მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192041.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
რა უნდა ვთქვა? – შეიცხადა სალიმ, როცა ფრედმა მოათავა თავისი აბდაუბდა: ერთმანეთში, როგორც გაახსენდა, ისე შეურია რომელიღაც საყვარელი წიგნიდან ამოგლეჯილი ფრაზები და ფაქტები.
What shall I say?" cried Sallie, as Fred ended his rigmarole, in which he had jumbled together pell-mell nautical phrases and facts out of one of his favorite books.
192042.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ერთხელაც, ვიღაც მყვინთავი ჩავიდა ფსკერზე და სირინოზმა უთხრა, ამას თუ ზემოთ აიტან, ერთ კოლოფ მარგალიტს გაჩუქებო – უნდოდა ის საწყლები გაეცოცხლებინა, მაგრამ იმსიმძიმე ტვირთს ხომ ვერ ასწევდა!
By-and-by a diver came down, and the mermaid said, "I'll give you a box of pearls if you can take it up," for she wanted to restore the poor things to life, and couldn't raise the heavy load herself.
192043.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მყვინთავმა მართლაც აიტანა ყუთი, გაათრია ნაპირზე და გაწბილებული დარჩა, როცა ახადა თავი და მარგალიტები არ დაუხვდა.
So the diver hoisted it up, and was much disappointed on opening it to find no pearls.
192044.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ის ყუთი უკაცრიელ მინდორში დატოვა და ერთხელაც იპოვა...
He left it in a great lonely field, where it was found by a..."
192045.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– პატარა გოგომ, რომელიც იმ მინდორში ას ბატს მწყემსავდა, – თქვა ემიმ, როცა სალის ფანტაზია დაეშრიტა.
"Little girl, who kept a hundred fat geese in the field," said Amy, when Sallie's invention gave out.
192046.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– პატარა გოგოს შეებრალა რაინდები და ერთ დედაბერს ჰკითხა, რით ვუშველოო.
"The little girl was sorry for them, and asked an old woman what she should do to help them.
192047.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
შენმა ბატებმა ყველაფერი იციან და გეტყვიანო, მიუგო დედაბერმა.
"Your geese will tell you, they know everything" said the old woman.
192048.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ის რაინდი, რომლის ამბავიც მე მაინტერესებს, გაბრუნდა, რომ თავისი მზეთუნახავი ენახა და გაიგო, რომ მეფის ასულებს იმდენი ძაფი დაერთოთ, თავები გამოესყიდათ, წასულიყვნენ და დათხოვილიყვნენ – ყველანი გარდა ერთისა.
The knight in whom I'm interested went back to find the pretty face, and learned that the princesses had spun themselves free and all gone and married, but one.
192049.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ამაზე რაინდი დიდად აღელდა, მოევლო კვიცს, რომელიც ჭირსა და ლხინში გვერდით ედგა და სასახლისკენ გაქროლდა, რომ ენახა, რომელი დარჩა.
He was in a great state of mind at that, and mounting the colt, who stood by him through thick and thin, rushed to the castle to see which was left.
192050.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გაიჭყიტა ცოცხალ ღობეში და დაინახა თავისი გულის სატრფო, ბაღში ყვავილებს კრეფდა.
Peeping over the hedge, he saw the queen of his affections picking flowers in her garden.
192051.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„ერთ ვარდს ვერ მიბოძებთ?“ თქვა მან.
'Will you give me a rose?' said he.
192052.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მე ვერ მოგიახლოვდებით, წესი არ არის,“ თაფლივით ტკბილი ხმით მიუგო იმან.
"I can't come to you, it isn't proper," said she, as sweet as honey.
192053.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
სცადა, ღობეზე გადამძვრალიყო, მაგრამ ღობე თვალდათვალ ამაღლდა.
He tried to climb over the hedge, but it seemed to grow higher and higher.
192054.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მერე შიგ გავლა სცადა, მაგრამ ღობე თვალდათვალ გასქელდა და რაინდს სასო წარეკვეთა.
Then he tried to push through, but it grew thicker and thicker, and he was in despair.
192055.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მშვენიერ ასულს, ეტყობა, არ ესმოდა მისი, რადგან კვლავ დინჯად კრეფდა ვარდებს.
The pretty princess did not seem to understand, for she picked her roses quietly.
192056.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მოახერხა თუ არა, მაგას ფრენკი მოგახსენებთ.
Whether he did or not, Frank will tell you.
192057.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ბეთი ჯოს ზურგს უკან იმალებოდა, გრეისს კი ეძინა.
Beth had disappeared behind Jo, and Grace was asleep.
192058.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მაშ, ის საწყალი რაინდი ცოცხალ ღობეში გაჩხერილი დავტოვოთ? – იკითხა მისტერ ბრუკმა, რომელიც კვლავ მდინარეს გასცქეროდა და ღილ-კილოში ჩამაგრებულ ასკილის ყვავილს აწვალებდა.
"So the poor knight is to be left sticking in the hedge, is he?" asked Mr. Brooke, still watching the river, and playing with the wild rose in his buttonhole.
192059.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მე მგონი, ცოტა ხანში პრინცესამ მაინც მისცა თაიგული და ჭიშკარიც გაუღო, – თავისთვის ჩაიღიმა ლორიმ და მასწავლებელს რკო ესროლა.
"I guess the princess gave him a posy, and opened the gate after a while," said Laurie, smiling to himself, as he threw acorns at his tutor.
192060.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
რომ გვევარჯიშა, უფრო ჭკვიანურ რამეს მოვიგონებდით.
With practice we might do something quite clever.