მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191941.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– იმედია, ვონები დიდები და ნატიფები არ არიან. რამე იცი მაგათზე, ჯო? – ჰკითხა მეგმა.
"I hope the Vaughns are not fine grown-up people. Do you know anything about them, Jo?" asked Meg.
191942.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მარტო ის, რომ ოთხნი არიან. კეიტი შენზე დიდია, ფრედი და ფრენკი (ტყუპი) – დაახლოებით ჩემი ხნისა, და პატარა გოგო (გრეისი) – ცხრა-ათი წლისა იქნება.
Only that there are four of them. Kate is older than you, Fred and Frank (twins) about my age, and a little girl (Grace), who is nine or ten.
191943.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ლორიმ უცხოეთში გაიცნო და ბიჭები მოეწონა.
Laurie knew them abroad, and liked the boys.
191944.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– შენ რამე წესიერი გეგულება, ჯო?
"Have you anything decent, Jo?"
191945.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ხომ წამოხვალ, ბეთ? – თუ ისე იზამ, რომ ბიჭები არ დამელაპარაკონ.
You'll come, Betty?" "If you won't let any boys talk to me."
191946.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მინდა, ლორი გავახარო, მისტერ ბრუკისაც არ მეშინია, ძალიან კეთილია, ოღონდ არც თამაში მინდა, არც სიმღერა და არც არაფრის თქმა.
I like to please Laurie, and I'm not afraid of Mr. Brooke, he is so kind. But I don't want to play, or sing, or say anything.
191947.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გულმოდგინედ ვიმუშავებ და არ შეგაწუხებთ. მოკლედ, თუ მომხედავ, ჯო, წამოვალ.
I'll work hard and not trouble anyone, and you'll take care of me, Jo, so I'll go.
191948.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– შენ ჩემი კარგი გოგო ხარ! ცდილობ, მორცხვობა დასძლიო და მაგიტომაც მიყვარხარ.
That's my good girl. You do try to fight off your shyness, and I love you for it.
191949.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ნაკლთან ბრძოლა ადვილი არ არის, გამომიცდია და მაგ დროს ყოველი კეთილი სიტყვა გამხნევებს.
Fighting faults isn't easy, as I know, and a cheery word kind of gives a lift.
191950.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გმადლობ, დე, – და ჯომ მადლიერებით აკოცა ჩავარდნილ ლოყაზე.
"Thank you, Mother," And Jo gave the thin cheek a grateful kiss.
191951.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ერთი კოლოფი შოკოლადის დრაჟე მივიღე და ის სურათი, გადახატვა რომ მინდოდა, – თავისი ფოსტის საჩვენებლად შემოვიდა ემი.
"I had a box of chocolate drops, and the picture I wanted to copy," said Amy, showing her mail.
191952.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მე კი მისტერ ლორენსის წერილი. მთხოვს ამ საღამოს შემოიარე და დაუკარი, სანამ ლამპებს აანთებენო და წავალ კიდეც, – თქვა ბეთმა; მისი და მოხუცი ჯენტლმენის მეგობრობა უფრო და უფრო ღვივდებოდა.
"And I got a note from Mr. Laurence, asking me to come over and play to him tonight, before the lamps are lighted, and I shall go," added Beth, whose friendship with the old gentleman prospered finely.
191953.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეორე დილას მზემ ადრიანად შეიჭყიტა გოგონების ოთახში შესატყობინებლად, დღეს დარი იქნებაო და სასაცილო სურათი დაუხვდა.
When the sun peeped into the girls' room early next morning to promise them a fine day, he saw a comical sight.
191954.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეგს შუბლზე პაპილოტების დამატებითი მწკრივი შვენოდა, ჯოს კოლდ-კრემით გაეთხუპნა დამწვარი სახე, ბეთს ჯოანა ჩაეწვინა ლოგინში განშორებასთან შესაგუებლად, ემის კი ყველასთვის გადაეჭარბებინა: სარეცხის სარჭი დაემაგრებინა ცხვირზე ამ გამაღიზიანებელი ნაკვთის ცოტათი მაინც ასაწევად.
Meg had an extra row of little curlpapers across her forehead, Jo had copiously anointed her afflicted face with cold cream, Beth had taken Joanna to bed with her to atone for the approaching separation, and Amy had capped the climax by putting a clothespin on her nose to uplift the offending feature.
191955.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ამ სასაცილო სანახაობამ გაახალისა მზე. ისე გასხივოსნდა, რომ ჯოს გაეღვიძა, ემის მორთულობის დანახვაზე გულიანი სიცილი აუტყდა, ამ სიცილით გააღვიძა დები და ლოგინებიდან წამოახტუნა.
This funny spectacle appeared to amuse the sun, for he burst out with such radiance that Jo woke up and roused her sisters by a hearty laugh at Amy's ornament.
191956.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ნეტავი ისიც წამოვიდოდეს!
I wish he would go too.
191957.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
აგერ, ლორი, ნამდვილი მეზღვაური გეგონება – რა კარგი ბიჭია!
There's Laurie, looking like a sailor, nice boy!
191958.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ღმერთო! ხალხით სავსე ეტლი მოვიდა: მაღალი ქალი, პატარა გოგო და ორი საშინელი ბიჭი.
Oh, mercy me! Here's a carriage full of people, a tall lady, a little girl, and two dreadful boys.
191959.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ერთი კოჭლობს, საწყალი, ყავარჯნით დადის.
One is lame, poor thing, he's got a crutch.
191960.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ლორის ეგ არ უხსენებია.
Laurie didn't tell us that.