მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191821.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მეგიც იმ კუთხეში დაჯდა, დავისვენებ და წავიკითხავო, რაც სინამდვილეში ნიშნავდა მთქნარებასა და იმაზე ოცნებას, რა ლამაზ საზაფხულო კაბებს იყიდდა თავისი ხელფასით.
And there Meg sat, to "rest and read", which meant to yawn and imagine what pretty summer dresses she would get with her salary.
191822.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჯომ დილა მდინარეზე გაატარა ლორისთან ერთად; ნაშუადღევს, ვაშლის ხეზე მჯდარი, „ფართოზე ფართო სამყაროს“ კითხულობდა და ცრემლს ღვრიდა.
Jo spent the morning on the river with Laurie and the afternoon reading and crying over The Wide, Wide World, up in the apple tree.
191823.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ემიმ ჩაიცვა საუკეთესო თეთრი კაბა, დაივარცხნა კულულები, მიასუფთავა თავისი ტალავერი და ცხრატყავას ქვეშ დაჯდა სახატავად იმ იმედით, იქნებ ვინმე დაინტერესდეს, ვინ არის ეს ყმაწვილი მხატვარიო.
Amy put on her best white frock, smoothed her curls, and sat down to draw under the honeysuckle, hoping someone would see and inquire who the young artist was.
191824.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
არავინ გამოჩნდა გარდა ცნობისმოყვარე ობობასი, რომელმაც ინტერესით დაათვალიერა მისი ნამუშევარი; ამიტომ სასეირნოდ წავიდა, კოკისპირულ წვიმაში მოხვდა და გალუმპული დაბრუნდა შინ.
As no one appeared but an inquisitive daddy-longlegs, who examined her work with interest, she went to walk, got caught in a shower, and came home dripping.
191825.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჩაიზე შთაბეჭდილებები გაუზიარეს ერთმანეთს და ყველანი შეთანხმდნენ, მშვენიერი, თუმც კი უჩვეულოდ გრძელი დღე იყოო.
At teatime they compared notes, and all agreed that it had been a delightful, though unusually long day.
191826.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჯოს ნავით სეირნობისას ცხვირი დაეწვა, ბევრმა კითხვამ კი აუტანლად აატკივა თავი.
Jo had burned the skin off her nose boating, and got a raging headache by reading too long.
191827.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ბეთს აქეთ დაულაგებელი განჯინა ადარდებდა და იქით ის, რომ ერთდროულად სამი თუ ოთხი სიმღერის სწავლა ვერ მოახერხა.
Beth was worried by the confusion of her closet and the difficulty of learning three or four songs at once.
191828.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ემი წვიმაში კაბის გაფუჭებას ნაღვლობდა, რადგან მეორე დღეს კეტი ბრაუნი წვეულებას მართავდა, მას კი, ფლორა მაკ-ფლიმზისა არ იყოს, „ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა“.
Amy deeply regretted the damage done her frock, for Katy Brown's party was to be the next day and now like Flora McFlimsey, she had "nothing to wear".
191829.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
თუმცა ეს ყველაფერი, ცხადია, წვრილმანი იყო და ყველამ ერთხმად დაარწმუნა დედა, ექსპერიმენტი მშვენივრად ამართლებსო.
But these were mere trifles, and they assured their mother that the experiment was working finely.
191830.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
საკვირველი იყო, რა უცნაურ და უსიამოვნო მდგომარეობამდე მიიყვანა საქმე „დასვენება-გართობის“ პროცესმა.
It was astonishing what a peculiar and uncomfortable state of things was produced by the "resting and reveling" process.
191831.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
დასვენებით ტკბობამ მწვერვალს რომ მიაღწია, მეგმა კერვა წამოიწყო, მერე მიხვდა, დრო მტანჯველად მიიზლაზნებაო და იმის ცდაში, თავისი ტანსაცმელი მოფატების ყაიდაზე გადაეკეთებინა, უხეიროდ მიჭრა-მოჭრა და გააფუჭა.
As the height of luxury, Meg put out some of her sewing, and then found time hang so heavily, that she fell to snipping and spoiling her clothes in her attempts to furbish them up a la Moffat.
191832.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჯომ იმდენი იკითხა, თვალში დაუბნელდა და წიგნები დასანახად აღარ უნდოდა, ისეთი მოუსვენარი და დაუდგრომელი გახდა, უწყინარ ლორისაც კი წაეკიდა, ისე წაუხდა გუნება, რომ სასოწარკვეთილმა ინატრა, ნეტავი პაპიდა მარჩს გავყოლოდიო.
Jo read till her eyes gave out and she was sick of books, got so fidgety that even good-natured Laurie had a quarrel with her, and so reduced in spirits that she desperately wished she had gone with Aunt March.
191833.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ბეთს არა უშავდა, რადგან წამდაუწუმ ავიწყდებოდა, რომ სულ უნდა ეთამაშა და საქმე არაფერი ეკეთებინა, ამიტომ დროდადრო წინანდელ საქმეებს უბრუნდებოდა.
Beth got on pretty well, for she was constantly forgetting that it was to be all play and no work, and fell back into her old ways now and then.
191834.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
არც ერთი არ გამოტყდა, როგორ დაღალა ამ ექსპერიმენტმა, მაგრამ პარასკევ საღამოს ჩუმ-ჩუმად ყველას უხაროდა, ცოტაც და კვირა მიილევაო.
No one would own that they were tired of the experiment, but by Friday night each acknowledged to herself that she was glad the week was nearly done.
191835.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
შაბათ დილას რომ ადგნენ, სამზარეულოში ცეცხლი არ დაუხვდათ, სასადილო ოთახში – საუზმე, და არც დედა ჩანდა სადმე.
When they got up on Saturday morning, there was no fire in the kitchen, no breakfast in the dining room, and no mother anywhere to be seen.
191836.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ღმერთო, შენ გვიშველე! რა ამბავია ჩვენს თავს? – გაოგნებულმა მიიხედ-მოიხედა ჯომ.
"Mercy on us! What has happened?" cried Jo, staring about her in dismay.
191837.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მეგმა ზემოთ აირბინა და მალევე ჩამობრუნდა, სახეზე შვება ეწერა, თუმცა შეცბუნებული და ცოტა დარცხვენილიც ჩანდა.
Meg ran upstairs and soon came back again, looking relieved but rather bewildered, and a little ashamed.
191838.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დედა ავად არ არის, მხოლოდ ძალიან დაღლილა.
Mother isn't sick, only very tired.
191839.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მაგრამ თქვა, ეს კვირა ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, ამიტომ არ იბუზღუნოთ და თავს თვითონვე მოუარეთო.
But she says it has been a hard week for her, so we mustn't grumble but take care of ourselves.
191840.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ეს მარტივია, თან აზრიც მომწონს. ერთი სული მაქვს, რამე გავაკეთო, ანუ ახალი გასართობი ვიშოვო, – დაუმატა აჩქარებით ჯომ.
"That's easy enough, and I like the idea, I'm aching for something to do, that is, some new amusement, you know," added Jo quickly.