მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192221.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ალბათ, წიგნებს დავწერ, მდიდარი და სახელოვანი გავხდები, აი, ეგ მინდა, თუ მინდა და ჩემი საყვარელი ოცნებაც ეგ არის.
I think I shall write books, and get rich and famous, that would suit me, so that is my favorite dream.
192222.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ჩემი კი ის, რომ შინ დავრჩე, დედასთან და მამასთან ერთად და ოჯახის მოვლაში დავეხმარო, – კმაყოფილებით თქვა ბეთმა.
"Mine is to stay at home safe with Father and Mother, and help take care of the family," said Beth contentedly.
192223.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– სხვა არაფერი გინდა? – ჰკითხა ლორიმ.
"Don't you wish for anything else?" asked Laurie.
192224.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მას მერე, რაც ჩემი პატარა პიანინო მაქვს, სულ მთლად ბედნიერი ვარ. მხოლოდ ის მინდა, ყველანი კარგად და ერთად ვიყოთ, სხვა არაფერი.
"Since I had my little piano, I am perfectly satisfied. I only wish we may all keep well and be together, nothing else."
192225.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– სამაგიეროდ, მე მინდა ბევრზე ბევრი რამე, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ მხატვარი გავხდე, რომში წავიდე, მშვენიერი სურათები ვხატო და მსოფლიოში ყველაზე უკეთესი მხატვარი ვიყო, – ასეთი იყო ემის მოკრძალებული სურვილი.
"I have ever so many wishes, but the pet one is to be an artist, and go to Rome, and do fine pictures, and be the best artist in the whole world," was Amy's modest desire.
192226.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ბეთის გარდა ყველას გვინდა, მდიდარი, სახელგანთქმული და ყოველმხრივ ბრწყინვალე გავხდეთ.
Every one of us, but Beth, wants to be rich and famous, and gorgeous in every respect.
192227.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მართლა მაინტერესებს, შევისრულებთ ამ ჩვენს სურვილებს თუ ვერა? – წაილაპარაკა ფიქრებში წასულმა, ბოჩოლასავით ბალახის ღეჭვაში გართულმა ლორიმ.
"I do wonder if any of us will ever get our wishes," said Laurie, chewing grass like a meditative calf.
192228.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– აი, ჩემი! – და ემიმ ფანქარი გააქნია.
"Here's mine!" and Amy waved her pencil.
192229.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მე კი არა მაქვს, – საწყლად თქვა მეგმა.
"I haven't got any," said Meg forlornly.
192230.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– დაიცა და ნახავ, ხეირი თუ არ მოგიტანს, – მიუგო ბიჭმა და გაეცინა: ის პატარა, მშვენიერი საიდუმლო გაახსენდა, რომელიც, თავისი ვარაუდით, მის გარდა არავინ იცოდა.
"Wait and see if it doesn't bring you something worth having," replied the boy, laughing at the thought of a charming little secret which he fancied he knew.
192231.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
აწითლებულმა მეგმა ტოტი აიფარა, კითხვით აღარაფერი უკითხავს და მდინარეს მიაცქერდა იმავე მომლოდინე გამომეტყველებით, რაც მისტერ ბრუკს ჰქონდა, როცა რაინდის ამბავს ჰყვებოდა.
Meg colored behind the brake, but asked no questions and looked across the river with the same expectant expression which Mr. Brooke had worn when he told the story of the knight.
192232.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ათი წლის შემდეგ, თუ ყველანი ცოცხლები ვიქნებით, შევიკრიბოთ და ვნახოთ, რამდენი სურვილი აგვისრულდა ან დღევანდელთან შედარებით რამდენად მივუახლოვდით იმ სურვილების ასრულებას, – თქვა ჯომ, რომელსაც მუდამ მზად ჰქონდა გეგმა.
"If we are all alive ten years hence, let's meet, and see how many of us have got our wishes, or how much nearer we are then than now," said Jo, always ready with a plan.
192233.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– ღმერთო, მიშველე! რა ბებერი ვიქნები: ოცდაშვიდი წლისა! – წამოიძახა მეგმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შესრულდა ჩვიდმეტისა და მთლად დიდი ეგონა თავი.
"Bless me! How old I shall be, twenty-seven!" exclaimed Meg, who felt grown up already, having just reached seventeen.
192234.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მე და შენ ოცდაექვსისები ვიქნებით, ტედი, ბეთი – ოცდაოთხისა და ემი – ოცდაორისა. რა ხანდაზმულთა გუნდი შევიყრებით! – თქვა ჯომ.
"You and I will be twenty-six, Teddy, Beth twenty-four, and Amy twenty two. What a venerable party!" said Jo.
192235.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– იმედია, მაგ დროისთვის უკვე გაკეთებული მექნება რამე ისეთი, რომ ვიამაყო, მაგრამ ჩემი სიზარმაცე რომ ვიცი, ალბათ მაინც ვიმცონარებ, ჯო.
"I hope I shall have done something to be proud of by that time, but I'm such a lazy dog, I'm afraid I shall dawdle, Jo."
192236.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– დედა შენზე ამბობს, სტიმული სჭირდებაო და როცა ეგ სტიმული გექნება, დარწმუნებულია, რომ მშვენივრად იმუშავებ.
"You need a motive, Mother says, and when you get it, she is sure you'll work splendidly.
192237.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
მეჯავრება ჩაი, აბრეშუმი, სანელებლები და სხვა ხარახურა, რაც იმისი ძველი გემებით მოდის, და როცა იმ გემების პატრონი გავხდები, ერთი წამითაც არ ვიდარდებ, ადრე წავლენ ფსკერისკენ თუ გვიან.
I hate tea and silk and spices, and every sort of rubbish his old ships bring, and I don't care how soon they go to the bottom when I own them.
192238.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
წესით, უნივერსიტეტში რომ ვისწავლი, უნდა იმყოფინოს, იმიტომ რომ, თუ მე ოთხ წელიწადს დავკარგავ მისთვის, ისიც უნდა ადგეს და იმ თავისი საქმიდან გამომიშვას, მაგრამ კერპია და ალბათ მეც იმის კეთება მომიწევს, რასაც ის აკეთებდა, თუკი არ გავიქეცი და ჩემს ნებაზე არ ვიცხოვრე, როგორც მამაჩემმა ქნა.
Going to college ought to satisfy him, for if I give him four years he ought to let me off from the business. But he's set, and I've got to do just as he did, unless I break away and please myself, as my father did.
192239.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ისეთი ვინმე რომ იყოს, ვინც ბერიკაცთან დარჩებოდა, ხვალვე მოვუსვამდი.
If there was anyone left to stay with the old gentleman, I'd do it tomorrow.
192240.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ლორი მღელვარედ ლაპარაკობდა და აშკარა იყო, უმცირესი საბაბიც ეყოფოდა მუქარის ასასრულებლად, რადგან სწრაფად იზრდებოდა და მიუხედავად უქმად ყოფნისკენ მიდრეკილებისა, ყველა ყმაწვილკაცივით ეჯავრებოდა, როცა ვინმეზე იყო დამოკიდებული და ყველა ყმაწვილკაცივით დაუცხრომლად სწყუროდა, ცხოვრებაში თავი გამოეცადა.
Laurie spoke excitedly, and looked ready to carry his threat into execution on the slightest provocation, for he was growing up very fast and, in spite of his indolent ways, had a young man's hatred of subjection, a young man's restless longing to try the world for himself.