მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192061.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„სიმართლე“ თუ იცით? – იმედი მაქვს, – სერიოზულად მიუგო მეგმა. – თამაშზე გეუბნებით.
Do you know Truth? "I hope so," said Meg soberly. "The game, I mean?"
192062.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ეგ რაღაა? – იკითხა ფრედმა.
"What is it?" said Fred.
192063.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ძალიან სახალისოა.
It's great fun.
192064.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მოდი, ვცადოთ, – თქვა ჯომ, რომელიც ექსპერიმენტების მოყვარული გახლდათ.
"Let's try it," said Jo, who liked experiments.
192065.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მის კეიტმა, მისტერ ბრუკმა, მეგმა და ნედმა იუარეს. სამაგიეროდ ფრედმა, სალიმ, ჯომ და ლორიმ კენჭი ყარეს და პირველს ლორის ერგო კითხვებზე პასუხის გაცემა.
Miss Kate and Mr. Brooke, Meg, and Ned declined, but Fred, Sallie, Jo, and Laurie piled and drew, and the lot fell to Laurie.
192066.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ვინ მიგაჩნია გმირებად? – ჰკითხა ჯომ. – პაპაჩემი და ნაპოლეონი.
"Who are your heroes?" asked Jo. "Grandfather and Napoleon."
192067.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– აქ მყოფი ქალბატონებიდან ვინ მიგაჩნია ყველაზე ლამაზად? – დაინტერესდა სალი. – მარგარეტი.
"Which lady here do you think prettiest?" said Sallie. "Margaret."
192068.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ყველაზე უფრო რომელი მოგწონს? – ეს ფრედი იყო. – ჯო, რა თქმა უნდა.
"Which do you like best?" from Fred. "Jo, of course."
192069.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რა სულელურ შეკითხვებს სვამთ! – და ჯომ აგდებულად აიჩეჩა მხრები, დანარჩენებს კი გაეცინათ ლორის საქმიან პასუხებზე.
"What silly questions you ask!" And Jo gave a disdainful shrug as the rest laughed at Laurie's matter-of-fact tone.
192070.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მოდი, კიდევ ვცადოთ. ურიგო თამაში არ არის ეს „სიმართლე“, – თქვა ფრედმა.
"Try again. Truth isn't a bad game," said Fred.
192071.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ჰო, ზუსტად საშენოა, – ხმადაბლა ჩაილაპარაკა ჯომ.
"It's a very good one for you," retorted Jo in a low voice.
192072.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ახლა მისი ჯერი დადგა.
Her turn came next.
192073.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ნაკლი? – ჰკითხა ფრედმა: უნდოდა, ჯოს ის ღირსება გამოეცადა, რაც თვითონ აკლდა. – სიფიცხე.
"What is your greatest fault?" asked Fred, by way of testing in her the virtue he lacked himself. "A quick temper."
192074.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ყველაზე უფრო რას ინატრებდი? – ჰკითხა ლორიმ. – ჩექმის თასმებს, – მიუგო ჯომ.
"What do you most wish for?" said Laurie. "A pair of boot lacings," returned Jo.
192075.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– გულწრფელი პასუხი არ არის. უნდა თქვა, მართლა რას ინატრებდი.
"Not a true answer. You must say what you really do want most".
192076.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ნიჭს. არ გინდა, მისი ჩუქება შეგეძლოს, ლორი? – და იმედგაცრუებულს ეშმაკურად შეჰღიმა სახეში.
"Genius. Don't you wish you could give it to me, Laurie?" And she slyly smiled in his disappointed face.
192077.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მამაკაცში რა ღირსებას აფასებ ყველაზე მეტად? – ჰკითხა სალიმ. – გამბედაობასა და პატიოსნებას.
"What virtues do you most admire in a man?" asked Sallie. "Courage and honesty."
192078.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ჩემი ჯერია, – თქვა ფრედმა, როცა მისი ნომერი ამოვიდა.
"Now my turn," said Fred, as his hand came last.
192079.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მოდი, სეირი ვუჩვენოთ, – წასჩურჩულა ლორიმ ჯოს, იმანაც თავი დაუქნია და მაშინვე ჰკითხა:
"Let's give it to him," whispered Laurie to Jo, who nodded and asked at once...
192080.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– კროკეტის თამაშის დროს იყალთაბანდეთ? – მმ... დიახ, ცოტათი.
"Didn't you cheat at croquet?" "Well, yes, a little bit."