მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191841.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
საკუჭნაოში ბლომად სურსათი იყო და სანამ ბეთი და ემი სუფრას შლიდნენ, მეგმა და ჯომ საუზმის მზადებას მიჰყვეს ხელი, თან უკვირდათ, რა იოლი საქმე ყოფილა, ნეტავი მსახურებს რა აწუწუნებთო.
There was plenty of food in the larder, and while Beth and Amy set the table, Meg and Jo got breakfast, wondering as they did why servants ever talked about hard work.
191842.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დედასაც ავუტან რამეს, თუმცა თქვა, ჩემთვის ნუ შეწუხდებით, ჩემს თავს მე თვითონ მოვუვლიო, – თქვა სუფრის თავში, ჩაიდნის უკან მჯდარმა მეგმა, რომელიც ოჯახის დიასახლისად გრძნობდა თავს.
"I shall take some up to Mother, though she said we were not to think of her, for she'd take care of herself," said Meg, who presided and felt quite matronly behind the teapot.
191843.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
დიდხანს ნადუღარი ჩაი მწარე იყო, ერბოკვერცხი – გამომშრალი, მშრალი ნამცხვარი კი – სოდით აჭრელებული, მაგრამ მისის მარჩმა მადლობით მიიღო ძღვენი, ჯოს წასვლის შემდეგ კი გულიანად იცინა.
The boiled tea was very bitter, the omelet scorched, and the biscuits speckled with saleratus, but Mrs. March received her repast with thanks and laughed heartily over it after Jo was gone.
191844.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– საწყლები! ალბათ როგორ გაუჭირდებათ, მაგრამ ეს ამბავი არაფერს დაუშავებს, პირიქით, ყველას არგებს, – ჩაილაპარაკა და წინდაწინ მომარაგებული გემრიელი საჭმელი გამოიღო, ხოლო უხეირო საუზმე გადამალა, მათ რომ არ ეწყინოთო.
"Poor little souls, they will have a hard time, I'm afraid, but they won't suffer, and it will do them good," she said, producing the more palatable viands with which she had provided herself, and disposing of the bad breakfast, so that their feelings might not be hurt.
191845.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ეგ არაფერი, სადილს მე გავაკეთებ და მოგემსახურებით, შენ კი დიასახლისობა გასწიე, ხელები არ გაიუხეშო, სტუმრებს დაუხვდი და განკარგულებები გაეცი, – თქვა ჯომ, რომელსაც მზარეულობისა მეგზე ნაკლები გაეგებოდა.
"Never mind, I'll get the dinner and be servant, you be mistress, keep your hands nice, see company, and give orders," said Jo, who knew still less than Meg about culinary affairs.
191846.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ეს თავაზიანი წინადადება სიხარულით მიიღეს. მარგარეტი სასტუმრო ოთახში გაეშურა და ფაცაფუცით მიალაგა იქაურობა: ნაგავი დივანქვეშ შეყარა და ფარდები ჩამოაფარა.
This obliging offer was gladly accepted, and Margaret retired to the parlor, which she hastily put in order by whisking the litter under the sofa and shutting the blinds.
191847.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჯომ, რომელიც მტკიცედ იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში და თან ლორისთან შერიგებაც უნდოდა, სასწრაფოდ წაიღო წერილი ფოსტაში და სადილად მოიპატიჟა.
Jo, with perfect faith in her own powers and a friendly desire to make up the quarrel, immediately put a note in the office, inviting Laurie to dinner.
191848.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დამარილებული ძროხის ხორციც გვაქვს და ბლომად კარტოფილიც, თან, სატაცურს და ასთაკვსაც ვიყიდი – ჰანას თქმისა არ იყოს, „მადას გაგვიხსნის“.
"Oh, there's corned beef and plenty of potatoes, and I shall get some asparagus and a lobster, "for a relish", as Hannah says.
191849.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
დესერტად ბლამანჟეს და მარწყვს მოგართმევთ. ყავასაც, თუკი გინდა, რომ დახვეწილი იყოს.
I'll have blancmange and strawberries for dessert, and coffee too, if you want to be elegant.
191850.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– შენგან არც მინდა რამე, ოღონდ თავაზიანად მოექეცი და პუდინგის გაკეთებაში მომეხმარე.
I don't want you to do anything but be civil to him and help to the pudding.
191851.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ჰო, ოღონდ ბევრი მეც არაფერი ვიცი, თუ პურის ცხობას და ერთ-ორ წვრილმანს არ ჩავთვლით.
"Yes, but I don't know much, except about bread and a few trifles.
191852.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ისე კი გირჩევნია, დედას სთხოვო ნებართვა, სანამ რამეს შეუკვეთავ, – გონივრულად მიუგო მეგმა.
"You had better ask Mother's leave before you order anything," returned Meg prudently.
191853.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დიასახლისობა ისედაც არ მომწონდა, დღეს კი დასვენების დღე უნდა მოვიწყო: ვიკითხო, ვწერო, სტუმრად წავიდე და თავი გავირთო.
"I never enjoyed housekeeping, and I'm going to take a vacation today, and read, write, go visiting, and amuse myself."
191854.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
უჩვეულო სანახაობამ – მუდამ მოფუსფუსე დედა ახლა დილიდანვე საქანელა სავარძელში წიგნით ხელში მოკალათებული რომ დაუხვდა – გააოგნა ჯო, რადგან მზის დაბნელება, მიწისძვრა თუ ვულკანის ამოფრქვევა ნამდვილად ვერ მოეჩვენებოდა ამაზე უცნაური!
The unusual spectacle of her busy mother rocking comfortably and reading early in the morning made Jo feel as if some unnatural phenomenon had occurred, for an eclipse, an earthquake, or a volcanic eruption would hardly have seemed stranger.
191855.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– როგორღაც ყველაფერი აირ-დაირია, – ჩაილაპარაკა და კიბეზე დაეშვა, – აი, ბეთიც ტირის.
"Everything is out of sorts, somehow," she said to herself, going downstairs, "There's Beth crying".
191856.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
თუ ემიმ გააბრაზა, ერთს კარგად შევაჯანჯღარებ.
If Amy is bothering, I'll shake her.
191857.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ჩემი ბრალია, მე დამავიწყდა. ერთი ცალი თესლი, ერთი ყლუპი წყალიც კი არ დარჩენია!
It's all my fault, I forgot him, there isn't a seed or a drop left.
191858.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ღუმელში შესვი, იქნებ გათბეს და გაცოცხლდეს, – იმედიანად თქვა ემიმ.
"Put him in the oven, and maybe he will get warm and revive," said Amy hopefully.
191859.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
სუდარას შევუკერავ და ბაღში დავმარხოთ. სხვა ჩიტს ჩემს დღეში აღარ ვიყოლიებ, ჩემო პიპ!
I'll make him a shroud, and he shall be buried in the garden, and I'll never have another bird, never, my Pip!
191860.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დღეს, ნაშუადღევს დავასაფლაოთ, ყველანი წამოვალთ.
The funeral shall be this afternoon, and we will all go.