მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191961.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მალე, გოგოებო! გვაგვიანდება.
Be quick, girls! It's getting late.
191962.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეგ, ეგ ის კაცი არ არის, ერთ დღეს საყიდლებზე რომ დავდიოდით და თავი დაგიკრა?
Meg, isn't that the man who bowed to you one day when we were shopping?
191963.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– კი, ეგ არის. უცნაურია, ეგეც რომ მოდის. მეგონა, მთაში ისვენებდა.
So it is. How queer that he should come. I thought he was at the mountains.
191964.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
აბა, ჰე, წავედით!
Now then, come on!
191965.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ოჰ, ჯო, მართლა მაგ საშინელი შლაპით მოდიხარ?
Oh, Jo, you are not going to wear that awful hat?
191966.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ლორი სირბილით შემოეგება და გულითადად გააცნო თავის მეგობრებს.
Laurie ran to meet and present them to his friends in the most cordial manner.
191967.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მდელო რამდენიმე წუთით სასტუმრო ოთახად გადაიქცა და ხალისიანი სცენა გათამაშდა.
The lawn was the reception room, and for several minutes a lively scene was enacted there.
191968.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეგს გულს მოეფონა, რომ კეიტს, თუმცა უკვე ოცი წლისა იყო, სადა ტანსაცმელი ეცვა, რომლისთვისაც, კარგი იქნებოდა, ამერიკელ გოგონებსაც მიებაძათ, ისიც ეამა, რომ მისტერ ნედმა დაარწმუნა, ნამდვილად თქვენს სანახავად მოვედიო.
Meg was grateful to see that Miss Kate, though twenty, was dressed with a simplicity which American girls would do well to imitate, and who was much flattered by Mr. Ned's assurances that he came especially to see her.
191969.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჯო მიხვდა, რატომ აიბზუა ლორიმ ტუჩი კეიტის ხსენებაზე: ეს ყმაწვილქალი აშკარად უკარება ჩანდა, რითაც ძლიერ განსხვავდებოდა დანარჩენი გოგონებისგან, რომლებსაც თავისუფლად და ძალდაუტანებლად ეჭირათ თავი.
Jo understood why Laurie "primmed up his mouth" when speaking of Kate, for that young lady had a standoff-don't-touch-me air, which contrasted strongly with the free and easy demeanor of the other girls.
191970.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ბეთი დააკვირდა ახალ ბიჭებს და გადაწყვიტა: ის, რომელიც კოჭლობდა, „საშინელი“ კი არა, უწყინარი და სუსტი იყო და გადაწყვიტა, სწორედ მაგიტომ კეთილად მოვექცევიო.
Beth took an observation of the new boys and decided that the lame one was not "dreadful", but gentle and feeble, and she would be kind to him on that account.
191971.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ემის კარგად აღზრდილ, მხიარულ პატარა გოგოდ ეჩვენა გრეისი, რამდენიმე წუთს უხმოდ მიშტერებოდნენ ერთმანეთს და მერე, უცებ, გულითად მეგობრებად იქცნენ.
Amy found Grace a well-mannered, merry, little person, and after staring dumbly at one another for a few minutes, they suddenly became very good friends.
191972.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მის კეიტმა დაასკვნა, „უცნაური“ გოგოა, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანიო და შორიდან გაუღიმა.
Miss Kate decided that she was "odd", but rather clever, and smiled upon her from afar.
191973.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეორე ნავში მეგი მშვენიერ ადგილას იჯდა – მენიჩბეების პირისპირ, რომლებიც აღტაცებაში მოვიდნენ ამ გარემოებით და უჩვეულო სიმარჯვითა და ოსტატობით დააწვნენ ნიჩბებს.
Meg, in the other boat, was delightfully situated, face to face with the rowers, who both admired the prospect and feathered their oars with uncommon "skill and dexterity".
191974.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მისტერ ბრუკი სერიოზული, სიტყვაძვირი ახალგაზრდა იყო, ლამაზი თაფლისფერი თვალებისა და საამური ხმის პატრონი.
Mr. Brooke was a grave, silent young man, with handsome brown eyes and a pleasant voice.
191975.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეგს მოსწონდა მისი თავშეკავებულობა და სასარგებლო ცოდნით სავსე მოარულ ენციკლოპედიად მიაჩნდა.
Meg liked his quiet manners and considered him a walking encyclopedia of useful knowledge.
191976.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
სალი გარდინერი იმის ცდაში იყო, როგორმე თეთრი პიკეს კაბა არ დასვროდა და, თან, მოუსვენარ ფრედს ემასლაათებოდა, რომელიც თავისი ოინბაზობით მუდმივი შიშის ქვეშ ამყოფებდა ბეთს.
Sallie Gardiner was absorbed in keeping her white pique dress clean and chattering with the ubiquitous Fred, who kept Beth in constant terror by his pranks.
191977.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
საამურ მწვანე მინდორზე ფართოდ ტოტებგაშლილი სამი მუხა იდგა, შუაში კი ზოლად მიუყვებოდა სწორი კორდი, კროკეტისთვის.
A pleasant green field, with three widespreading oaks in the middle and a smooth strip of turf for croquet.
191978.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლორენსის ბანაკში! – თქვა ყმაწვილმა მასპინძელმა, როცა ყველანი აღტაცების ჟივილ-ხივილით გადავიდნენ ნაპირზე.
"Welcome to Camp Laurence!" said the young host, as they landed with exclamations of delight.
191979.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ბრუკი მთავარსარდალია, მე კი გენერალ-ინტენდანტი, დანარჩენები – შტაბის ოფიცრები არიან, თქვენ კი, ქალბატონებო, სტუმრები ბრძანდებით.
"Brooke is commander in chief, I am commissary general, the other fellows are staff officers, and you, ladies, are company.
191980.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
კარავი პირადად თქვენს განკარგულებაშია, ის მუხა თქვენი სასტუმრო ოთახია, ეს – კაიუტკომპანია, ის, მესამე კი – საველე სამზარეულო.
The tent is for your especial benefit and that oak is your drawing room, this is the messroom and the third is the camp kitchen.