მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192161.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ნავით ვერ წავლენ, იმიტომ რომ გასაღები არა აქვთ.
They can't be going in the boat, for they haven't got the key.
192162.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
იქნებ დაავიწყდათ?
Perhaps they forgot it.
192163.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მოდი, მივუტან და თან გავიგებ, რა ხდება.
I'll take it to them, and see what's going on.
192164.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
სულ მცირე ნახევარი დუჟინი შლაპა ჰქონდა, მაგრამ მაინც კარგა ხანს ეძება, რომ ერთი მაინც ეპოვა, მერე გასაღების ძებნა დაიწყო და ბოლოს ჯიბეში აღმოაჩნდა, ასე რომ გოგოები აღარ ჩანდნენ, როცა ღობეს გადაევლო და დაედევნა.
Though possessed of half a dozen hats, it took him some time to find one, then there was a hunt for the key, which was at last discovered in his pocket, so that the girls were quite out of sight when he leaped the fence and ran after them.
192165.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
უმოკლესი გზით მიირბინა ნავების ფარდულთან და დაელოდა, მაგრამ არავინ გამოჩენილა.
Taking the shortest way to the boathouse, he waited for them to appear, but no one came.
192166.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
გორაკის ერთ ნაწილს ფიჭვების კორომი ფარავდა და სიმწვანის სიღრმიდან იმაზე უფრო მკაფიო ხმები მოისმოდა, ვიდრე ფიჭვების ნაზი ოხვრა თუ ჭრიჭინების ძილისმომგვრელი ჭრიჭინი.
A grove of pines covered one part of it, and from the heart of this green spot came a clearer sound than the soft sigh of the pines or the drowsy chirp of the crickets.
192167.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
„ესეც პეიზაჟი!“ ბუჩქებში გაიჭყიტა და გაიფიქრა ლორიმ, რომელიც ამასობაში გამოფხიზლდა და გუნებაც გამოუკეთდა.
"Here's a landscape!" thought Laurie, peeping through the bushes, and looking wide-awake and good-natured already.
192168.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მართლაც რომ მშვენიერი სურათი იყო: ჩრდილიან კუთხეში მიმსხდარ დებს მზისა და ჩრდილის ლაქები დასთამაშებდათ, სურნელოვანი ნიავი თმას უწეწავდათ და გახურებულ ლოყებს უგრილებდათ, ხოლო კორომის პაწია ადამიანები ისე განაგრძობდნენ თავ-თავიან საქმეებს, თითქოს ძველი მეგობრები ყოფილიყვნენ და არა უცხოები.
It was a rather pretty little picture, for the sisters sat together in the shady nook, with sun and shadow flickering over them, the aromatic wind lifting their hair and cooling their hot cheeks, and all the little wood people going on with their affairs as if these were no strangers but old friends.
192169.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მეგი ბალიშზე იჯდა, ფაქიზად კერავდა თეთრი ხელებით და მკრთალ მოწითალო კაბაში გამოწყობილი, ვარდივით ცინცხალი და მშვენიერი ჩანდა სიმწვანეში.
Meg sat upon her cushion, sewing daintily with her white hands, and looking as fresh and sweet as a rose in her pink dress among the green.
192170.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ბეთი ნაძვის ქვეშ სქელ ფენად გაშლილ გირჩებს არჩევდა, რადგან ლამაზ ნივთებს აკეთებდა ხოლმე.
Beth was sorting the cones that lay thick under the hemlock near by, for she made pretty things with them.
192171.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ემი გვიმრის ბუჩქებს იხატავდა, ჯო ქსოვდა და თან ხმამაღლა კითხულობდა.
Amy was sketching a group of ferns, and Jo was knitting as she read aloud.
192172.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მათ დანახვაზე ბიჭს სახეზე ჩრდილმა გადაუარა: გრძნობდა, წასვლა მართებდა, რადგან არ დაუპატიჟებიათ, მაგრამ მაინც აყოვნებდა: შინ მოწყენილობა იყო, ტყეში მჯდარი მშვიდობიანი საზოგადოება კი ძალზე იზიდავდა მის მშფოთვარე სულს.
A shadow passed over the boy's face as he watched them, feeling that he ought to go away because uninvited; yet lingering because home seemed very lonely and this quiet party in the woods most attractive to his restless spirit.
192173.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– შეიძლება, შემოგიერთდეთ? თუ შეგაწუხებთ? – იკითხა და ნელა დაიძრა.
"May I come in, please? Or shall I be a bother?" he asked, advancing slowly.
192174.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მეგმა წარბები ასწია, მაგრამ ჯომ გამომწვევად დაუბღვირა დას და მაშინვე მიუგო: – როგორ არ შეიძლება. ადრევე გეტყოდით, მაგრამ ვიფიქრეთ, გოგოების ამნაირი გასართობი არ მოგეწონებოდა.
Meg lifted her eyebrows, but Jo scowled at her defiantly and said at once, "Of course you may. We should have asked you before, only we thought you wouldn't care for such a girl's game as this."
192175.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– თქვენი თამაშები ყოველთვის მომწონდა, მაგრამ თუ მეგს ჩემი აქ ყოფნა არ უნდა, წავალ.
"I always like your games, but if Meg doesn't want me, I'll go away."
192176.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– წინააღმდეგი არ ვიქნები, თუ რამეს გააკეთებ; აქ უქმად ყოფნა წესი არ არის, – სერიოზულად, თუმცა კი თავაზიანად მიუგო მეგმა.
"I've no objection, if you do something. It's against the rules to be idle here," replied Meg gravely but graciously.
192177.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– დიდი მადლობელი ვარ. ყველაფერს ვიზამ, ოღონდ ცოტა ხანს აქ მამყოფეთ, თორემ იქ, დაბლა, ისეთი მოწყენილობაა, როგორც საჰარის უდაბნოში.
Much obliged. I'll do anything if you'll let me stop a bit, for it's as dull as the Desert of Sahara down there.
192178.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ეს მოთხრობა დაამთავრე, სანამ ქუსლს მოვქსოვდე, – უთხრა ჯომ და წიგნი გაუწოდა.
"Finish this story while I set my heel," said Jo, handing him the book.
192179.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– დიახ, მემ, – გაისმა მორჩილი პასუხი და ბიჭი კითხვას შეუდგა, ცდილობდა მადლიერება გამოეხატა, რაკი პატივი დასდეს და „მუშა ფუტკრების საზოგადოებაში“ მიიღეს.
"Yes'm." was the meek answer, as he began, doing his best to prove his gratitude for the favor of admission into the "Busy Bee Society".
192180.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მოთხრობა დიდი არ გამოდგა და როცა დაასრულა, ორიოდე შეკითხვის დასმა გაბედა იმ იმედით, რომ გარჯისთვის ჯილდო ეკუთვნოდა.
The story was not a long one, and when it was finished, he ventured to ask a few questions as a reward of merit.