მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191781.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– კენჭი ვუყაროთ, – თქვა პრეზიდენტმა, – ვინც ამ წინადა დების მომხრეა, ვთხოვ, დასტურის ნიშნად „დიახ“ წარმოთქვას.
"We'll put it to a vote," said the President. "All in favor of this motion please to manifest it by saying, "Aye".
191782.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
სნოდგრასის ხმამაღალ შეძახილს, ყველას გასაკვირად, გაუბედავად აუბა მხარი ბეთმა.
A loud response from Snodgrass, followed, to everybody's surprise, by a timid one from Beth.
191783.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– ვინც წინააღმდეგია, „არა“ თქვას.
"Contrary-minded say, "No".
191784.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– ოჰ, შე ვერაგო! – შე მოღალატევ! – აყვირდა სამივე გოგო, როცა სნოდგრასმა მეგობარი დიდი ზარ-ზეიმით ამოიყვანა, სკამი და ემბლემა მიუმარჯვა და წამში აქცია კლუბის სრულუფლებიან წევრად.
You rogue! You traitor! cried the three girls, as Snodgrass led her friend triumphantly forth, and producing both a chair and a badge.
191785.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– ამ ორი არამზადის თავხედობას საზღვარი არა აქვს, – დაიწყო მისტერ პიკვიკმა და შეეცადა, საშინელი უკმაყოფილების ნიშნად მოღუშულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად გულითადი ღიმილი გამოუვიდა.
"The coolness of you two rascals is amazing," began Mr. Pickwick, trying to get up an awful frown and only succeeding in producing an amiable smile.
191786.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
თუმცაღა, ახალ წევრს არაფერი შეშლია: წამოდგა, მოხდენილად დაუკრა თავი პრეზიდენტს და მომხიბლავად თქვა: – ბატონო პრეზიდენტო! ქალბატონებო... უკაცრავად, ბატონებო! ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ თავი: სემ უელერი გახლავართ, ამ კლუბის ერთგული მსახური.
But the new member was equal to the occasion, and rising, with a grateful salutation to the Chair, said in the most engaging manner, "Mr. President and ladies—I beg pardon, gentlemen—allow me to introduce myself as Sam Weller, the very humble servant of the club".
191787.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– გეყოფა, ყველაფერს შენ ნუ დაიბრალებ.
Come now, don't lay it all on yourself.
191788.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ხომ იცი, განჯინა მე მომაფიქრდა, – ჩაერია სნოდგრასი, რომელიც მთელმა ამ ოინმა დიდად აამა.
"You know I proposed the cupboard," broke in Snodgrass, who was enjoying the joke amazingly.
191789.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– მის სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
Never mind what she says.
191790.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– მართალია! მართალია! – შეჰყვირა ჯომ და ისე დააბრაგუნა სათბურას თავსახური, თითქოს ციმბალიაო – განაგრძე, განა გრძე! – დაუმატეს უინკლმა და ტაპმენმა, ხოლო პრეზიდენტმა მოწონებით დააქნია თავი.
"Hear! Hear!" cried Jo, clashing the lid of the warming pan like a cymbal. "Go on, go on!" added Winkle and Tupman, while the President bowed benignly.
191791.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
– მე მხოლოდ იმის თქმა მსურს, რომ მადლობის ნიშნად იმ პატივისთვის, რაც თქვენ მომაგეთ და, ასევე, ჩვენს ერებს შორის მეგობრული ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, ახალი საფოსტო განყოფილება გავხსენი ბაღის ქვედა ნაწილში, ცოცხალ ღობეში, ჩინებული, ვრცელი ნაგებობა, რომელსაც კარზე ბოქლომი ჰკიდია.
I merely wish to say, that as a slight token of my gratitude for the honor done me, and as a means of promoting friendly relations between adjoining nations, I have set up a post office in the hedge in the lower corner of the garden, a fine, spacious building with padlocks on the doors.
191792.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
შეგვიძლია შიგ დავტოვოთ წერილები, ხელნაწერები, წიგნები თუ ამანათები, და ვინაიდან ყოველ ერს თავ-თავისი გასაღები ექნება, მგონი, საქმე ჩინებულად წავა.
Letters, manuscripts, books, and bundles can be passed in there, and as each nation has a key, it will be uncommonly nice, I fancy.
191793.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ნება მიბოძეთ, კლუბს გასაღები გადავცე, მადლობა მოგახსენოთ პატივისთვის და ჩემი ადგილი დავიკავო.
Allow me to present the club key, and with many thanks for your favor, take my seat.
191794.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ამას მოჰყვა ხანგრძლივი სჯა-ბაასი, რომელშიც ყოველი წევრი ცდილობდა, საუკეთესო მხრით წარმოეჩინა თავი.
A long discussion followed, and everyone came out surprising, for everyone did her best.
191795.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
არავის არასოდეს უნანია, კლუბში სემ უელერი რად მივიღეთო, რადგან ვერც ერთ კლუბში ვერ იპოვიდით მისებრ ერთგულ, თავაზიან და მხიარულ წევრს.
No one ever regretted the admittance of Sam Weller, for a more devoted, well-behaved, and jovial member no club could have.
191796.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მართლაც რომ ახალი სულისკვეთება შეჰმატა სხდომებს და ახალი „ტონი“ – გაზეთს, რადგან მის გამოსვლებზე მსმენელები სიცილით იხოცებოდნენ, ხოლო გაზეთისთვის დაწერილი მასალა ბრწყინვალე გახლდათ – პატრიოტული, კლასიკური, იუმორისტული თუ დრამატული და არავითარ შემთხვევაში – სენტიმენტალური.
He certainly did add 'spirit' to the meetings, and 'a tone' to the paper, for his orations convulsed his hearers and his contributions were excellent, being patriotic, classical, comical, or dramatic, but never sentimental.
191797.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ჯო ფიქრობდა, მისი ნაწერები ბეკონის, მილტონისა თუ შექსპირის ქმნილებებს არ ჩამოუვარდებაო, საკუთარი ნაწერებიც გადააკეთა.
Jo regarded them as worthy of Bacon, Milton, or Shakespeare, and remodeled her own works.
191798.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ფოსტა ჩინებული პატარა დაწესებულება გამოდგა და თვალდათვალ იფურჩქნებოდა, რადგან მასში თითქმის იმდენი უცნაური საგანი გადი-გამოდიოდა, რამდენიც ნამდვილ ფოსტაში.
The P. O. was a capital little institution, and flourished wonderfully, for nearly as many queer things passed through it as through the real post office.
191799.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
ტრაგედიები და ჰალსტუხები, ლექსები და მწნილები, ყვავილების თესლი და გრძელი წერილები, ნოტები და ჯანჯაფილიანი ნამცხვრები, საშლელები და მოსაწვევები, საყვედურები და სათამაშოები.
Tragedies and cravats, poetry and pickles, garden seeds and long letters, music and gingerbread, rubbers, invitations, scoldings, and puppies.
191800.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
მოხუც ჯენტლმენს მოეწონა ეს თამაში და თვითონაც ჩაება: ხან სახალისო საჩუქრებს გზავნიდა, ხან საიდუმლოებით მოცულ წერილებსა და ხანაც სასაცილო დეპეშებს, ხოლო მისმა მებაღემ, რომელსაც გული გაუგმირა ჰანას მშვენებამ, ნამდვილი სატრფიალო ბარათი გაგზავნა ჯოს დახმარებით.
The old gentleman liked the fun, and amused himself by sending odd bundles, mysterious messages, and funny telegrams, and his gardener, who was smitten with Hannah's charms, actually sent a love letter to Jo's care.