მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191861.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ახლა კი ნუღარ ტირი, ბეთ.
Now, don't cry, Bethy.
191862.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
შეუკერე სუდარა, ჩაასვენე ჩემს კოლოფში და, სადილობას რომ მოვრჩებით, მშვენიერ პატარა დაკრძალვას მოვუწყობთ, – თქვა ჯომ და ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ მეტისმეტად ბევრი იტვირთა.
"Make the shroud, and lay him in my box, and after the dinner party, we'll have a nice little funeral," said Jo, beginning to feel as if she had undertaken a good deal.
191863.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
დანარჩენები ბეთის სანუგეშებლად დატოვა, თვითონ სამზარეულოში გავიდა, რომელიც გულის შემაღონებლად არეულ-დარეული დაუხვდა.
Leaving the others to console Beth, she departed to the kitchen, which was in a most discouraging state of confusion.
191864.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
აიფარა დიდი წინსაფარი და საქმეს ეცა. თეფშები ერთმანეთზე დაალაგა, გასარეცხად მზად იქნებაო, როცა აღმოაჩნა, რომ ცეცხლი ჩამქრალიყო.
Putting on a big apron, she fell to work and got the dishes piled up ready for washing, when she discovered that the fire was out.
191865.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– რა პერსპექტივა გადამეშალა! – წაიდუდღუნა, ზათქით გამოაღო ღუმლის კარი და ცეცხლსაჩხრეკი გაშმაგებით დაატრიალა ნაღვერდალში.
"Here's a sweet prospect!" muttered Jo, slamming the stove door open, and poking vigorously among the cinders.
191866.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ცეცხლი რომ გააჩაღა, იფიქრა, სანამ წყალი ადუღდება, ბაზარში წავალო.
Having rekindled the fire, she thought she would go to market while the water heated.
191867.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჰანას პურის ცომი ასაფუებლად დაეტოვებინა, მეგმა დილითვე გადაზილა, ღუმელთან, ქვის ფილაზე დადო, მეორედ რომ აფუებულიყო და დაავიწყდა.
Hannah had left a pan of bread to rise, Meg had worked it up early, set it on the hearth for a second rising, and forgotten it.
191868.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მეგი სასტუმრო ოთახში სალი გარდინერს ემასლაათებოდა, როცა კარი ჯახუნით გაიღო, ფქვილში ამოგანგლული, გამურული და აწეწილ-გაწეწილი მავანი შევარდა და გესლიანად იკითხა: – მისმინე, თუ ცომი გობიდან გადმოდის, მაინც არ არის ისე აფუებული, როგორც საჭიროა?
Meg was entertaining Sallie Gardiner in the parlor, when the door flew open and a floury, crocky, flushed, and disheveled figure appeared, demanding tartly... "I say, isn't bread 'riz' enough when it runs over the pans?"
191869.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
სალიმ გადაიკისკისა, მაგრამ მეგმა თავი დააქნია და იმსიმაღლეზე ასწია წარბები, მეტი რომ არ იქნებოდა, რის შემდეგაც მოჩვენება გაქრა და ამჟავებული ცომი დაუხანებლად შედო ღუმელში.
Sallie began to laugh, but Meg nodded and lifted her eyebrows as high as they would go, which caused the apparition to vanish and put the sour bread into the oven without further delay.
191870.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მისის მარჩმა წასვლამდე სამზარეულოშიც შეიხედა და სასტუმრო ოთახშიც, რომ ენახა, როგორ მიდიოდა საქმეები და ნუგეში სცა სუდარის კერვაში გართულ ბეთს, რომლის ძვირფასი მიცვალებულიც დომინოს კოლოფში ესვენა.
Mrs. March went out, after peeping here and there to see how matters went, also saying a word of comfort to Beth, who sat making a winding sheet, while the dear departed lay in state in the domino box.
191871.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ნაცრისფერი უფარფლებო ქუდი შესახვევში გაქრა და გოგონებს უცნაური უმწეობა დაეუფლათ, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა მის კროკერი გამოეცხადათ და თქვა, სადილად გეახელითო, მთლად წარეკვეთათ სასო.
A strange sense of helplessness fell upon the girls as the gray bonnet vanished round the corner, and despair seized them when a few minutes later Miss Crocker appeared, and said she'd come to dinner.
191872.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ეს ბანოვანი გახლდათ ერთი მჭლე, ეჭვიანი შინაბერა, წაწვეტებული ცხვირისა და გამომცდელი თვალების პატრონი, რომელიც ყველაფერს დაინახავდა და მერე იმ დანახულს საჭორაოდ გაიხდიდა.
Now this lady was a thin, yellow spinster, with a sharp nose and inquisitive eyes, who saw everything and gossiped about all she saw.
191873.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მათ არ ეპიტნავებოდათ, მაგრამ დარიგებულები იყვნენ, კეთილად მოექეცითო, რადგან მოხუცებული იყო, უქონელი და მეგობრებიც ცოტა ჰყავდა.
They disliked her, but had been taught to be kind to her, simply because she was old and poor and had few friends.
191874.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ენით არ ითქმის ის ღელვა, განცდა და ძალისხმევა, რაც იმ დილას ჯოს ხვდა წილად, მისი მირთმეული სადილი კი მასხარაობა იყო და სხვა არაფერი.
Language cannot describe the anxieties, experiences, and exertions which Jo underwent that morning, and the dinner she served up became a standing joke.
191875.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
შიშით რჩევა აღარ უკითხავს, რაც შეეძლო, თვითონვე გააკეთა და მიხვდა, მოწადინებისა და შემართების ამარა მზარეული ვერ გახდები.
Fearing to ask any more advice, she did her best alone, and discovered that something more than energy and good will is necessary to make a cook.
191876.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მთელ საათს ხარშა სატაცური და გულს შემოეყარა: სატაცურს თავები დასცვენოდა, ღეროები კი წინანდელზე უფრო გახევებოდა.
She boiled the asparagus for an hour and was grieved to find the heads cooked off and the stalks harder than ever.
191877.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
პური ჩაუნახშირდა, რადგან სალათისთვის საწებლის კეთებას გადაჰყვა და მაინც ისეთი გამოუვიდა, პირი არ დაეკარებოდა.
The bread burned black; for the salad dressing so aggravated her that she could not make it fit to eat.
191878.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
„არა უშავს. თუ შიათ, დამარილებულ ხორცს და კარაქიან პურს შეჭამენ. ეგ არის, რომ გული გასკდომაზე მაქვს: მთელი დილა ფუჭად გავატარე“, გაიფიქრა ჯომ, როცა ნახევარი საათის დაგვიანებით დარეკა სადილის ზარი და გახურებული, დაღლილ-დაქანცული დააცქერდა გაშლილ სანადიმო სუფრას სტუმრებისთვის – ათასნაირ ნუგბარს შეჩვეული ლორისა და მის კროკერისთვის, ვისი ჭარტალა ენაც მთელ ახლომახლო არემარეში მოსჭრიდა თავს.
"Well, they can eat beef and bread and butter, if they are hungry, only it's mortifying to have to spend your whole morning for nothing," thought Jo, as she rang the bell half an hour later than usual, and stood, hot, tired, and dispirited, surveying the feast spread before Laurie, accustomed to all sorts of elegance, and Miss Crocker, whose tattling tongue would report them far and wide.
191879.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
საბრალო ჯო სიამოვნებით შეძვრებოდა მაგიდის ქვეშ, რადგან სტუმრები ერთიმეორის მიყოლებით აგემოვნებდნენ კერძებს და იქვე თავს ანებებდნენ, ემი ხითხითებდა, მეგი მოწამის იერით იჯდა, მის კროკერი – ტუჩებმოპრუწული, ლორი კი ლაპარაკობდა და ხმამაღლა იცინოდა, რომ როგორმე გაეხალისებინა ეს საზეიმო სცენა.
Poor Jo would gladly have gone under the table, as one thing after another was tasted and left, while Amy giggled, Meg looked distressed, Miss Crocker pursed her lips, and Laurie talked and laughed with all his might to give a cheerful tone to the festive scene.
191880.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჯო ხილის იმედადღა იყო, დაუნანებლად დაშაქრა და დასაყოლებლად მთელი ჯამი სქელი ნაღებიც ჰქონდა.
Jo's one strong point was the fruit, for she had sugared it well, and had a pitcher of rich cream to eat with it.