თქვენც ისეთი მზეთუნახავი პატარძლები გღირსებოდეთ, როგორიც მე მერგო ამ საქორწილო მასკარადის წყალობით.
The count stood like one changed to stone, and turning to the bewildered crowd, Ferdinand added, with a gay smile of triumph, "To you, my gallant friends, I can only wish that your wooing may prosper as mine has done, and that you may all win as fair a bride as I have by this masked marriage."
191753.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
რით ჰგავს პ. კ. ბაბილონის გოდოლს?
Why is the P. C. like the Tower of Babel?
191754.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
იმით, რომ ლაქლაქა წევრებით არის სავსე.
It is full of unruly members.
191755.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
გოგრის ამბავი.
THE HISTORY OF A SQUASH.
191756.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ერთხელაც ერთმა გლეხმა ბოსტანში პატარა თესლი ჩათესა. გავიდა ხანი.
Once upon a time a farmer planted a little seed in his garden.
191757.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ერთ დღეს, ოქტომბერში, როცა დამწიფდა, მოწყვიტა ერთი და ბაზარში წაიღო.
One day in October, when they were ripe, he picked one and took it to market.
191758.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
იქ მემწვანილემ იყიდა და თავის დუქანში დადო.
A gorcerman bought and put it in his shop.
191759.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
იმ დილითვე ერთი ყავისფერქუდიანი და ლურჯკაბიანი, მრგვალსახიანი და ცხვირპაჭუა გოგო მივიდა და ის დედას უყიდა.
That same morning, a little girl in a brown hat and blue dress, with a round face and snub nose, went and bought it for her mother.
191760.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მოიტანა შინ, დაჭრა და დიდ ქვაბში მოხარშა, მერე ნაწილი სადილისთვის დაჭყლიტა და მარილითა და კარაქით შეანელა.
She lugged it home, cut it up, and boiled it in the big pot, mashed some of it with salt and butter, for dinner.