მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191801.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 10
როცა საიდუმლო გამჟღავნდა, სიცილით ყველას ფერდები დააწყდა და ფიქრადაც არ მოსვლიათ, რამდენი სატრფიალო ბარათი გაივლიდა ამ პატარა ფოსტაში შემდგომ წლებში.
How they laughed when the secret came out, never dreaming how many love letters that little post office would hold in the years to come.
191802.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
-პირველი ივნისია!
The first of June!
191803.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ხვალ კინგსები ზღვაზე მიდიან და თავისუფალი ვარ.
The Kings are off to the seashore tomorrow, and I'm free.
191804.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
სამთვიანი არდადეგები მელის, როგორ მიხარია! – წამოიძახა ერთ თბილ დღეს შინ დაბრუნებულმა მეგმა, რომელსაც ჯო უჩვეულოდ არაქათგამოცლილი დაუხვდა: დივანზე მიგდებულს ბეთი მტვრიან ჩექმებს ხდიდა, ემი კი მთელი საზოგადოების გამოსაყოჩაღებლად ლიმონათს ამზადებდა.
"Three months' vacation—how I shall enjoy it!" exclaimed Meg, coming home one warm day to find Jo laid upon the sofa in an unusual state of exhaustion, while Beth took off her dusty boots, and Amy made lemonade for the refreshment of the whole party.
191805.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დღეს პაპიდა მარჩი წავიდა! ამიტომაც... გიხაროდენ! – თქვა ჯომ, – შიშით გული მისკდებოდა, ვაითუ გაყოლა მთხოვოს-მეთქი.
"Aunt March went today, for which, oh, be joyful!" said Jo. "I was mortally afraid she'd ask me to go with her".
191806.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
რამდენი დამელაპარაკებოდა, იმდენჯერ თავზარი მეცემოდა და სანამ ეტლში არ ჩაბრძანდა, სულ ვკანკალებდი, ბოლოსაც კარგი შიში ვჭამე – ეტლი რომ დაიძრა, გამოყო თავი და მითხრა: „ჯოზეფინ, შენც ხომ არ...“ მაგრამ აღარ მოვუსმინე და სამარცხვინოდ გამოვიქეცი.
I quaked till she was fairly in the carriage, and had a final fright, for as it drove of, she popped out her head, saying, "Josyphine, won't you—?" I didn't hear any more, for I basely turned and fled.
191807.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მართლა სირბილით წამოვედი და კუთხეში რომ შევუხვიე, მერეღა დავიგულე თავი სამშვიდობოს.
I did actually run, and whisked round the corner where I felt safe.
191808.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– საწყალი ჯო! ისე შემოვარდა, გეგონება, დათვები მოსდევენო, – თქვა ბეთმა და დედასავით ჩაიხუტა გულში დის ტერფები.
"Poor Jo! She came in looking as if bears were after her," said Beth, as she cuddled her sister's feet with a motherly air.
191809.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– პაპიდა მარჩი ნამდვილი ტაპირია, არა? – შენიშნა ემიმ.
"Aunt March is a regular samphire, is she not?" observed Amy.
191810.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– არდადეგებზე რა უნდა აკეთოთ? – ტაქტიანად ააგდო სიტყვა ბანზე ემიმ.
"What shall you do all your vacation?" asked Amy, changing the subject with tact.
191811.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– გვიანობამდე ვიწვები ხოლმე და არაფერსაც არ გავაკეთებ, – მიუგო საქანელა სავარძელში ჩაფლულმა მეგმა.
"I shall lie abed late, and do nothing," replied Meg, from the depths of the rocking chair.
191812.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– მთელი ზამთარი უთენია ვდგებოდი და ყოველ ცისმარე დღეს სხვებს ვემსახურებოდი. ახლა უნდა დავისვენო და იმდენი ვინებივრო, რამდენიც ჩემს სულსა და გულს ეამება.
"I've been routed up early all winter and had to spend my days working for other people, so now I'm going to rest and revel to my heart's content."
191813.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– არ თქვა თხასავითო! – შეემუდარა ემი: სამაგიერო გადაუხადა, „ტაპირის“ შესწორებისთვის.
"Don't say "larks!" implored Amy, as a return snub for the "samphire" correction.
191814.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მე ახალი სიმღერების სწავლა მინდა.
I want to learn some new songs.
191815.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– შეიძლება, დე? – მიუბრუნდა მეგი კერვაში გართულ მისის მარჩს, რომელიც „დეს კუთხეში“ იჯდა.
"May we, Mother?" asked Meg, turning to Mrs. March, who sat sewing in what they called 'Marmee's corner'.
191816.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ერთი კვირა სცადეთ და ვნახოთ, როგორ მოგეწონებათ.
You may try it for a week and see how you like it.
191817.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ყველამ მხიარულად შესვა და ექსპერიმენტი იმით დაიწყეს, რომ მთელი ის დღე უსაქმოდ გაატარეს.
They all drank it merrily, and began the experiment by lounging for the rest of the day.
191818.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მეორე დილით მეგი ათ საათამდე არ გამოჩენილა.
Next morning, Meg did not appear till ten o'clock.
191819.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ეულად საუზმობა დიდად არ ეამა, ოთახი კი ცარიელი და მოუვლელი ეჩვენა, რადგან ჯოს ლარნაკებში ყვავილები არ ჩაელაგებინა, ბეთს მტვერი არ გადაეწმინდა და ყველგან ემის წიგნები ეყარა.
Her solitary breakfast did not taste good, and the room seemed lonely and untidy, for Jo had not filled the vases, Beth had not dusted, and Amy's books lay scattered about.
191820.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მხოლოდ „დეს კუთხე“ გამოიყურებოდა ისევე ფაქიზად და საამურად, როგორც ყოველთვის.
Nothing was neat and pleasant but "Marmee's corner", which looked as usual.