მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192001.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მთავარსარდალმა და მისმა ადიუტანტებმა მაგიდას სუფრა გადააფარეს და ზედ მწვანე ფოთლებით კოხტად მორთული, მაცდუნებელი საჭმელ-სასმელი დაალაგეს.
The commander in chief and his aides soon spread the tablecloth with an inviting array of eatables and drinkables, prettily decorated with green leaves.
192002.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჯომ გამოაცხადა, ყავა მზად არისო და ყველანი მადიანად შეუდგნენ უხვ სადილს, რადგან ახალგაზრდებს იშვიათად აწუხებთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ხოლო ფიზიკური ვარჯიში ჯანსაღ მადას აღძრავს.
Jo announced that the coffee was ready, and everyone settled themselves to a hearty meal, for youth is seldom dyspeptic, and exercise develops wholesome appetites.
192003.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
სადილი მხიარულზე მხიარული გამოუვიდათ: ყველაფერი უჩვეულო და სახალისო ეჩვენებოდათ და გულიდან ამომსკდარი სიცილი წამდაუწუმ აფრთხობდა შორიახლო მობალახე ბებერ ცხენს.
A very merry lunch it was, for everything seemed fresh and funny, and frequent peals of laughter startled a venerable horse who fed near by.
192004.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მაგიდა ცოტა ალმაცერად იდგა, რის გამოც ფინჯნებსა და თეფშებს ხშირ-ხშირად ატყდებოდათ უსიამოვნება, რძეში რკო ცვიოდა, დაუპატიჟებლად მობრძანებული პატარა შავი ჭიანჭველები საჭმელში ეზიარებოდნენ მოსადილეებს, ხოლო ხიდან ჩამოკონწიალებული ბანჯგვლიანი მუხლუხები იგრიხებოდნენ, რომ როგორმე დაენახათ, რა ხდებოდა დაბლა.
There was a pleasing inequality in the table, which produced many mishaps to cups and plates, acorns dropped in the milk, little black ants partook of the refreshments without being invited, and fuzzy caterpillars swung down from the tree to see what was going on.
192005.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ღობის იქიდან სამი ქერა ბავშვი იჭყიტებოდა, მდინარის გაღმიდან კი მთელი ძალ-ღონით ყეფდა ავი ძაღლი.
Three white-headed children peeped over the fence, and an objectionable dog barked at them from the other side of the river with all his might and main.
192006.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მარილიც გვაქვს, თუ გინდა, – გაეხუმრა ლორი ჯოს და კენკრიანი ლამბაქი მიაწოდა.
"There's salt here," said Laurie, as he handed Jo a saucer of berries.
192007.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– როგორ ბედავ და იმ საშინელ სადილს მახსენებ, როცა შენი სადილი ასე ყოველმხრივ მშვენიერია? – დაამატა ჯომ მას მერე, რაც ორივენი სიცილით შეექცნენ კენკრას ერთი თეფშიდან, რადგან ყველას სამყოფი ჭურჭელი არ აღმოჩნდა.
"How dare you remind me of that horrid dinner party, when yours is so nice in every way?" added Jo, as they both laughed and ate out of one plate, the china having run short.
192008.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– იმ დღეს ისეთი დრო გავატარე, დღემდე არ დამვიწყებია და დღევანდელ სადილს რაც შეეხება, მე რა შუაში ვარ?
I had an uncommonly good time that day, and haven't got over it yet.
192009.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მერე რაღა ვქნათ, როცა ჭამა აღარ შეგვეძლება? – ჰკითხა ლორიმ, როცა მიხვდა, რომ სადილი დასრულდებოდა თუ არა, მისი კოზირიც გაიჭრებოდა.
"What shall we do when we can't eat anymore?" asked Laurie, feeling that his trump card had been played when lunch was over.
192010.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ვითამაშოთ, სანამ არ აგრილდება.
Have games till it's cooler.
192011.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– შენც ხომ სტუმარი ხარ!
Aren't you company too?
192012.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეგონა, ბრუკი გაართობდა, მაგრამ სულ მეგს ელაპარაკება, კეიტი კი ზის და იმ თავისი სასაცილო სათვალით აშტერდება ორივეს.
I thought she'd suit Brooke, but he keeps talking to Meg, and Kate just stares at them through that ridiculous glass of hers.
192013.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მის კეიტს მართლა სცოდნოდა რამდენიმე ახალი თამაში და როცა გოგონებს აღარ უნდოდათ ჭამა, ხოლო ბიჭებს აღარ შეეძლოთ, „სასტუმრო ოთახში“ გადაინაცვლეს, რომ „აბდაუბდობანა“ ეთამაშათ.
Miss Kate did know several new games, and as the girls would not, and the boys could not, eat any more, they all adjourned to the drawing room to play Rig-marole.
192014.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ვინმე დაიწყებს თხრობას, ნებისმიერ სისულელეს იტყვის და იქამდე ილაპარაკებს, სადამდეც მოუნდება, ოღონდ ისე უნდა ქნას, რომ ამაღელვებელ ადგილას გაჩერდეს, მერე სხვა გააგრძელებს და ისიც პირველივით მოიქცევა.
One person begins a story, any nonsense you like, and tells as long as he pleases, only taking care to stop short at some exciting point, when the next takes it up and does the same.
192015.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გთხოვთ, თქვენ დაიწყეთ, მისტერ ბრუკ, – მბრძანებლური იერით თქვა კეიტმა და ძალიან გააკვირვა მეგი, რომელიც მასწავლებელსაც ისეთივე პატივისცემით ექცეოდა, როგორც ნებისმიერ სხვა ჯენტლმენს.
"Please start it, Mr. Brooke," said Kate, with a commanding air, which surprised Meg, who treated the tutor with as much respect as any other gentleman.
192016.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ორი ყმაწვილქალის ფერხთით, ბალახზე მიწოლილმა მისტერ ბრუკმა მზით აელვარებულ მდინარეს გაუშტერა თვალი და მორჩილად შეუდგა თხრობას:
Lying on the grass at the feet of the two young ladies, Mr. Brooke obediently began the story, with the handsome brown eyes steadily fixed upon the sunshiny river.
192017.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– დიდზე დიდი ხნის წინ ერთი რაინდი გზას გაუდგა, იქნებ ბედს ვეწიოო, რადგან არაფერი გააჩნდა: მთელ მის ავლადიდებას ფარი და ხმალი შეადგენდა.
Once on a time, a knight went out into the world to seek his fortune, for he had nothing but his sword and his shield.
192018.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
რაინდი დათანხმდა, ვცდიო და ნელა, გულიანად შეუდგა საქმეს, რადგან კვიცი ერთობ საამური გამოდგა და მალევე მიხვდა, რომ პატრონი უნდა ჰყვარებოდა, თუმცა ჟინიანი და თავნება ვინმე კი იყო.
The knight agreed to try, and got on slowly but surely, for the colt was a gallant fellow, and soon learned to love his new master, though he was freakish and wild.
192019.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ყოველ ცისმარე დღეს, როცა რაინდი მეფის საყვარელ პირუტყვს წვრთნიდა, მასზე ამხედრებული გაივლიდა ხოლმე მთელ ქალაქს და გზადაგზა გაფაციცებით ეძებდა ერთ ლამაზ სახეს, რომელიც მრავალჯერ ეხილა სიზმრად, მაგრამ ვერასოდეს ეპოვა.
Every day, when he gave his lessons to this pet of the king's, the knight rode him through the city, and as he rode, he looked everywhere for a certain beautiful face, which he had seen many times in his dreams, but never found.
192020.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ერთ დღეს, რომელიღაც წყნარ ქუჩაზე რომ მინავარდობდა, ნახევრად დანგრეული სასახლის ფანჯარაში სწორედ ის ლამაზი სახე დაინახა.
One day, as he went prancing down a quiet street, he saw at the window of a ruinous castle the lovely face.