მოიძებნა 669200 ჩანაწერი
191981.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
აბა, ვითამაშოთ, სანამ დაცხა, მერე კი სადილს მივხედოთ.
Now, let's have a game before it gets hot, and then we'll see about dinner.
191982.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ფრენკი, ბეთი, ემი და გრეისი დასხდნენ, რომ პიკნიკის დანარჩენი რვის თამაშისთვის ეცქირათ.
Frank, Beth, Amy, and Grace sat down to watch the game played by the other eight.
191983.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მისტერ ბრუკმა მეგი, კეიტი და ფრედი აირჩია, ლორიმ – სალი, ჯო და ნედი.
Mr. Brooke chose Meg, Kate, and Fred. Laurie took Sallie, Jo, and Ned.
191984.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ინგლისელები კარგად თამაშობდნენ, მაგრამ ამერიკელები – მათზე უკეთესად და ყოველი გოჯი მიწისთვის ისე ვაჟკაცურად იბრძოდნენ, თითქოს მათში 1776 წლის სული ჩასახლებულაო.
The English played well, but the Americans played better, and contested every inch of the ground as strongly as if the spirit of 1776 inspired them.
191985.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჯო და ფრედი რამდენჯერმე წაკინკლავდნენ, კინაღამ სალანძღავი სიტყვები აკადრეს ერთმანეთს.
Jo and Fred had several skirmishes and once narrowly escaped high words.
191986.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ფეხი ჰკარით, დაგინახეთ, ახლა ჩემი ჯერია, – მკვახედ უთხრა ჯომ.
"You pushed it. I saw you. It's my turn now," said Jo sharply.
191987.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ღმერთმანი, არ მივკარებივარ. იქნებ თვითონვე გაგორდა ცოტათი, მაგრამ ეგ ხომ ნებადართულია.
Upon my word, I didn't move it. It rolled a bit, perhaps, but that is allowed.
191988.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ამერიკაში არ ვყალთაბანდობთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, თუკი გნებავთ, – გაცხარდა ჯო.
"We don't cheat in America, but you can, if you choose," said Jo angrily.
191989.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჯომ პირი გააღო უხეშად საპასუხოდ, მაგრამ დროულად შეიკავა თავი, თმის ძირებამდე გაწითლდა და ერთ წუთს ასე იდგა და ჩაქუჩს მთელი ძალ-ღონით ურახუნებდა პალოს, სანამ ფრედმა თავის პალოს არ მოარტყა ბურთი და დიდი ამბით არ გამოაცხადა, მოვრჩიო.
Jo opened her lips to say something rude, but checked herself in time, colored up to her forehead and stood a minute, hammering down a wicket with all her might, while Fred hit the stake and declared himself out with much exultation.
191990.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ის ბურთის მოსატანად წავიდა და დიდხანს ეძება ბუჩქებში, მაგრამ უკან დამცხრალ-დაწყნარებული მობრუნდა და მშვიდად დაელოდა თავის ჯერს.
She went off to get her ball, and was a long time finding it among the bushes, but she came back, looking cool and quiet, and waited her turn patiently.
191991.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– იანკებმა ერთი ხრიკი იციან: მტერს დიდსულოვნად უნდა მოექცნენ, – თქვა ჯომ და ისეთი თვალით გახედა ფრედს, რომ ბიჭი გაწითლდა, – მეტადრე როცა ამარცხებენ, – დაუმატა, კეიტის ბურთი ხელუხლებელი დატოვა და ოსტატური დარტყმით გაამარჯვებინა თავის გუნდს.
"Yankees have a trick of being generous to their enemies," said Jo, with a look that made the lad redden, "especially when they beat them," she added, as, leaving Kate's ball untouched, she won the game by a clever stroke.
191992.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ლორიმ შლაპა ცაში აისროლა, მაგრამ იქვე გაახსენდა, სტუმრების მარცხი არ უნდა ვიზეიმოო, შუა გზაზე შეწყვიტა ვაშას ძახილი და მეგობარს წასჩურჩულა: – ყოჩაღ, ჯო!
Laurie threw up his hat, then remembered that it wouldn't do to exult over the defeat of his guests, and stopped in the middle of the cheer to whisper to his friend, "Good for you, Jo!
191993.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მართლა იყალთაბანდა, მეც დავინახე.
He did cheat, I saw him.
191994.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ახლა პირდაპირ ვერ ვეტყვით, მაგრამ სიტყვას გაძლევ, მეტს აღარ იზამს.
We can't tell him so, but he won't do it again, take my word for it.
191995.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეგმა ჩამოშლილი ნაწნავის აკეცვის საბაბით გვერდზე გაიყვანა და შეაქო: – ძალიან გამაღიზიანებელი იყო, მაგრამ თავი კარგად დაიჭირე და ძალიან მიხარია, ჯო.
Meg drew her aside, under pretense of pinning up a loose braid, and said approvingly, "It was dreadfully provoking, but you kept your temper, and I'm so glad, Jo."
191996.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჯავრით გულზე გავსკდებოდი, მაგრამ იქამდე დავრჩი ჭინჭრებში, სანამ ისე არ მოვერიე ბრაზს, რომ ენისთვის კბილი დამეჭირა.
I should certainly have boiled over if I hadn't stayed among the nettles till I got my rage under control enough to hold my tongue.
191997.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– სადილის დროა, – თქვა და საათს დახედა მისტერ ბრუკმა, – გენერალ-ინტენდანტო, გთხოვთ, კოცონი დაანთოთ და წყალი მოიტანოთ. ამასობაში მის მარჩი, მის გარდინერი და მე სუფრას გავშლით.
"Time for lunch," said Mr. Brooke, looking at his watch. "Commissary general, will you make the fire and get water, while Miss March, Miss Sallie, and I spread the table?
191998.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ვის შეუძლია, გემრიელი ყავა მოგვიდუღოს?
Who can make good coffee?
191999.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ჯოს, – სიხარულით თქვა მეგმა, რადგან დის კარგი მხრით წარმოჩენის საშუალება მიეცა.
"Jo can," said Meg, glad to recommend her sister.
192000.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჯომ იგრძნო, რომ კულინარიის ბოლოდროინდელი გაკვეთილები, სადაც იყო ფასს დასდებდა და ყავადნის მისახედად წავიდა, ბავშვებმა კი ფიჩხი შეაგროვეს, ბიჭებმა კოცონი დაანთეს და მახლობელი წყაროდან წყალი მოიტანეს.
So Jo, feeling that her late lessons in cookery were to do her honor, went to preside over the coffeepot, while the children collected dry sticks, and the boys made a fire and got water from a spring near by.