მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191921.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– აი, შენი თაიგული, დე!
Here's your posy, Mother!
191922.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ლორის თავის დღეში არ ავიწყდება, – თქვა და მომცრო, სურნელოვანი თაიგული ჩადო „დეს კუთხეში“ მდგარ ლარნაკში, რომლის შესავსებადაც იღვწოდა გულთბილი ბიჭი.
"Laurie never forgets that," she said, putting the fresh nosegay in the vase that stood in "Marmee's corner", and was kept supplied by the affectionate boy.
191923.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მის მეგ მარჩს: ერთი წერილი და ერთიც ხელთათმანი, – განაგრძო ბეთმა და ნივთები დას გადასცა, რომელიც დედასთან იჯდა და მამაკაცის პერანგის მანჟეტებს აგვირისტებდა.
"Miss Meg March, one letter and a glove," continued Beth, delivering the articles to her sister, who sat near her mother, stitching wristbands.
191924.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ვერ ვიტან ცალ-ცალ ხელთათმანს, მაგრამ არა უშავს, იქნებ მეორეც გამოჩნდეს.
I hate to have odd gloves! Never mind, the other may be found.
191925.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ამ წერილში კი, მე რომ მინდოდა, იმ გერმანული სიმღერის თარგმანია.
My letter is only a translation of the German song I wanted.
191926.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ალბათ მისტერ ბრუკმა გადმოთარგმნა, ლორის ხელწერას არ ჰგავს.
I think Mr. Brooke did it, for this isn't Laurie's writing.
191927.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ექიმი ჯოსთვის ორი წერილია, კიდევ – წიგნი და ეს ძველი, სასაცილო შლაპა: თავზე ეფარა ჩვენს საფოსტო განყოფილებას, – სიცილით თქვა იმ კაბინეტში შესულმა ბეთმა, სადაც ჯო იჯდა და წერდა.
"Two letters for Doctor Jo, a book, and a funny old hat, which covered the whole post office and stuck outside," said Beth, laughing as she went into the study where Jo sat writing.
191928.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ოჰ, რა ცბიერი ვინმეა ეს ლორი!
"What a sly fellow Laurie is!
191929.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ერთხელ წამომცდა, ნეტავი დიდი შლაპები იყოს მოდაში, თორემ ცხელ დღეებში სულ სახე მეწვება-მეთქი.
I said I wished bigger hats were the fashion, because I burn my face every hot day.
191930.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მითხრა, მოდა გადარდებს? დაიხურე დიდი შლაპა და მოხერხებულად იქნებიო. ვუპასუხე, არა მაქვს, თორემ რატომაც არ დავიხურავდი-მეთქი და აი, ეს გამომიგზავნა, რომ გამომცადოს.
He said, "Why mind the fashion? Wear a big hat, and be comfortable!" I said I would if I had one, and he has sent me this, to try me.
191931.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჰოდა, მართლა დავიხურავ ხუმრობით და დავანახებ, რომ მოდა ოდნავაც არ მადარდებს.
I'll wear it for fun, and show him I don't care for the fashion.
191932.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჩემო კარგო! ამ პატარა ბარათს იმისთვის გწერ, რომ გითხრა, რა კმაყოფილებით გადევნებ თვალყურს, თუ როგორ ცდილობ თავშეკავებას.
My Dear: I write a little word to tell you with how much satisfaction I watch your efforts to control your temper.
191933.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
შენ არაფერს ამბობ შენს განცდებზე, მარცხსა თუ წარმატებაზე და, ალბათ, გგონია, ვერავინ ხედავს მათ, გარდა იმ მეგობრისა, ვისაც ყოველდღიურად მიმართავ საშველად.
You say nothing about your trials, failures, or successes, and think, perhaps, that no one sees them but the Friend whose help you daily ask.
191934.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მაგრამ მეც ყველაფერს ვხედავ და გულით მჯერა შენი გადაწყვეტილების სიწრფელე, რადგან მას უკვე მოაქვს ნაყოფი.
I, too, have seen them all, and heartily believe in the sincerity of your resolution, since it begins to bear fruit.
191935.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
განაგრძე, საყვარელო, განაგრძე მოთმინებითა და ვაჟკაცურად, და მუდამ გწამდეს, რომ არავინ თანაგიგრძნობს იმაზე მეტად, ვიდრე შენი მოყვარული...
Go on, dear, patiently and bravely, and always believe that no one sympathizes more tenderly with you than your loving...
191936.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
და კიდევ ვეცდები, არ დავიღლები, რახან შენ მყავხარ და მეხმარები.
I will keep on trying, and not get tired, since I have you to help me.
191937.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ლორის მსხვილი, გაკრული ხელით მოეწერა: ჩემო კარგო ჯო, როგორ გიკითხო?
In a big, dashing hand, Laurie wrote... Dear Jo, What ho!
191938.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
თუ დარი იქნა, ლონგმედოუში დავცემ კარავს და მთელ გუნდს ნავებით გადავიყვან: იქ წავიხემსოთ, კროკეტი ვითამაშოთ, კოცონი დავანთოთ, ვიანცოთ და ათასნაირად ვიცელქოთ.
If it's fine, I'm going to pitch my tent in Longmeadow, and row up the whole crew to lunch and croquet—have a fire, make messes, and all sorts of larks.
191939.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მინდა, ყველანი წამოხვიდეთ, ბეთს არაფრის გულისთვის არ დავტოვებ სახლში: პიკნიკზე არავინ შეაწუხებს.
I want you all to come, can't let Beth off at any price, and nobody shall worry her.
191940.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ხომ გაგვიშვებ, დე? ლორის მხარში ამოვუდგებით – მე ნიჩბების მოსმა ვიცი, მეგი სადილს მიხედავს, ბავშვებიც რამეში გამოდგებიან.
"Of course we can go, Mother? It will be such a help to Laurie, for I can row, and Meg see to the lunch, and the children be useful in some way."