მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191901.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– აბა, გოგონებო, გეყოთ ექსპერიმენტი თუ ერთი კვირითაც გავაგრძელოთ? – იკითხა, როცა ბეთი ჩაეხუტა, დანარჩენები კი ისეთი გაბრწყინებულები შეტრიალდნენ მისკენ, როგორც ყვავილები მზისკენ.
"Are you satisfied with your experiment, girls, or do you want another week of it?" she asked, as Beth nestled up to her and the rest turned toward her with brightening faces, as flowers turn toward the sun.
191902.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– მაშ, ფიქრობთ, რომ მაინც ჯობს, ცოტ-ცოტა საქმეები გქონდეთ დაკისრებული და სხვებისთვისაც იცხოვროთ, არა?
"You think then, that it is better to have a few duties and live a little for others, do you?"
191903.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– უქმად ყოფნასა და გართობაში დიდი არაფერი ხეირია, – შენიშნა ჯომ და თავი გააქნია.
"Lounging and larking doesn't pay," observed Jo, shaking her head.
191904.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– შეგიძლია იოლი კერძების კეთება ისწავლო.
Suppose you learn plain cooking.
191905.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დე, იმიტომ წახვედი და ყველაფერი მიატოვე, რომ გენახა, როგორ ავუვიდოდით საქმეს? – წამოიძახა მეგმა, რომელსაც დილიდან ღრღნიდა ეს ეჭვი.
"Mother, did you go away and let everything be, just to see how we'd get on?" cried Meg, who had had suspicions all day.
191906.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დიახაც. თან მინდოდა, მიმხვდარიყავით: ყველას კარგად ყოფნა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კეთილსინდისიერად აკეთებს თითოეული თავის წილ საკეთებელს.
Yes, I wanted you to see how the comfort of all depends on each doing her share faithfully.
191907.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
სანამ თქვენს საქმეს მე და ჰანა ვაკეთებდით, არა გიშავდათ, თუმცა არც დიდად ბედნიერები იყავით და არც თავაზიანები.
While Hannah and I did your work, you got on pretty well, though I don't think you were very happy or amiable.
191908.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ჰოდა, გადავწყვიტე, ჭკუას ვასწავლი, ვაჩვენებ, რა ხდება, როცა ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს-მეთქი.
So I thought, as a little lesson, I would show you what happens when everyone thinks only of herself.
191909.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– მაშ, ჩემი რჩევა იქნება, ისევ წამოიკიდოთ თქვენ-თქვენი პატარა ტვირთი. ის ზოგჯერ გვემძიმება, მაინც სიკეთე მოაქვს ჩვენთვის და როცა ვისწავლით, როგორ ვატაროთ, კიდეც შემსუბუქდება.
"Then let me advise you to take up your little burdens again, for though they seem heavy sometimes, they are good for us, and lighten as we learn to carry them.
191910.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
შრომა სასიკეთოა, საკეთებელიც – ყველას სამყოფი.
Work is wholesome, and there is plenty for everyone.
191911.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
ის გვიცავს მოწყენილობისა და სიავისგან, სხეულსაც რგებს და სულსაც, იმაზე მეტ ძალასა და დამოუკიდებლობას გვანიჭებს, ვიდრე ფული ან ჩაცმა-დახურვა.
It keeps us from ennui and mischief, is good for health and spirits, and gives us a sense of power and independence better than money or fashion.
191912.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– მე შენ მაგივრად შევუკერავ მამას პერანგებს, დე.
I'll make the set of shirts for father, instead of letting you do it, Marmee.
191913.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
შემიძლია და მინდა კიდეც, თუმცა კერვა არ მიყვარს.
I can and I will, though I'm not fond of sewing.
191914.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– მე ყოველდღე ვიმეცადინებ, მუსიკას და თოჯინებს აღარ გადავყვები.
I'll do my lessons every day, and not spend so much time with my music and dolls.
191915.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
შტერი ვარ და სწავლა მჭირდება, თამაში კი არა, – გადაწყვიტა ბეთმა. ემიმაც მიჰბაძა და გმირულად გამოაცხადა: – მე კი საღილეების ამოხვევას ვისწავლი და ვეცდები, სიტყვები სწორად გამოვთქვა.
I am a stupid thing, and ought to be studying, not playing," was Beth's resolution, while Amy followed their example by heroically declaring, "I shall learn to make buttonholes, and attend to my parts of speech."
191916.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– ძალიან კარგი! მე კმაყოფილი დავრჩი ექსპერიმენტით.
Very good! Then I am quite satisfied with the experiment.
191917.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
შრომისთვისაც გამოყავით რამდენიმე საათი და თამაშისთვისაც. ისე ქენით, რომ ყოველი დღე სასარგებლოც იყოს და სასიამოვნოც. სწორად მოიხმარეთ დრო და დაამტკიცეთ, რომ გესმით მისი ფასი.
Have regular hours for work and play, make each day both useful and pleasant, and prove that you understand the worth of time by employing it well.
191918.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
მერე ახალგაზრდობაც მშვენიერი გექნებათ, სიბერეც ნაკლებ სინანულს მოგიტანთ და სიღარიბის მიუხედავად, ცხოვრებაც ლამაზი გახდება.
Then youth will be delightful, old age will bring few regrets, and life become a beautiful success, in spite of poverty.
191919.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 11
– დავიხსომებთ, დე! – და მართლაც დაიხსომეს.
"We'll remember, Mother!" and they did.
191920.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ივლისის ერთ მშვენიერ დღეს დატვირთული შევიდა შინ, მთელი სახლი მოიარა და ნამდვილი ფოსტალიონივით დაარიგა წერილები თუ ამანათები.
One July day she came in with her hands full, and went about the house leaving letters and parcels like the penny post.