მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192101.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მისტერ ბრუკმა აიხედა და სწრაფად თქვა: – ამერიკაში ქალიშვილებს იმაზე არანაკლებ უყვართ დამოუკიდებლობა, ვიდრე მათ წინაპრებს და საყოველთაო აღტაცებასა და პატივისცემას იწვევენ იმით, რომ თავს თვითონვე ირჩენენ.
Mr. Brooke looked up and said quickly, "Young ladies in America love independence as much as their ancestors did, and are admired and respected for supporting themselves".
192102.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და სწორია, ასე რომ იქცევიან.
"Oh, yes, of course it's very nice and proper in them to do so.
192103.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ჩვენც ბევრი ღირსეული და პატივსაცემი ახალგაზრდა ქალი გვყავს, რომლებიც ამავე საქმეს მისდევენ და ამ ქალებს არისტოკრატიული ოჯახები ქირაობენ, რადგან კარგად აღზრდილებიც არიან და განათლებულებიც, – დამრიგებლური ტონით თქვა მის კეიტმა, რამაც მეგს თავმოყვარეობა შეულახა და არა მარტო წინანდელზე საზიზღარი მოაჩვენა თავისი სამუშაო, არამედ დამამცირებელიც.
We have many most respectable and worthy young women who do the same and are employed by the nobility, because, being the daughters of gentlemen, they are both well bred and accomplished, you know," said Miss Kate in a patronizing tone that hurt Meg's pride, and made her work seem not only more distasteful, but degrading.
192104.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მოგეწონათ ის გერმანული სიმღერა, მის მარჩ? – უხერხული დუმილი დაარღვია მისტერ ბრუკმა.
"Did the German song suit, Miss March?" inquired Mr. Brooke, breaking an awkward pause.
192105.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– დიახ! ძალიან ტკბილია. დიდი მადლობელი ვარ მისი, ვინც მითარგმნა, – მოღუშული სახე გაუნათდა მეგს.
"Oh, yes! It was very sweet, and I'm much obliged to whoever translated it for me." And Meg's downcast face brightened.
192106.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– გერმანული კითხვა არ იცით? – გაკვირვებით შეხედა მეგს მის კეიტმა.
"Don't you read German?" asked Miss Kate with a look of surprise.
192107.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– კარგად არა. მამაჩემი მასწავლიდა, მაგრამ ახლა წასულია და მე ვერ ვახერხებ მეცადინეობას, იმიტომ რომ გამოთქმას არავინ მისწორებს.
"Not very well. My father, who taught me, is away, and I don't get on very fast alone, for I've no one to correct my pronunciation".
192108.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– აბა, ცოტა სცადეთ.
"Try a little now.
192109.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
აი, შილერის „მარიამ სტიუარტი“ და მასწავლებელი, რომელსაც სწავლება უყვარს, – მისტერ ბრუკმა კალთაში ჩაუდო წიგნი და ღიმილით წააქეზა, წაიკითხეთო.
"Here is Schiller's Mary Stuart and a tutor who loves to teach." And Mr. Brooke laid his book on her lap with an inviting smile.
192110.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ისეთი ძნელია, ცდისა მეშინია, – მადლიერად უთხრა მეგმა, თან კი დაირცხვინა განათლებული ახალგაზრდა ქალის გვერდით.
"It's so hard I'm afraid to try," said Meg, grateful, but bashful in the presence of the accomplished young lady beside her.
192111.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მე დავიწყებ, რომ გაგამხნევოთ, – და მის კეიტმა მშვენივრად, თუმცა სრულიად უმეტყველოდ წაიკითხა ერთ-ერთი ულამაზესი ნაწყვეტი.
"I'll read a bit to encourage you." And Miss Kate read one of the most beautiful passages in a perfectly correct but perfectly expressionless manner.
192112.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მისტერ ბრუკს არც ქება დასცდენია და არც შენიშვნა, ისე დაუბრუნა წიგნი მეგს, რომელმაც მიამიტურად თქვა: – მე კი მეგონა, ლექსად იყო დაწერილი.
Mr. Brooke made no comment as she returned the book to Meg, who said innocently, "I thought it was poetry."
192113.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მეგი მორჩილად გაჰყვა ბალახის გრძელ ღეროს, რომლითაც ახალი მასწავლებელი მიანიშნებდა, სად უნდა წაეკითხა, და ნელა, გაუბედავად შეუდგა კითხვას, მელოდიური ხმის რბილი ინტონაციით უნებურად ლექსად აქცევდა ძნელ სიტყვებს.
Meg obediently following the long grass-blade which her new tutor used to point with, read slowly and timidly, unconsciously making poetry of the hard words by the soft intonation of her musical voice.
192114.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
დაბლა და დაბლა ეშვებოდა მწვანე ღერო; სევდიანი სცენის სილამაზემ მეგს მალე დაავიწყა მსმენელი და ისე კითხულობდა, თითქოს მარტო იყო, ტრაგიკულ ჟღერადობას ანიჭებდა ბედკრული დედოფლის სიტყვებს.
Down the page went the green guide, and presently, forgetting her listener in the beauty of the sad scene, Meg read as if alone, giving a little touch of tragedy to the words of the unhappy queen.
192115.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
რომ დაენახა, როგორ შესცქეროდა თაფლისფერი თვალები, მაშინვე გაჩერდებოდა, მაგრამ ერთხელაც არ აუხედავს მაღლა და ამიტომაც გაკვეთილმა მშვიდობიანად ჩაიარა.
If she had seen the brown eyes then, she would have stopped short, but she never looked up, and the lesson was not spoiled for her.
192116.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ძალიან კარგი! – თქვა მისტერ ბრუკმა, როცა იგი შეჩერდა. არ უხსენებია მისი მრავალრიცხოვანი შეცდომები და ისე დაიჭირა თავი, თითქოს მართლაც უყვარს სწავლებაო.
"Very well indeed!" said Mr. Brooke, as she paused, quite ignoring her many mistakes, and looking as if he did indeed love to teach.
192117.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მის კეიტმა სათვალე გაიკეთა, დააკვირდა მის თვალწინ გათამაშებულ პატარა სცენას, დახურა სახატავი ალბომი და თავაზიანად შენიშნა: – კარგი აქცენტი გაქვთ და დროთა განმავლობაში მშვენივრად წაიკითხავთ.
Miss Kate put up her glass, and, having taken a survey of the little tableau before her, shut her sketch book, saying with condescension, "You've a nice accent and in time will be a clever reader".
192118.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გირჩევთ, ისწავლოთ. ფასობს, როცა მასწავლებელმა გერმანული იცის.
I advise you to learn, for German is a valuable accomplishment to teachers.
192119.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
გრეისს უნდა მივხედო, თორემ ცელქობს, – და მის კეიტი წავიდა, გზად მხრები აიჩეჩა და თავისთვის დაუმატა: – იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ვიღაც გუვერნანტს ველოლიავო. მერე რა, რომ ახალგაზრდაა და ლამაზი.
"I must look after Grace, she is romping." And Miss Kate strolled away, adding to herself with a shrug, "I didn't come to chaperone a governess, though she is young and pretty".
192120.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
დიდად უცნაური ხალხია ეს იანკები!
What odd people these Yankees are.