მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192281.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
რამდენი მოიშორე? ჯომ ისე გახედა მეგობარს, თითქოს ვერ ხვდება, რა უთხრესო, მერე კი ისეთი სიცილი აუტყდა, გეგონებოდა, კარგი ხუმრობა მოისმინაო.
"How many did you have out?" Jo looked at her friend as if she did not understand him, then began to laugh as if mightily amused at something.
192282.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ორი მინდა მოვიშორო, მაგრამ ერთ კვირა უნდა დავიცადო.
"There are two which I want to have come out, but I must wait a week."
192283.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– რას იცინი? რაღაც ეშმაკობა გაქვს ჩაფიქრებული, ჯო, – თქვა ლორიმ.
"What are you laughing at? You are up to some mischief, Jo," said Laurie.
192284.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
რას აკეთებდით იმ საბილიარდოში, სერ?
What were you doing, sir, up in that billiard saloon?
192285.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– დიდი ბოდიში, მემ, მაგრამ საბილიარდო კი არა, ტანვარჯიშის დარბაზია და ფარიკაობის გაკვეთილზე გახლდით.
"Begging your pardon, ma'am, it wasn't a billiard saloon, but a gymnasium, and I was taking a lesson in fencing."
192286.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მეც მასწავლი და მერე „ჰამლეტს“ დავდგამთ, შენ ლაერტი იქნები და ფარიკაობის მშვენიერ სცენას გავითამაშებთ.
"You can teach me, and then when we play Hamlet, you can be Laertes, and we'll make a fine thing of the fencing scene".
192287.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ლორის გულიანი, ბიჭური სიცილი აუტყდა და რამდენიმე გამვლელს უნებურად გაეღიმა ამ სიცილზე.
Laurie burst out with a hearty boy's laugh, which made several passers-by smile in spite of themselves.
192288.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– გინდ დავდგათ „ჰამლეტი“ და გინდ არა, მაინც გასწავლი.
I'll teach you whether we play Hamlet or not.
192289.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მშვენიერი გასართობია და ბეჭებსაც კარგად გაგისწორებს, მაგრამ არა მგონია, მარტო მაგიტომ გეთქვა, გამიხარდაო, თანაც ისე გადაჭრით, როგორც თქვი. ეგრეა?
It's grand fun and will straighten you up capitally. But I don't believe that was your only reason for saying "I'm glad" in that decided way, was it now?"
192290.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– გამიხარდა, რომ საბილიარდოში არ იყავი და იმედი მაქვს, არც არასოდეს დადიხარ მაგნაირ ადგილებში.
I was glad that you were not in the saloon, because I hope you never go to such places.
192291.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ბილიარდი შინაც მაქვს, მაგრამ თუ კარგი მოთამაშეები არ გყავს, უინტერესოა.
I have billiards at home, but it's no fun unless you have good players.
192292.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– უჰ! ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ თანდათან უფრო და უფრო მოგეწონება, დროსა და ფულს დაკარგავ და იმ საშინელ ბიჭებს დაემგვანები.
"Oh, I'm so sorry, for you'll get to liking it better and better, and will waste time and money, and grow like those dreadful boys.
192293.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მე კი ვიმედოვნებდი, ღირსეულ ადამიანად დარჩებოდი და მეგობრებს საამაყოდ ეყოლებოდი, – თქვა და თავი გადააქნია ჯომ.
"I did hope you'd stay respectable and be a satisfaction to your friends," said Jo, shaking her head.
192294.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– არ შეიძლება, ადამიანმა ხანდახან უწყინარ გართობაში გაატაროს დრო და მაინც ღირსეულ ადამიანად დარჩეს? – იკითხა ლორიმ.
"Can't a fellow take a little innocent amusement now and then without losing his respectability?" asked Laurie.
192295.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ჯერჯერობით შლაპების კოლოფების გამოღება არ სჭირდება.
Well, she needn't get out her bandboxes yet.
192296.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– წმინდანებს ვერ ვიტან. უბრალო, პატიოსანი და წესიერი ბიჭი იყავი და თავის დღეში არ მიგატოვებთ.
I can't bear saints. Just be a simple, honest, respectable boy, and we'll never desert you.
192297.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
არც კი ვიცი, რას ვიზამ, მისტერ კინგის ვაჟივით რომ მოიქცე.
I don't know what I should do if you acted like Mr. King's son.
192298.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ფული თავზე საყრელი ჰქონდა, მაგრამ არ იცოდა, რაში დაეხარჯა, ლოთობას და ბანქოს თამაშს გადაჰყვა, შინიდან გაიქცა და, მგონი, მამამისის სახელიც კი გადაავიწყდა; ერთი სიტყვით, საზიზღრობა იყო.
He had plenty of money, but didn't know how to spend it, and got tipsy and gambled, and ran away, and forged his father's name, I believe, and was altogether horrid.
192299.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– შენი აზრით, მეც მაგნაირებს ვიკადრებ? დიდი მადლობელი ვარ.
"You think I'm likely to do the same? Much obliged".
192300.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– არა, მაგრამ გამიგონია, ხალხი ამბობს, ფული დიდი საცდურიაო და ხანდახან მინდა, ღარიბი იყო: შენი დარდი აღარ მექნებოდა.
No, but I hear people talking about money being such a temptation, and I sometimes wish you were poor.