მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192201.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
თუ გვიან მოვაღწიე, სიტყვას ხომ შემაწევ, ბეთ? ბიჭს რაღაც ისეთი დაემჩნა სახეზე, რომ მისი პატარა მეგობარი შეწუხდა, მაგრამ ცვალებად ღრუბლებს მიაპყრო წყნარი მზერა და ხალისით მიუგო: – თუ ადამიანს მართლა უნდა იქ მოხვედრა და მართლა მთელი სიცოცხლე ცდილობს, მე მგონი, მოხვდება, იმიტომ რომ არა მგონია, იქ კარს ბოქლომები ედოს ან ჭიშკართან მცველები იდგნენ.
"If I arrive late, you'll say a good word for me, won't you, Beth?" Something in the boy's face troubled his little friend, but she said cheerfully, with her quiet eyes on the changing clouds, "If people really want to go, and really try all their lives, I think they will get in, for I don't believe there are any locks on that door or any guards at the gate".
192202.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მე იქაურობა მუდამ ისეთი წარმომიდგენია, როგორიც იმ სურათზეა, სადაც მოელვარე ფიგურები ხელს უწვდიან და ეგებებიან მდინარიდან ამომავალ საბრალო ქრისტიანს.
I always imagine it is as it is in the picture, where the shining ones stretch out their hands to welcome poor Christian as he comes up from the river.
192203.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– რა კარგი იქნება, არა, ეს ჩვენი ოცნების კოშკები ნამდვილი რომ გახდეს და მასში ცხოვრება მოვახერხოთ?! – თქვა ჯომ ხანმოკლე პაუზის შემდეგ.
"Wouldn't it be fun if all the castles in the air which we make could come true, and we could live in them?" said Jo, after a little pause.
192204.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მე იმდენი კოშკი მაქვს აგებული, გამიჭირდება არჩევა, რომელში დავსახლდე, – მიუგო ბალახზე წამოწოლილმა ლორიმ, რომელიც გირჩებს ესროდა გამცემ ციყვს.
"I've made such quantities it would be hard to choose which I'd have," said Laurie, lying flat and throwing cones at the squirrel who had betrayed him.
192205.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ის უნდა აირჩიო, რომელიც ყველაზე უფრო გიყვარს. ეგ რომელია? – ჰკითხა მეგმა.
"You'd have to take your favorite one. What is it?" asked Meg.
192206.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მას მერე, რაც იმდენს ვიმოგზაურებდი, რამდენიც მომინდებოდა, გერმანიაში დავსახლდებოდი და მუსიკას იმდენ ხანს მოვისმენდი, რამდენიც მესიამოვნებოდა.
After I'd seen as much of the world as I want to, I'd like to settle in Germany and have just as much music as I choose.
192207.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მე თვითონაც განთქმული მუსიკოსი გავხდებოდი და მთელი ქვეყანა ჩემს მოსასმენად მოაწყდებოდა.
I'm to be a famous musician myself, and all creation is to rush to hear me.
192208.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
არც ფულის დარდი მექნებოდა და არც საქმეებისა, მხოლოდ გავერთობოდი და იმისთვის ვიცხოვრებდი, რაც მომწონს.
And I'm never to be bothered about money or business, but just enjoy myself and live for what I like.
192209.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
აი, ეგ არის ჩემი საყვარელი კოშკი. შენი როგორიღაა, მეგ?
That's my favorite castle. What's yours, Meg?
192210.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მარგარეტს შეეტყო, გაუჭირდა თქმა, სახესთან ტოტი დაინიავა, თითქოს წარმოსახულ ქინქლებს აფრთხობსო და ნელა თქვა: – მე ლამაზი სახლი მინდა, ათასნაირი ფუფუნებით სავსე – კარგი საჭმელიც იყოს, ლამაზი ტანსაცმელიც, ძვირფასი ავეჯიც, საამური ხალხიცა და ბლომად ფულიც.
Margaret seemed to find it a little hard to tell hers, and waved a brake before her face, as if to disperse imaginary gnats, while she said slowly, "I should like a lovely house, full of all sorts of luxurious things—nice food, pretty clothes, handsome furniture, pleasant people, and heaps of money".
192211.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მე დიასახლისი ვიქნები და ყველაფერს ისე მივხედავ, როგორც მინდა, ქვეყნის მოსამსახურე მეყოლება და არაფრის კეთება არ დამჭირდება.
I am to be mistress of it, and manage it as I like, with plenty of servants, so I never need work a bit.
192212.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
რა ბედნიერი ვიქნებოდი! კი არ ვიმცონარებდი, ისეთ კეთილ საქმეებს ჩავიდენდი, რომ ყველას თავს შევაყვარებდი.
How I should enjoy it! For I wouldn't be idle, but do good, and make everyone love me dearly.
192213.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მაგ შენი ოცნების კოშკისთვის პატრონი არ გინდა? – ეშმაკურად ჰკითხა ლორიმ.
"Wouldn't you have a master for your castle in the air?" asked Laurie slyly.
192214.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ხომ ვთქვი, საამური ხალხი-მეთქი, – და მეგი ფაქიზად შეუდგა ფეხსაცმლის თასმის შეკვრას, რომ სახე არავისთვის დაენახვებინა.
"I said "pleasant people", you know," and Meg carefully tied up her shoe as she spoke, so that no one saw her face.
192215.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– იმას რატომ არ ამბობ, მშვენიერი, ჭკვიანი და კეთილი ქმარი და ანგელოზებივით შვილებიც მინდაო?
Why don't you say you'd have a splendid, wise, good husband and some angelic little children?
192216.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ხომ იცი, უმაგათოდ შენი კოშკი სრულყოფილი ვერ იქნება, – მიახალა პირში მთქმელმა ჯომ.
"You know your castle wouldn't be perfect without," said blunt Jo.
192217.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– აი, შენ კი არაფერი გექნება შენს კოშკში ცხენების, სამელნეებისა და წიგნების გარდა, – ეწყინა მეგს.
"You'd have nothing but horses, inkstands, and novels in yours," answered Meg petulantly.
192218.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მე არაბული ბედაურებით სავსე თავლა და წიგნებით სავსე ოთახები მექნებოდა, კალამს კი ჯადოსნურ სამელნეში ჩავაწებდი, რომ ჩემს ქმნილებებსაც ისე გაეთქვა სახელი, როგორც ლორის მუსიკას.
I'd have a stable full of Arabian steeds, rooms piled high with books, and I'd write out of a magic inkstand, so that my works should be as famous as Laurie's music.
192219.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მაგრამ სანამ ჩემს კოშკში შევიდოდე, მინდა რამე გამორჩეული ჩავიდინო – გმირული ან საოცარი, რაც ჩემი სიკვდილის მერეც ეხსომებათ.
I want to do something splendid before I go into my castle, something heroic or wonderful that won't be forgotten after I'm dead.
192220.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ზუსტად არ ვიცი, რა, მაგრამ შემთხვევას ველი და ვაპირებ ერთ დღესაც ყველანი გაგაოგნოთ.
I don't know what, but I'm on the watch for it, and mean to astonish you all some day.