მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192121.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– დამავიწყდა, რომ ინგლისელები ცხვირს უბზუებენ გუვერნანტებს და ისე არ ექცევიან, როგორც ჩვენ, – გაღიზიანებით გააყოლა მეგმა თვალი მიმავალ ფიგურას.
"I forgot that English people rather turn up their noses at governesses and don't treat them as we do," said Meg, looking after the retreating figure with an annoyed expression.
192122.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ჰოდა, მეც მიხარია, აქ რომ ვცხოვრობ. ჩემი სამუშაო არ მიყვარს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დიდ კმაყოფილებას მანიჭებს, ამიტომ არ დავიჩივლებ. მხოლოდ ის მექნებოდა სანატრელი, თქვენსავით მიყვარდეს სწავლება.
"I'm glad I live in it then. I don't like my work, but I get a good deal of satisfaction out of it after all, so I won't complain. I only wished I liked teaching as you do."
192123.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– გეყვარებოდათ, ლორისნაირი მოწაფე რომ გყოლოდათ. გული მწყდება, რომ გაისად უნდა დავშორდე, – თქვა მისტერ ბრუკმა, თან კორდში გულმოდგინედ თხრიდა პაწაწინა ორმოებს.
"I think you would if you had Laurie for a pupil. I shall be very sorry to lose him next year," said Mr. Brooke, busily punching holes in the turf.
192124.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ალბათ, უნივერსიტეტში წავა, არა? – მეგმა ტუჩებით მხოლოდ ეს კითხვა წარმოთქვა, თვალებით კი დაუმატა, – თქვენ რაღას იზამთ?
"Going to college, I suppose?" Meg's lips asked the question, but her eyes added, "And what becomes of you?"
192125.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– დიახ, დიდი ხანია, დროა. კარგად არის მომზადებული. როგორც კი გაკვეთილებს მოვრჩებით, ჯარისკაცი გავხდები. საჭირო ვარ.
"Yes, it's high time he went, for he is ready, and as soon as he is off, I shall turn soldier. I am needed."
192126.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– როგორ მიხარია! – შესძახა მეგმა, – მე მგონი, ყველა ახალგაზრდას უნდა სურდეს არმიაში წასვლა, თუმც კი ეს მძიმე განსაცდელია შინ დარჩენილი დედებისა და დებისთვის, – დაუმატა სევდიანად.
"I am glad of that!" exclaimed Meg. "I should think every young man would want to go, though it is hard for the mothers and sisters who stay at home," she added sorrowfully.
192127.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ლორი და პაპამისი ძალიანაც იდარდებენ თქვენზე და ჩვენც ძლიერ დავღონდებით, თუკი რამე შეგემთხვათ, – გულითადად უთხრა მეგმა.
"Laurie and his grandfather would care a great deal, and we should all be very sorry to have any harm happen to you," said Meg heartily.
192128.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– გიყვარს ჯირითი? – ჰკითხა გრეისმა ემის, როცა ნედის მეთაურობით მინდორში გამართული რბოლის შემდეგ დასასვენებლად შეჩერდნენ.
"Don't you love to ride?" asked Grace of Amy, as they stood resting after a race round the field with the others, led by Ned.
192129.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მიყვარს რომელია! როცა მამა მდიდარი იყო, ჩემი და, მეგი ჯირითობდა, ახლა კი ცხენები აღარ გვყავს ელენ-ხის გარდა, – სიცილით დაუმატა ემიმ.
"I dote upon it. My sister, Meg, used to ride when Papa was rich, but we don't keep any horses now, except Ellen Tree," added Amy, laughing.
192130.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– მითხარი ელენ-ხის ამბავი. სახედარია? – დაინტერესდა გრეისი.
"Tell me about Ellen Tree. Is it a donkey?" asked Grace curiously.
192131.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– იცი რა? ჩემი არ იყოს, ჯოც გიჟდება ცხენებისთვის, მაგრამ მხოლოდ ძველი უნაგირი შემოგვრჩა, ცხენი კი არა.
Why, you see, Jo is crazy about horses and so am I, but we've only got an old sidesaddle and no horse.
192132.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ბაღში ბებერი ვაშლის ხე გვიდგას, ერთი მშვენიერი დაბალი ტოტი აქვს, ჰოდა ჯომ იმ ტოტზე გადაკიდა უნაგირი, სადავე იმ ადგილას დაამაგრა, სადაც ტოტი მაღლა ადის, და როცა მოგვინდება, ჩვენს ელენ-ხეზე ვქანაობთ ხოლმე.
Out in our garden is an apple tree that has a nice low branch, so Jo put the saddle on it, fixed some reins on the part that turns up, and we bounce away on Ellen Tree whenever we like.
192133.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რა კარგია! – გაეცინა გრეისს, – მე პონი მყავს შინ და ფრედთან და კეიტთან ერთად თითქმის ყოველდღე ვჯირითობ პარკში.
"How funny!" laughed Grace. "I have a pony at home, and ride nearly every day in the park with Fred and Kate".
192134.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩემი მეგობრებიც გამოდიან ხოლმე და როუ ქალბატონებით და ჯენტლმენებით ივსება.
It's very nice, for my friends go too, and the Row is full of ladies and gentlemen.
192135.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ღმერთო, რა მშვენიერია! იმედია, როდისმე მეც წავალ უცხოეთში, ოღონდ რომში უფრო მინდა წასვლა, ვიდრე როუში, – თქვა ემიმ, რომელსაც მცირეოდენი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, თუ რა არის როუ და კითხვითაც არაფრის გულისთვის არ იკითხავდა.
"Dear, how charming! I hope I shall go abroad some day, but I'd rather go to Rome than the Row," said Amy, who had not the remotest idea what the Row was and wouldn't have asked for the world.
192136.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ბეთი ლიტერატურული ლოტოს გაფანტულ ბარათებს აგროვებდა. ასწია თავი და, როგორც სჩვეოდა, მორცხვად, თუმცა კი მეგობრულად უთხრა ფრენკს: – ალბათ, დაიღალეთ. რამით ხომ არ მოგეხმაროთ?
Beth, who was collecting the scattered Author cards, looked up and said, in her shy yet friendly way, "I'm afraid you are tired. Can I do anything for you?"
192137.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– თუ შეიძლება, მელაპარაკეთ. მომწყინდა მარტო ჯდომა, – მიუგო ფრენკმა, რომელსაც შინ აშკარად თავს ევლებოდნენ.
"Talk to me, please. It's dull, sitting by myself," answered Frank, who had evidently been used to being made much of at home.
192138.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რაზე გინდათ ვილაპარაკოთ? – მორცხვად დაატრიალა ხელში ბარათები და, ლენტის გადაჭერა რომ დააპირა, ნახევარი დაებნა.
"What do you like to talk about?" she asked, fumbling over the cards and dropping half as she tried to tie them up.
192139.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„მაგათი რომ არაფერი ვიცი?“ გაიფიქრა ბეთმა, აღელვებულს მთლად დაავიწყდა ბიჭის უბედურება და იმ იმედით, იქნებ ავალაპარაკოო, უთხრა: – ნადირობა არ მინახავს, მაგრამ თქვენ ალბათ ყველაფერი იცით მაგ საქმისა.
I don't know anything about them, thought Beth, and forgetting the boy's misfortune in her flurry, she said, hoping to make him talk, "I never saw any hunting, but I suppose you know all about it."
192140.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ოდესღაც კი, მაგრამ ჩემს დღეში ვეღარ ვინადირებ, იმიტომ რომ წყეულ ხუთძელიან ბარიერზე გადახტომისას დავშავდი. ასე რომ, ჩემთვის აღარც ცხენებია და აღარ მწევრები, – ამოიოხრა ფრენკმა და ამის გაგონებაზე ბეთს თავი შესძაგდა იმ თავისი მიამიტური შეცდომის გამო.
"I did once, but I can never hunt again, for I got hurt leaping a confounded five-barred gate, so there are no more horses and hounds for me," said Frank with a sigh that made Beth hate herself for her innocent blunder.