მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192081.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– კარგი! ეგ თქვენი ისტორია „ზღვის ლომიდან“ მოყევით? – ჰკითხა ლორიმ. – ნაწილობრივ.
"Good! Didn't you take your story out of The Sea Lion?" said Laurie. "Rather."
192082.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– თქვენი აზრით, ინგლისელი ერი ყოველმხრივ სრულყოფილია? – ჰკითხა სალიმ.
"Don't you think the English nation perfect in every respect?" asked Sallie.
192083.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ჩემი თავის შემრცხვებოდა, ამას რომ არ ვფიქრობდე.
"I should be ashamed of myself if I didn't."
192084.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ნამდვილი ჯონ ბული.
He's a true John Bull.
192085.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
აბა, მის სალი, ახლა თქვენი ჯერია, კენჭისყრა აღარ გვჭირდება.
Now, Miss Sallie, you shall have a chance without waiting to draw.
192086.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
თავიდან ერთი შეკითხვით უნდა გაგაწვალოთ: ხომ არ ფიქრობთ, რომ ცოტა კეკლუცი ხართ? – ჰკითხა ლორიმ, როცა ჯომ ფრედს შერიგების ნიშნად თავი დაუქნია.
I'll harrow up your feelings first by asking if you don't think you are something of a flirt," said Laurie, as Jo nodded to Fred as a sign that peace was declared.
192087.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რა თავხედი ხართ! რა თქმა უნდა, არა, – წამოიძახა სალიმ და თავისი იერით საწინააღმდეგო დაამტკიცა.
"You impertinent boy! Of course I'm not," exclaimed Sallie, with an air that proved the contrary.
192088.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ყველაზე მეტად რა გეჯავრებათ? – ჰკითხა ფრედმა. – ობობები და ბრინჯის პუდინგი.
"What do you hate most?" asked Fred. "Spiders and rice pudding."
192089.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ყველაზე უფრო რა გიყვარს? – ჰკითხა ჯომ. – ცეკვა და ფრანგული ხელთათმანები.
"What do you like best?" asked Jo. "Dancing and French gloves."
192090.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მე მგონი, „სიმართლე“ ძალიან სულელური თამაშია. მოდით, რამე აზრიანი ვითამაშოთ – თუგინდ ლიტერატურული ლოტო: ცოდნა შევივსოთ, – შესთავაზა ჯომ.
"Well, I think Truth is a very silly play. Let's have a sensible game of Authors to refresh our minds," proposed Jo.
192091.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ნედი, ფრენკი და უმცროსი გოგონები დათანხმდნენ და სანამ ისინი თამაშობდნენ, სამი უფროსი მოშორებით იჯდა და მასლაათობდა.
Ned, Frank, and the little girls joined in this, and while it went on, the three elders sat apart, talking.
192092.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მის კეიტმა ისევ ამოიღო ჩანახატების ალბომი, მარგარეტი უყურებდა, მისტერ ბრუკი კი ბალახში იწვა წიგნით, რომელსაც არ კითხულობდა.
Miss Kate took out her sketch again, and Margaret watched her, while Mr. Brooke lay on the grass with a book, which he did not read.
192093.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რა ლამაზად გამოგდით! ნეტავი მეც ვიცოდე ხატვა, – თქვა მეგმა სინანულნარევი აღტაცებით.
"How beautifully you do it! I wish I could draw," said Meg, with mingled admiration and regret in her voice.
192094.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რატომ არ სწავლობთ? სამაგისოდ, ალბათ გემოვნებაც გეყოფათ და ნიჭიც, – თავაზიანად მიუგო მის კეიტმა.
"Why don't you learn? I should think you had taste and talent for it," replied Miss Kate graciously.
192095.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– არ მცალია. – ალბათ დედათქვენს ურჩევნია, სხვა ნიჭი განივითაროთ.
"I haven't time." "Your mamma prefers other accomplishments, I fancy.
192096.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
თქვენც რომ ასე დაიხმაროთ თქვენი გუვერნანტი?
Can't you do the same with your governess?"
192097.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– არ მყავს. – დამავიწყდა, რომ ამერიკაში გოგონები მეტწილად სკოლაში სწავლობენ და არა შინ.
"I have none." "I forgot young ladies in America go to school more than with us.
192098.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მამაჩემი ამბობს, ძალიანაც კარგი სკოლები აქვთო.
Very fine schools they are, too, Papa says.
192099.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
თქვენ, ალბათ, კერძო სკოლაში დადიხართ, არა?
You go to a private one, I suppose?
192100.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– საერთოდ არ დავდივარ. მე თვითონ ვარ გუვერნანტი.
"I don't go at all. I am a governess myself."