მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192261.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
ცხარე კამათი ჰქონდათ გამართული კუთა საოჯახო წეს-ჩვეულებებზე (ერთი ამ მშვენიერ არსებათაგანი ცოტა ხნის წინ ამოცოცდა მდინარიდან გორაკზე), როცა ზარის ხმამ შეატყობინა, რომ ჰანას ჩაი დაეყენებინა და სწორედ იმდენი დრო რჩებოდათ, შინ ვახშმისთვის მიესწროთ.
In the midst of an animated discussion on the domestic habits of turtles (one of those amiable creatures having strolled up from the river), the faint sound of a bell warned them that Hannah had put the tea "to draw", and they would just have time to get home to supper.
192262.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
– შეიძლება, კიდევ მოვიდე? – იკითხა ლორიმ. – ჰო, თუ კარგად მოიქცევი და წიგნი გეყვარება, როგორც პირველკლასელ ბიჭუნებს ეტყვიან ხოლმე, – ღიმილით მიუგო მეგმა. – ვეცდები.
"May I come again?" asked Laurie. "Yes, if you are good, and love your book, as the boys in the primer are told to do," said Meg, smiling. "I'll try."
192263.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 13
იმ საღამოს, როცა ბინდბუნდში ბეთი მისტერ ლორენსისთვის უკრავდა, ფარდის ჩრდილში მდგარი ლორიც უსმენდა „პატარა დავითს“, რომლის მარტივი მელოდია მუდამ უმშვიდებდა სულს და ბერიკაცს გასცქეროდა, რომელსაც ჭაღარა თავი ხელზე ჩამოეყრდნო და სინაზით ფიქრობდა გარდაცვლილ ბავშვზე, რომელიც ძალიან უყვარდა.
That night, when Beth played to Mr. Laurence in the twilight, Laurie, standing in the shadow of the curtain, listened to the little David, whose simple music always quieted his moody spirit, and watched the old man, who sat with his gray head on his hand, thinking tender thoughts of the dead child he had loved so much.
192264.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მზე ორი თუ სამი საათის განმავლობაში იცქირებოდა მაღალ სარკმელში და ანათებდა ძველ დივანზე მჯდარ ჯოს, რომელიც გულმოდგინედ წერდა, მის წინ, სკივრზე, ფურცლები იყო გაშლილი, მოშინაურებული ვირთხა, „ფხაჭუნა“ კი მაღლა, კოჭებზე გადი-გამოდიოდა უფროსი ვაჟის, მშვენიერი ყმაწვილის თანხლებით, რომელსაც აშკარად ეამაყებოდა თავისი ულვაშები.
For two or three hours the sun lay warmly in the high window, showing Jo seated on the old sofa, writing busily, with her papers spread out upon a trunk before her, while Scrabble, the pet rat, promenaded the beams overhead, accompanied by his oldest son, a fine young fellow, who was evidently very proud of his whiskers.
192265.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
გადაწვა დივანზე, გულისყურით გადაიკითხა ხელნაწერი და ბლომად ძახილის ნიშნები დაამატა, რომლებიც პაწია ბუშტებს ჰგავდა.
Lying back on the sofa, she read the manuscript carefully through and put in many exclamation points, which looked like little balloons.
192266.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მერე დაახვია, ხარისხიანი წითელი ლენტით შეკრა, ჩამოჯდა და ისეთი სერიოზული, ფიქრიანი იერით დააცქერდა, რომ ცხადი იყო, რა საფუძვლიანი შრომა ჰქონდა გაწეული.
Then she tied it up with a smart red ribbon, and sat a minute looking at it with a sober, wistful expression, which plainly showed how earnest her work had been.
192267.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
სწორედ ამ თუნუქის საცავიდან ამოიღო ჯომ მეორე ხელნაწერი, ორივე ჯიბეში ჩაიდო და ფრთხილად ჩაიპარა დაბლა, მეგობრებს კი საღრღნელად კალმები დაუტოვა, ხოლო გემოს გასასინჯად – მელანი.
From this tin receptacle Jo produced another manuscript, and putting both in her pocket, crept quietly downstairs, leaving her friends to nibble on her pens and taste her ink.
192268.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
რაც შეეძლო, უხმაუროდ დაიხურა შლაპა და შემოიცვა ჟაკეტი, მივიდა უკანა ფანჯარასთან, რომელიც დაბალი პარმაღის სახურავზე გადიოდა, იქიდან ბალახოვან ყრილზე დახტა და შემოვლითი გზით გავიდა შარაზე.
She put on her hat and jacket as noiselessly as possible, and going to the back entry window, got out upon the roof of a low porch, swung herself down to the grassy bank, and took a roundabout way to the road.
192269.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
იქ გასული დაშოშმინდა, გააჩერა ჩამოვლილი ომნიბუსი და ერთობ მხიარული და იდუმალი იერით გაქროლდა ქალაქისკენ.
Once there, she composed herself, hailed a passing omnibus, and rolled away to town, looking very merry and mysterious.
192270.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
შესასვლელის პოვნა ცოტა გაუჭირდა, მერე შევიდა, ახედა ბინძურ კიბეს, გაშეშებული იდგა ერთ წუთს, ბოლოს კი ერთბაშად გამოხტა ქუჩაში და ისევე მკვირცხლად წავიდა, როგორც მოვიდა.
Having found the place with some difficulty, she went into the doorway, looked up the dirty stairs, and after standing stock still a minute, suddenly dived into the street and walked away as rapidly as she came.
192271.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ეს მანევრი რამდენჯერმე გაიმეორა ვიღაც შავთვალა ყმაწვილი ჯენტლმენის გასახარად, რომელიც ქუჩის იქითა მხარეს მდგარი შენობის ფანჯარასთან სავარძელში მოკალათებულიყო.
This maneuver she repeated several times, to the great amusement of a black-eyed young gentleman lounging in the window of a building opposite.
192272.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მესამედ დაბრუნებული ჯო თავს მოერია, შლაპა თვალებზე ჩამოიფხატა და ისე აჰყვა კიბეს, თითქოს ყველა კბილი ერთად უნდა დააძრონო.
On returning for the third time, Jo gave herself a shake, pulled her hat over her eyes, and walked up the stairs, looking as if she were going to have all her teeth out.
192273.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
შესასვლელს სხვა აბრებთან ერთად სტომატოლოგის აბრაც ამკობდა და ყმაწვილი ჯენტლმენი ჯერ წყვილ ხელოვნურ ყბას მიაცქერდა, რომლებიც ნელა იღებოდა და იმუწებოდა, რათა გამვლელებს ლამაზი კბილებისკენ გაჰქცეოდათ თვალი, მერე ჩაიცვა პალტო, დაიხურა შლაპა, ქუჩის მეორე მხარეს, კართან გუშაგად დადგა და ღიმილით ჩაილაპარაკა (თუმცა, თან გააჟრჟოლა):
There was a dentist's sign, among others, which adorned the entrance, and after staring a moment at the pair of artificial jaws which slowly opened and shut to draw attention to a fine set of teeth, the young gentleman put on his coat, took his hat, and went down to post himself in the opposite doorway, saying with a smile and a shiver:
192274.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მაგრამ თუ გაუჭირდა, ვინმე მაინც დასჭირდება, შინ რომ მიაცილოს.
But if she has a bad time she'll need someone to help her home.
192275.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ათ წუთში ჯომ კიბე ჩამოირბინა; სახე ასწითლებოდა და, ზოგადად, ისეთი ადამიანის იერი ჰქონდა, ვისაც, ის-ის იყო, რაღაც განსაცდელი გამოევლო.
In ten minutes Jo came running downstairs with a very red face and the general appearance of a person who had just passed through a trying ordeal of some sort.
192276.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ყმაწვილი ჯენტლმენის დანახ ვა ოდნავაც არ გახარებია, თავი დაუკრა და ჩაუარა.
When she saw the young gentleman she looked anything but pleased, and passed him with a nod.
192277.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მაგრამ ის მიჰყვა და თანაგრძნობით ჰკითხა: – ძალიან გაგიჭირდა?
But he followed, asking with an air of sympathy, "Did you have a bad time?"
192278.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ჰო, მადლობა ღმერთს!
"Yes, thank goodness!"
192279.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მარტო რად წამოხვედი?
"Why did you go alone?"
192280.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– არ მინდოდა, ვინმეს გაეგო.
"Didn't want anyone to know."