მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192241.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– გირჩევ, რომელიმე თქვენი გემით გაცურო და შინ არ დაბ რუნდე, სანამ შენს ჭკუაზე ცხოვრება არ მოგბეზრდება, – უთხრა ჯომ, რომლის წარმოსახვაც ააგიზგიზა ესოდენ გაბედულმა საგმირო საქმემ.
"I advise you to sail away in one of your ships, and never come home again till you have tried your own way," said Jo, whose imagination was fired by the thought of such a daring exploit.
192242.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ეგრე არ უნდა ილაპარაკო და არც ლორიმ უნდა დაუგდოს ყური შენს ცუდ რჩევას.
You mustn't talk in that way, and Laurie mustn't take your bad advice.
192243.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
შენ ის უნდა გააკეთო, რაც პაპაშენს უნდა, ჩემო კარგო ბიჭო, – უაღრესად დედობრივი ხმით ურჩია ბიჭს მეგმა.
"You should do just what your grandfather wishes, my dear boy," said Meg in her most maternal tone.
192244.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– როცა დაინახავს, რომ გინდა აამო, დარწმუნებული ვარ, არც მკაცრად მოგექცევა და არც უსამართლოდ.
When he sees that you try to please him, I'm sure he won't be hard on you or unjust to you.
192245.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
შენ თვითონ ამბობ, ისეთი არავინ არის, პაპასთან რომ დარჩეს, ჰოდა, თავს ვერასოდეს აპატიებ, თუ უნებართვოდ მიატოვებ.
As you say, there is no one else to stay with him, and you'd never forgive yourself if you left him without his permission.
192246.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მხოლოდ ის, რაც პაპაშენმა გვითხრა: რა კარგად პატრონობდა დედას სიკვდილამდე და ის რომ მარტო არ დაეტოვებინა, უცხოეთში რომელიღაც კარგ ოჯახში გუვერნანტად არ წავიდა.
Only what your grandpa told us about him, how he took good care of his own mother till she died, and wouldn't go abroad as tutor to some nice person because he wouldn't leave her.
192247.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ახლა კი იმ მოხუც ქალს ინახავს, ვინც დედამისს უვლიდა, თან ამ ამბებზე ხმას არავისთან იღებს და ძალიან დიდსულოვანი, მომთმენი და კეთილი ადამიანია.
And how he provides now for an old woman who nursed his mother, and never tells anyone, but is just as generous and patient and good as he can be.
192248.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ბრუკი ვერც კი ხვდება, რატომ იჩენს მისდამი სიკეთეს დედათქვენი, რატომ ეპატიჟება სახლში ჩემთან ერთად და რატომ ექცევა ისე კარგად და მეგობრულად, როგორც საერთოდ სჩვევია.
Brooke couldn't understand why your mother was so kind to him, asking him over with me and treating him in her beautiful friendly way.
192249.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
თუ როდისმე ოცნება ავისრულე, ნახავთ, რა ვუზამ ბრუკს.
If ever I do get my wish, you see what I'll do for Brooke.
192250.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– მოდი, ახლავე ქენი სიკეთე და სიცოცხლეს ნუღარ გაუმწარებ, – მკაცრად უთხრა მეგმა.
"Begin to do something now by not plaguing his life out," said Meg sharply.
192251.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– როცა მიდის ხოლმე, სახეზე ვატყობ.
I can always tell by his face when he goes away.
192252.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
თუ კარგად იქცეოდი, კმაყოფილია და მკვირცხლი ნაბიჯით მიდის და თუ გააჯავრე, დაღონებულია და ნელა მიდის, თითქოს უნდა, დაბრუნდეს და რაც გასაკეთებელი ჰქონდა, უკეთესად გააკეთოსო.
If you have been good, he looks satisfied and walks briskly. If you have plagued him, he's sober and walks slowly, as if he wanted to go back and do his work better.
192253.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ვხედავ ხოლმე, როგორ გიკრავს თავს და გიღიმის, როცა შენს ფანჯარას ჩაუვლის, მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ტელეგრაფი გქონდათ გამართული?
I see him bow and smile as he passes your window, but I didn't know you'd got up a telegraph."
192254.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ნუ ბრაზობ და გეხვეწები, არ უამბო, რაც გითხარი!
Don't be angry, and oh, don't tell him I said anything!
192255.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– გეხვეწები, ნუ გწყინს.
Please don't be offended.
192256.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
უბრალოდ, არ მინდოდა ჯოს ისეთი რამის ჩასადენად წაექეზებინე, რასაც მერე ინანებდი.
I only thought Jo was encouraging you in a feeling which you'd be sorry for by-and-by.
192257.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
შენ ძალიან კარგად გვექცევი, ჩვენც ძმად გთვლით და იმას ვამბობთ, რასაც ვფიქრობთ.
You are so kind to us, we feel as if you were our brother and say just what we think.
192258.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ლორის თავისი წამიერი ბრაზისა შერცხვა, ჩაბღუჯა პატარა, ნაზი ხელი და ალალად მიუგო: – პატიებას მე უნდა გთხოვდეთ.
Ashamed of his momentary pique, Laurie squeezed the kind little hand, and said frankly, "I'm the one to be forgiven".
192259.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ძალიანაც მომწონს, რომ პირდაპირ მეუბნებით, რა ნაკლიც მაქვს და დებივით მექცევით, ჰოდა, ნუ გეწყინებათ, თუ ხანდახან ვიბუზღუნებ.
I like to have you tell me my faults and be sisterly, so don't mind if I am grumpy sometimes.
192260.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
დიდი მადლობელი ვარ თქვენი.
I thank you all the same.