მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191761.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
დარჩენილ გოგრას დაუმატა ერთი პინტი რძე, ორი კვერცხი, ოთხი კოვზი შაქარი, ცოტა მუსკატის კაკალი და ცოტა ორცხობილა, ჩადო ღრმა ტაფაში და მანამ აცხო, სანამ არ დაიბრაწა და არ გალამაზდა, მეორე დღეს კი იმ გოგრას ერთი ოჯახი შეექცა, გვარად მარჩები.
And to the rest she added a pint of milk, two eggs, four spoons of sugar, nutmeg, and some crackers, put it in a deep dish, and baked it till it was brown and nice, and next day it was eaten by a family named March.
191762.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ზემოთქმული დიახაც, რომ ვაჟკაცური და მოხდენილი აღიარებაა წარსულის ცდომებისა.
The above is a manly and handsome acknowledgment of past misdemeanors.
191763.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
კარგი იქნებოდა, ჩვენს ნორჩ მეგობარს სასვენი ნიშნების გამოყენებაც შეესწავლა.
If our young friend studied punctuation, it would be well.
191764.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
სავალალო ფათერაკი.
A SAD ACCIDENT.
191765.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
წინა პარასკევს ყველანი შეგვაკრთო სარდაფიდან ამოსულმა გამაყრუებელმა ბრაგვანმა, რასაც ტანჯვით აღსავსე ყვირილი მოჰყვა.
On Friday last, we were startled by a violent shock in our basement, followed by cries of distress.
191766.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
სრული შემადგენლობით ჩავექანეთ სარდაფში და ჩვენი საყვარელი პრეზიდენტი იატაკზე გაშხლართული ვიპოვეთ, სახლისთვის შეშის ასაღებად ჩამავალს ფეხი დასცდენია და დავარდნილა.
On rushing in a body to the cellar, we discovered our beloved President prostrate upon the floor, having tripped and fallen while getting wood for domestic purposes.
191767.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
თვალწინ გადაგვეშალა ნგრევა-მსხვრევის საშინელი სურათი, რადგან წაქცევისას მისტერ პიკვიკვი თავ-მხრებით ჩატყაპუნებულიყო წყლით სავსე გეჯაში, თხევადი საპნის პატარა კასრი გადაღვროდა ვაჟკაცურ ტანზე და სამოსიც გვარიანად დახეოდა.
A perfect scene of ruin met our eyes, for in his fall Mr. Pickwick had plunged his head and shoulders into a tub of water, upset a keg of soft soap upon his manly form, and torn his garments badly.
191768.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ამ ხიფათს რომ გამოვარიდეთ, გაირკვა, რომ არაფერი დაშავებოდა, რამდენიმე ჩალურჯებას თუ არ ჩავთვლით, და სიხარულით გაცნობებთ, რომ ამჟამად სრულიად საღ-სალამათი ბრძანდება.
On being removed from this perilous situation, it was discovered that he had suffered no injury but several bruises, and we are happy to add, is now doing well.
191769.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
სამწუხარო ვალად გვაძევს, გაცნობოთ ჩვენი უსაყვარლესი მეგობრის, მისის თათებფუმფულას მოულოდნელი და იდუმალი გაუჩინარების ამბავი.
It is our painful duty to record the sudden and mysterious disappearance of our cherished friend, Mrs. Snowball Pat Paw.
191770.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ეს ნაზი და ალერსიანი კატა გულითადი და ერთგული მეგობრების ფართო წრის აღტაცების საგანი გახლდათ, რადგან მისი სილამაზე ყველას თვალს სტაცებდა, ხოლო მისი მოხდენილობა და სათნოება ყველას გულს იპყრობდა და ამიტომაც ამ დანაკარგს მძიმედ განიცდის მთელი საზოგადოება.
This lovely and beloved cat was the pet of a large circle of warm and admiring friends; for her beauty attracted all eyes, her graces and virtues endeared her to all hearts, and her loss is deeply felt by the whole community.
191771.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
უკანასკნელად რომ ნახეს, ჭიშკართან იჯდა და ყასბის ურიკას გასცქეროდა და ეჭვია, იგი ვერაგულად გაიტაცა ვინმე არამზადამ, რომელიც მისმა სილამაზემ აცდუნა.
When last seen, she was sitting at the gate, watching the butcher's cart, and it is feared that some villain, tempted by her charms, basely stole her.
191772.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
რამდენიმე კვირა გავიდა, მაგრამ მის კვალს ვერ მივაგენით და სამუდამოდ დავკარგეთ იმედი, რომ ოდესმე ვიპოვით, ამიტომაც შავი ბაფთით შევამკეთ მისი კალათა, პირქვე დავამხეთ მისი ლამბაქი და დავტირით, ვითარცა სამარადჟამოდ დაკარგულს.
Weeks have passed, but no trace of her has been discovered, and we relinquish all hope, tie a black ribbon to her basket, set aside her dish, and weep for her as one lost to us forever.
191773.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
უახლოესი კვირების განმავლობაში ბარნვილის თეატრში გაიმართება პრემიერა პიესისა, რომელიც დაჩრდილავს ყველაფერს, რაც კი ოდესმე უხილავთ ამერიკის სცენაზე!!!
A NEW PLAY will appear at the Barnville Theatre, in the course of a few weeks, which will surpass anything ever seen on the American stage.
191774.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ამ წარმტაცი დრამის სახელწოდება გახლავთ „ბერძენი მონა, ანუ შურისმაძიებელი კონსტანტინე“
"The Greek Slave, or Constantine the Avenger," is the name of this thrilling drama!!!
191775.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ს.პ. ამდენ საპონს რომ არ ხმარობდეს ხელებზე, აღარც საუზმეზე დააგვიანდებოდა ხოლმე.
If S.P. didn't use so much soap on his hands, he wouldn't always be late at breakfast.
191776.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ა.ს.–ს ვთხოვთ, ქუჩაში აღარ უსტვინოს.
A.S. is requested not to whistle in the street.
191777.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ტ.ტ., გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ ემის ხელსახოცს.
T.T. please don't forget Amy's napkin.
191778.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
როცა პრეზიდენტმა დაასრულა გაზეთის კითხვა (რომელიც, ნება მიბოძეთ დავარწმუნო ჩემი მკითხველები, რომ bona fide ასლი გახლავთ იმ გაზეთისა, რომელიც ოდესღაც დაწერეს bona fide გოგონებმა), ატყდა მქუხარე ტაში, მერე კი მისტერ სნოდ-გრასი წამოდგა, წინადადების შესატანად.
As the President finished reading the paper (which I beg leave to assure my readers is a bona fide copy of one written by bona fide girls once upon a time), a round of applause followed, and then Mr. Snodgrass rose to make a proposition.
191779.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
გთავაზობთ, პ. კ.-ის საპატიო წევრად ავირჩიოთ მისტერ თეოდორ ლორენსი.
I propose Mr. Theodore Laurence as an honorary member of the P. C.
191780.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ჯოს ისე უცბად შეეცვალა ტონი, რომ ყველას სიცილი აუტყდა, მაგრამ თან შეეტყოთ, ცოტათი შეშფოთდნენ და როცა სნოდგრასმა თავისი ადგილი დაიკავა, კრინტი არავის დაუძრავს.
Jo's sudden change of tone made the girls laugh, but all looked rather anxious, and no one said a word as Snodgrass took his seat.