მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191881.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ალეწილი ლოყები ცოტა გაუგრილდა და შვებით ამოისუნთქა, როცა სუფრაზე მინის კოხტა ფიალები ჩამოატარეს და ყველა მოწყალედ დააცქერდა ნაღების ზღვაში მოტივტივე პატარ-პატარა ვარდისფერ კუნძულებს.
Her hot cheeks cooled a trifle, and she drew a long breath as the pretty glass plates went round, and everyone looked graciously at the little rosy islands floating in a sea of cream.
191882.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
პირველმა მის კროკერმა გასინჯა, დაიღმიჭა და აჩქარებით დააყოლა წყალი.
Miss Crocker tasted first, made a wry face, and drank some water hastily.
191883.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ნუგბარის მოყვარულმა ემიმ თავმოდგმული კოვზი ჩაიდო პირში, კინაღამ დაიხრჩო, სახე ხელსახოცში ჩარგო და სასწრაფოდ მიატოვა სუფრა.
Amy, who was fond of delicate fare, took a heaping spoonful, choked, hid her face in her napkin, and left the table precipitately.
191884.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– რა არის, რა ამბავია? – შესძახა აკანკალებულმა ჯომ.
"Oh, what is it?" exclaimed Jo, trembling.
191885.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– შაქრის მაგივრად მარილი გიქნია და ნაღებიც მჟავეა, – ტრაგიკულად ჩაიქნია ხელი მეგმა.
"Salt instead of sugar, and the cream is sour," replied Meg with a tragic gesture.
191886.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჯოს გმინვა აღმოხდა და სკამის საზურგეზე გადაწვა, გაახსენდა, რომ ფაცაფუცით დაავლო ხელი სამზარეულოს მაგიდაზე მდგარი ორიდან რომელიღაც კოლოფს, ამოიღო თეთრი ფხვნილი და მარწყვს მოაყარა, ნაღები კი ყინულიან სარდაფში არ ჩაუტანია.
Jo uttered a groan and fell back in her chair, remembering that she had given a last hasty powdering to the berries out of one of the two boxes on the kitchen table, and had neglected to put the milk in the refrigerator.
191887.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
აილეწა და კინაღამ ტირილი მორთო, მაგრამ ამ დროს ლორის შეხედა: ბიჭს მხიარულად უციმციმებდა თვალები და გმირულად ჭამდა დესერტს.
She turned scarlet and was on the verge of crying, when she met Laurie's eyes, which would look merry in spite of his heroic efforts.
191888.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჯო უცებ მიხვდა, რომ ეს ამბავი კომიკურიც იყო და ისეთი სიცილი აუტყდა, თვალებიდან სულ ცრემლები სცვიოდა.
The comical side of the affair suddenly struck her, and she laughed till the tears ran down her cheeks.
191889.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ყველანი აჰყვნენ, „კაკანაც“ (ასე ეძახდნენ გოგონები მოხუც ქალბატონს) კი და ბედკრული სადილი მხიარულად დასრულდა: კარაქიანი პურით, ზეთისხილითა და ხუმრობებით.
So did everyone else, even 'Croaker' as the girls called the old lady, and the unfortunate dinner ended gaily, with bread and butter, olives and fun.
191890.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ძალა არ მყოფნის მისალაგებლად. ჯერ დაკრძალვას მივხედოთ და ცოტა დავდინჯდეთ, – თქვა ჯომ, როცა წამოიშალნენ, მის კროკერი კი წასასვლელად მოემზადა – ერთი სული ჰქონდა როდის მოჰყვებოდა ახალ ამბავს რომელიმე ნაცნობის სუფრაზე.
"I haven't strength of mind enough to clear up now, so we will sober ourselves with a funeral," said Jo, as they rose, and Miss Crocker made ready to go, being eager to tell the new story at another friend's dinner table.
191891.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ბეთის ხათრით მართლაც დადინჯდნენ.
They did sober themselves for Beth's sake.
191892.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ლორიმ ჭალაში, გვიმრების ქვეშ საფლავი გათხარა, პაწია პიპი ჩაასვენეს და გულჩვილმა პატრონმა უხვად დააფრქვია ცრემლი. მერე ხავსი გადააფარეს, იებისა და საპოვნელების გვირგვინი დაკიდეს საფლავის ქვაზე, რომელზეც ეპიტაფია ეწერა, ჯომ შეთხზა, სანამ სადილს ერკინებოდა.
Laurie dug a grave under the ferns in the grove, little Pip was laid in, with many tears by his tender hearted mistress, and covered with moss, while a wreath of violets and chickweed was hung on the stone which bore his epitaph, composed by Jo while she struggled with the dinner.
191893.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მეგი სუფრის ალაგებაში მიეხმარა ჯოს. ამას საღამომდე დარჩენილი დროის ნახევარი მოანდომეს და ისე დაიქანცნენ, რომ გადაწყვიტეს, ვახშმად ჩაი და გახუხული პური ვიკმაროთო.
Meg helped Jo clear away the remains of the feast, which took half the afternoon and left them so tired that they agreed to be contented with tea and toast for supper.
191894.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ლორიმ ეტლით სასეირნოდ წაიყვანა ემი და ამით ყველას დიდი წყალობა უყო, რადგან ამჟავებულმა ნაღებმა ძალზე ცუ¬ დად იმოქმედა ემის გუნება-განწყობაზე.
Laurie took Amy to drive, which was a deed of charity, for the sour cream seemed to have had a bad effect upon her temper.
191895.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ნაშუადღევს შინ დაბრუნებულ მისის მარჩს სამივე გოგო საქმეში გართული დაუხვდა; ცალი თვალით გახედა საკუჭნაოს და მიხვდა, ექსპერიმენტის ნაწილი წარმატებით დასრულებულაო.
Mrs. March came home to find the three older girls hard at work in the middle of the afternoon, and a glance at the closet gave her an idea of the success of one part of the experiment.
191896.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მერე ჩაიც ასადუღებელი იყო, წვრილ-წვრილი საქმეებიც გასაკეთებელი, და იძულებულები გახდნენ, აუცილებელი საკერავი ბოლო წუთამდე გადაედოთ.
Then tea must be got, errands done, and one or two necessary bits of sewing neglected until the last minute.
191897.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჩამოწვა ბინდი, წყნარი და ცვრიანი; გოგონები თითო-თითოდ გავიდნენ პარმაღზე, სადაც ლამაზად დაკოკრილიყო ივნისის ვარდები და ოხვრა-გმინვით დასხდნენ, თითქოს ქანცი გამოლევიათ ან დარდი აწუხებთო.
As twilight fell, dewy and still, one by one they gathered on the porch where the June roses were budding beautifully, and each groaned or sighed as she sat down, as if tired or troubled.
191898.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ეს რა საშინელი დღე იყო! – დაიწყო ჯომ, რომელიც მუდამ პირველი ალაპარაკდებოდა ხოლმე.
"What a dreadful day this has been!" began Jo, usually the first to speak.
191899.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ვერც იქნება, თუ სახლში არც დედაა და არც პატარა პიპი, – ამოიოხრა ბეთმა და ცრემლმორეულმა ახედა ცარიელ გალიას.
"It can't seem so without Marmee and little Pip," sighed Beth, glancing with full eyes at the empty cage above her head.
191900.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დედა აქ არის, საყვარელო, და ხვალ ახალი ჩიტიც გეყოლება, თუ გინდა.
"Here's Mother, dear, and you shall have another bird tomorrow, if you want it".