მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192021.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გაიხარა, იკითხა, ამ ძველ სასახლეში ვინ ცხოვრობსო და უთხრეს, ჯადოთი შეკრული რამდენიმე მეფის ასულია დატყვევებული და გათენებიდან დაღამებამდე ძაფს ართავენ, რომ გამოსასყიდი ფული შეაგროვონო.
He was delighted, inquired who lived in this old castle, and was told that several captive princesses were kept there by a spell, and spun all day to lay up money to buy their liberty.
192022.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
რაინდს გულით მოუნდა იმათი დახსნა, მაგრამ ღარიბი იყო და მხოლოდ ის შეეძლო, ყოველდღე იმ ქუჩაზე ჩაევლო, შეეხედა სანდომიანი სახისთვის და ენატრა, ნეტავი მისი თავი გარეთ, მზის შუქზე მაჩვენაო.
The knight wished intensely that he could free them, but he was poor and could only go by each day, watching for the sweet face and longing to see it out in the sunshine.
192023.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ბოლოს გადაწყვიტა, სასახლეში შესულიყო და ეკითხა, რით გიშველოთო.
At last he resolved to get into the castle and ask how he could help them.
192024.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მივიდა და დააკაკუნა.
He went and knocked.
192025.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გაიღო ჭიშკარი და მან იხილა...
The great door flew open, and he beheld...
192026.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– სახეგაბრწყინებულმა, აღტაცებულმა მზეთუნახავმა წამოიძახა: „როგორც იქნა! როგორც იქნა!“, – განაგრძო კეიტმა, ვისაც ფრანგული რომანები ჰქონდა წაკითხული და აღტაცებული იყო მათი სტილით.
"A ravishingly lovely lady, who exclaimed, with a cry of rapture, "At last! At last!" continued Kate, who had read French novels, and admired the style.
192027.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– „ის არის, ის!“ შეჰყვირა გრაფმა გუსტავმა და აღტყინებული დაეცა მის ფერხთით.
"'Tis she!' cried Count Gustave, and fell at her feet in an ecstasy of joy.
192028.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„ოჰ, წამოდექით!“ მიმართა მან და მარმარილოსავით თეთრი ხელი გაუწოდა.
"Oh, rise!" she said, extending a hand of marble fairness.
192029.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„ვაგლახ, სასტიკმა ბედმა გამწირა, აქ უნდა დავრჩე, ვიდრე ჩემს მტანჯველს ბოლო არ მოეღება“.
Alas, my cruel fate condemns me to remain here till my tyrant is destroyed.
192030.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„სად არის ის ბოროტმოქმედი?“ „იასამნისფერ სასტუმრო ოთახში.
Where is the villain? In the mauve salon.
192031.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გასწი, გულადო მეომარო და მიხსენი სასოწარკვეთისგან.
Go, brave heart, and save me from despair.
192032.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„გემორჩილები! ან გამარჯვებული დაგიბრუნდები და ან მკვდარი!“ ამ მღელვარე სიტყვებით გაექანა იგი, შეგლიჯა იასამნისფერი სასტუმრო ოთახის კარი და ის იყო, უნდა შესულიყო, რომ უცებ...
'I obey, and return victorious or dead!' With these thrilling words he rushed away, and flinging open the door of the mauve salon, was about to enter, when..."
192033.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– თავში მოხვდა დიდი ბერძნული ლექსიკონი, რომელიც ვიღაც შავმანტიიანმა ბებერმა გამოუქანა, – თქვა ნედმა.
"A stunning blow from the big Greek lexicon, which an old fellow in a black gown fired at him," said Ned.
192034.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
თუმცა, რაკი იხვივით ცურავდა, სასახლეს გარშემო შემოუცურა, მივიდა ერთ პატარა კართან, რომელსაც ორი ზორბა ვაჟკაცი იცავდა და იმდენ ხანს ახლევინა ერთმანეთზე თავები, სანამ კაკლებივით არ ჩაეფშვნათ;
Could swim like a duck, paddled round the castle till he came to a little door guarded by two stout fellows, knocked their heads together till they cracked like a couple of nuts.
192035.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მერე კი ოდნავ იხმარა დევგმირული ძალა, შეანგრია კარი და აიარა ქვის ორიოდე საფეხური, რომლებიც ერთი ფუტის სისქე მტვრით, მუშტისოდენა გომბეშოებითა და იმოდენა ობობებით იყო დაფარული, რომ შიშით გულს გაგიხეთქავდნენ, მის მარჩ.
Then, by a trifling exertion of his prodigious strength, he smashed in the door, went up a pair of stone steps covered with dust a foot thick, toads as big as your fist, and spiders that would frighten you into hysterics, Miss March.
192036.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
აქეთ-იქით მუქი, შეაბჯრული ფიგურები იდგნენ, სამარისებური სიჩუმე სუფევდა, ლამპა ცისფერ შუქს აფრქვევდა, ის აჩრდილივით ფიგურა კი დროდადრო მოხედავდა და თეთრ საფარველქვეშ მოელვარე შემზარავი თვალებით აკრთობდა.
Shadowy effigies in armor stood on either side, a dead silence reigned, the lamp burned blue, and the ghostly figure ever and anon turned its face toward him, showing the glitter of awful eyes through its white veil.
192037.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ფარდით დაფარულ კართან მივიდნენ, რომლის მიღმა საამური მუსიკა ისმოდა.
They reached a curtained door, behind which sounded lovely music.
192038.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– საბურნუთე, – განაგრძო ჯომ ისეთი იმქვეყნიური ხმით, რომ ყველანი სიცილით დაიხოცნენ, – „აუჰ, მადლობელი“, – თავაზიანად თქვა რაინდმა, აიღო ერთი მწიკვი და ისე ღონივრად დააცემინა შვიდჯერ, რომ თავი მოსძვრა.
"Snuffbox," said Jo, in a sepulchral tone, which convulsed the audience. "'Thankee,' said the knight politely, as he took a pinch and sneezed seven times so violently that his head fell off".
192039.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ჰორნპაიპი გააჩაღეს, – ჩაურთო ფრედმა, როცა ჯო სულის მოსათქმელად შეჩერდა, – და სანამ ცეკვავდნენ, ნახევრად დანგრეული ძველი სასახლე აფრებაშვებულ სამხედრო ხომალდად გადაიქცა.
"Dance a hornpipe," cut in Fred, as Jo paused for breath, "and, as they danced, the rubbishy old castle turned to a man-of-war in full sail.
192040.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ცხადია, ბრიტანელებმა გაიმარჯვეს: მუდამ ასე არ არის?
Of course the British beat—they always do.