მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192141.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– თქვენი ირმები ბევრად უფრო ლამაზები არიან, ვიდრე ჩვენი უშნო ბიზონები, – თქვა მან.
"Your deer are much prettier than our ugly buffaloes," she said.
192142.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ბიზონები დამამშვიდებელი და კმაყოფილების მომგვრელი გამოდგა და სხვისი გართობის მოწადინე ბეთს საკუთარი თავი დაავიწყდა და სრულებით ვერ შენიშნა, როგორ გააკვირვა და გაახარა მისი დები ამ უცნაურმა სანახაობამ: ბეთი გაუჩე¬ რებლად ექაქანებოდა იმ საშინელ ბიჭს, რომლისგან დაცვასაც ასე იხვეწებოდა დილით.
Buffaloes proved soothing and satisfactory, and in her eagerness to amuse another, Beth forgot herself, and was quite unconscious of her sisters' surprise and delight at the unusual spectacle of Beth talking away to one of the dreadful boys, against whom she had begged protection.
192143.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– დიდი ხანია, ფრენკს ამდენი არ უცინია, – უთხრა გრეისმა ემის; ორივენი ისხდნენ, თოჯინებზე ლაპარაკობდნენ და რკოს თავებისგან ჩაის სერვიზს აკეთებდნენ.
"I haven't heard Frank laugh so much for ever so long," said Grace to Amy, as they sat discussing dolls and making tea sets out of the acorn cups.
192144.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ჩემი და, ბეთი, ძალიან წარბმტაცი გოგოა, როცა მოიწადინებს, – გაეპასუხა ბეთის წარმატებით კმაყოფილი ემი.
"My sister Beth is a very fastidious girl, when she likes to be," said Amy, well pleased at Beth's success.
192145.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
„წარმტაცი“ უნდა ეთქვა, მაგრამ რაკი გრეისმა არცერთი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ იცოდა, „წარბმტაცმაც“ ივარგა და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა.
She meant "facinating", but as Grace didn't know the exact meaning of either word, fastidious sounded well and made a good impression.
192146.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
მზის ჩასვლისას კარავი აკეცეს, კალათები ჩაალაგეს, კროკეტის კარები დაშალეს, ნავები დატვირთეს და მთელი გუნდი მდინარეს დაუყვა, მიცურავდნენ და მიიმღეროდნენ.
At sunset the tent was struck, hampers packed, wickets pulled up, boats loaded, and the whole party floated down the river, singing at the tops of their voices.
192147.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ნედს გრძნობები მოერია და სერენადა წამოიწყო, რომელსაც სევდიანი მისამღერი ჰქონდა: ეჰ, მარტო ვარ, მარტოდმარტო და როცა ამ სიტყვებზე მივიდა: ნორჩები ვართ მეც და შენც, მკერდში გვიძგერს გული, მაშ, რაღად ვართ შორიშორ, ორივ მარტოსული? ისეთი სევდიან-მიბნედილი იერით შეხედა მეგს, რომ იმან იქვე გადაიკისკისა და გამოსვლა ჩაუშალა.
Ned, getting sentimental, warbled a serenade with the pensive refrain... Alone, alone, ah! Woe, alone, and at the lines... We each are young, we each have a heart, Oh, why should we stand thus coldly apart? he looked at Meg with such a lackadaisical expression that she laughed outright and spoiled his song.
192148.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– ასე სასტიკად რად მექცევით? – წასჩურჩულა მან, – მთელი დღე იმ გაფხორილ ინგლისელ გოგოს არ მოშორებიხართ და ახლა კი აბუჩად მიგდებთ.
"How can you be so cruel to me?" he whispered. "You've kept close to that starched-up Englishwoman all day, and now you snub me."
192149.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– რას ამბობთ! უბრალოდ, ისეთი სასაცილო შესახედავი იყავით, რომ თავი ვერ შევიკავე, – მიუგო მეგმა და საყვედურის პირველი ნახევარი არ შეიმჩნია, რადგან მართლაც დილიდანვე გაურბოდა იმის გამო, რომ კარგად ახსოვდა მოფატების წვეულება და იმ წვეულების შემდეგ ყურმოკრული ლაპარაკი.
"I didn't mean to, but you looked so funny I really couldn't help it," replied Meg, passing over the first part of his reproach, for it was quite true that she had shunned him, remembering the Moffat party and the talk after it.
192150.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
ნედს ეწყინა, სანუგეშოდ სალის მიუბრუნდა და გაღიზიანებით უთხრა: – ამ გოგომ საერთოდ არ იცის კეკლუცობა, არა?
Ned was offended and turned to Sallie for consolation, saying to her rather pettishly, "There isn't a bit of flirt in that girl, is there?"
192151.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– საერთოდ არა. სამაგიეროდ, ძალიან საყვარელია, – მეგობარი დაიცვა სალიმ, თუმცა მისი ნაკლიც აღნიშნა.
"Not a particle, but she's a dear," returned Sallie, defending her friend even while confessing her shortcomings.
192152.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
როცა სახლისკენ მიმავალი ოთხი და ბაღს გაუყვა, მის კეიტმა თვალი გააყოლა და ყოველგვარი დამრიგებლური ტონის გარეშე თქვა: – გამომწვევად კი იქცევიან, მაგრამ როცა გაიცნობ, ეს ამერიკელი გოგონები ძალიანაც კარგები არიან.
As the four sisters went home through the garden, Miss Kate looked after them, saying, without the patronizing tone in her voice, "In spite of their demonstrative manners, American girls are very nice when one knows them."
192153.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 12
– გეთანხმებით, – გაეპასუხა მისტერ ბრუკი.
"I quite agree with you," said Mr. Brooke.
192154.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
სექტემბრის ერთ თბილ დღეს ლორი ნებივრად ირწეოდა ჰამაკში და ფიქრობდა, ნეტავი ჩვენი მეზობლები რას საქმიანობენო, მაგრამ წასვლა და გაგება ეზარებოდა.
Laurie lay luxuriously swinging to and fro in his hammock one warm September afternoon, wondering what his neighbors were about, but too lazy to go and find out.
192155.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ააცქერდა მწვანედ დაბურულ ცხენისწაბლას ტოტებს და ოცნებებს მიეცა და ის იყო, წარმოიდგინა, როგორ მოგზაურობდა დედამიწის გარშემო და როგორ მიაპობდა ოკეანეს, როცა რაღაც ხმები მოესმა და იმ ხმებმა იმწამსვე დააბრუნა ნაპირზე.
Staring up into the green gloom of the horse-chestnut trees above him, he dreamed dreams of all sorts, and was just imagining himself tossing on the ocean in a voyage round the world, when the sound of voices brought him ashore in a flash.
192156.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
გაიჭყიტა ჰამაკის ბადეში და დაინახა, მარჩები თავიანთი სახლიდან გამოსულიყვნენ, ისეთი შესახედავები იყვნენ, თითქოს ექსპედიციაში მიდიანო.
Peeping through the meshes of the hammock, he saw the Marches coming out, as if bound on some expedition.
192157.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
„ერთი გამაგებინა, რას აპირებენ ეს გოგოები?“ გაიფიქრა ლორიმ და ძილმორეული თვალები გაახილა, რომ კარგად შეეთვალიერებინა, რადგან მეზობლები რაღაც უცნაურად გამოიყურებოდნენ.
"What in the world are those girls about now?" thought Laurie, opening his sleepy eyes to take a good look, for there was something rather peculiar in the appearance of his neighbors.
192158.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ყველას ფართოფარფლებიანი შლაპა ეხურა, ცალ მხარზე ყავისფერი ჯვალოს აბგა ეკიდა და ხელში გრძელი ჯოხი ეჭირა.
Each wore a large, flapping hat, a brown linen pouch slung over one shoulder, and carried a long staff.
192159.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მეგს ბალიში მიჰქონდა, ჯოს – წიგნი, ბეთს – კალათა, ემის კი სახატავფურცლებიანი საქაღალდე.
Meg had a cushion, Jo a book, Beth a basket, and Amy a portfolio.
192160.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
წყნარად გადაიარეს ბაღი, გავიდნენ უკანა კუტიკარში და მათ სახლსა და მდინარეს შორის აღმართულ გორაკს აუყვნენ.
All walked quietly through the garden, out at the little back gate, and began to climb the hill that lay between the house and river.