მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192181.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– შეიძლება გკითხოთ, მემ: ეს უაღრესად ჭკუის სასწავლი და მომხიბლავი ჩვეულება ახალია?
"Please, ma'am, could I inquire if this highly instructive and charming institution is a new one?"
192182.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ვუთხრათ? – დებს ჰკითხა მეგმა. – დაგვცინებს, – გააფრთხილა ემიმ.
"Would you tell him?" asked Meg of her sisters. "He'll laugh," said Amy warningly.
192183.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მე მგონი, მოეწონება, – დაუმატა ბეთმა.
"I guess he'll like it," added Beth.
192184.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
აბა, თქვი, ჯო, ნუ გეშინია.
Tell away, Jo, and don't be afraid.
192185.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ვინ გითხრა? – დადარაჯდა ჯო. – სულებმა. – არა, მე ვუთხარი. ერთ საღამოს ყველანი წასულები იყავით, ლორი კი ისეთი დაღონებული ჩანდა, მინდოდა, გამერთო, ვუამბე და ძალიანაც მოეწონა. ნუ დამტუქსავ, რა, ჯო, – მორიდებით გამოტყდა ბეთი.
"Who told you?" demanded Jo. "Spirits." "No, I did. I wanted to amuse him one night when you were all away, and he was rather dismal. He did like it, so don't scold, Jo," said Beth meekly.
192186.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– საიდუმლოს შენახვა არ იცი, მაგრამ არა უშავს. სამაგიეროდ ნაკლები საწუხარი გვექნება.
"You can't keep a secret. Never mind, it saves trouble now".
192187.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– განაგრძე, გთხოვ, – თქვა ლორიმ, როცა ჯო, ცოტა არ იყოს, უკმაყოფილო იერით ჩაეფლო საქმეში.
"Go on, please," said Laurie, as Jo became absorbed in her work, looking a trifle displeased.
192188.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ჩვენი ახალი გეგმის ამბავი არ უთქვამს? მოკლედ, ვეცადეთ, არდადეგები ფუჭად არ დაგვკარგვოდა, ყველამ ჩვენ-ჩვენი მიზანი ავირჩიეთ და მოწადინებით ვშრომობდით იმ მიზნის მისაღწევად.
Oh, didn't she tell you about this new plan of ours? Well, we have tried not to waste our holiday, but each has had a task and worked at it with a will.
192189.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
არდადეგები სადაცაა დამთავრდება, რაც ნაკისრი გვქონდა, გავაკეთეთ და გვიხარია, რომ არ გვიმცონარია.
The vacation is nearly over, the stints are all done, and we are ever so glad that we didn't dawdle.
192190.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– დედას უნდა, რაც შეიძლება მეტხანს ვიყოთ სუფთა ჰაერზე, ჰოდა აქ მოგვაქვს სამუშაო და მშვენივრად ვერთობით.
Mother likes to have us out-of-doors as much as possible, so we bring our work here and have nice times.
192191.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
სახალისოდ ჩვენს ნივთებს ამ აბგებში ვალაგებთ, ძველ შლაპებს ვიხურავთ, აღმართზე ჯოხებს ვიბჯენთ, ამოვდივართ გორაკზე და „პილიგრიმობანას“ ვთამაშობთ, როგორც ოდესღაც, წლების წინ.
For the fun of it we bring our things in these bags, wear the old hats, use poles to climb the hill, and play pilgrims, as we used to do years ago.
192192.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ამ გორაკს „საამურ მთას“ ვეძახით, იმიტომ რომ აქედან შეგვიძლია ძირს გადავიხედოთ და ის ქვეყანა დავინახოთ, სადაც, იმედი გვაქვს, ოდესმე დავსახლდებით.
We call this hill the Delectable Mountain, for we can look far away and see the country where we hope to live some time.
192193.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მზე ჩასვლის აპირებდა და ცა შემოდგომის დაისის დიდებულებით ბრწყინავდა.
The sun was low, and the heavens glowed with the splendor of an autumn sunset.
192194.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
გორაკების წვეროებზე ოქროსფერი და მეწამული ღრუბლები მოჩანდა, ხოლო მოწითალო შუქში აღმართული მოვერცხლისფერო-მოთეთრო მწვერვალები ისე ელავდნენ, როგორც ზეციური ქალაქის მოხდენილი შპილები.
Gold and purple clouds lay on the hilltops, and rising high into the ruddy light were silvery white peaks that shone like the airy spires of some Celestial City.
192195.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ეს სურათი ხშირად ჩანს და ჩვენც ვტკბებით ხოლმე, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირია, ოღონდ მუდამ დიდებული, – გაეპასუხა ემი და ისურვა, ნეტავი დამახატვინაო.
It's often so, and we like to watch it, for it is never the same, but always splendid," replied Amy, wishing she could paint it.
192196.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ეგ მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ მე მინდა, აი, ის ქვეყანა იყოს ნამდვილი, რომელიც ზემოთ მოჩანს და ყველანი მოვხვდეთ იქ, – ფიქრიანად თქვა ბეთმა.
"It would be nice, but I wish the beautiful country up there was real, and we could ever go to it," said Beth musingly.
192197.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მაგაზე უკეთესი ქვეყანაც არის და იქ ერთხელაც ყველანი მოვხვდებით, თუკი კარგად მოვიქცევით, – ტკბილი ხმით მიუგო მეგმა.
"There is a lovelier country even than that, where we shall go, by-and-by, when we are good enough," answered Meg with her sweetest voice.
192198.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მე ახლავე მინდა გავფრინდე და იმ დიდებულ ჭიშკარში შევიდე.
I want to fly away at once and go in at that splendid gate.
192199.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ალბათ, მეც დაგემგზავრები, თუ ეს განუგეშებს.
You'll have me for company, if that's any comfort.
192200.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მეც ბევრი წანწალი დამჭირდება, სანამ ზეციურ ქალაქს ვიხილავდე.
I shall have to do a deal of traveling before I come in sight of Celestial City.