მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192301.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მაშ, დარდობ ჩემზე, ჯო?
Do you worry about me, Jo?
192302.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ცოტათი, როცა უგუნებობა და უკმაყოფილება შემოგიტევს ხოლმე, იმიტომ რომ ისეთი ნებისყოფის პატრონი ხარ, ერთხელ გზას რომ ასცდე, მერე ძნელი იქნება შენი გაჩერება.
"A little, when you look moody and discontented, as you sometimes do, for you've got such a strong will, if you once get started wrong, I'm afraid it would be hard to stop you".
192303.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
რამდენიმე წუთს ლორი ჩუმად მიდიოდა, ჯო გახედავდა ხოლმე, ნანობდა, ენას კბილი რატომ არ დავაჭირეო.
Laurie walked in silence a few minutes, and Jo watched him, wishing she had held her tongue.
192304.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– სახლამდე მთელი გზა ლექციები უნდა მიკითხო? – ჰკითხა ცოტა ხანში.
"Are you going to deliver lectures all the way home?" he asked presently.
192305.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– არა, რა თქმა უნდა. რა იყო? – ის, რომ, თუ მაგას აპირებ, ომნიბუსით წავალ, და თუ არა, ერთად ვიაროთ ფეხით, რაღაც საინტერესო უნდა გითხრა.
"Of course not. Why?" "Because if you are, I'll take a bus. If you're not, I'd like to walk with you and tell you something very interesting".
192306.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ძალიან კარგი, მაშ, წავედით.
"Very well, then, come on.
192307.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ოღონდ საიდუმლოა და თუ გეტყვი, შენც უნდა მითხრა შენი საიდუმლო. – მე არანაირი საიდუმლო არა მაქვს, – დაიწყო ჯომ და იქვე შედგა: გაახსენდა, რომ ჰქონდა.
"It's a secret, and if I tell you, you must tell me yours". "I haven't got any," began Jo, but stopped suddenly, remembering that she had.
192308.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– იცი, რომ გაქვს და დამალვაც არაფრისა შეგიძლია. ჰოდა, ჩამოყაჭე, თორემ მეც არაფერს გეტყვი, – წამოიძახა ლორიმ.
"You know you have—you can't hide anything, so up and 'fess, or I won't tell," cried Laurie.
192309.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
იმ ხალხზეა, შენ რომ იცნობ, და ძალიან სახალისო!
All about people you know, and such fun!
192310.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
აუცილებლად უნდა გაიგო. მეც კარგა ხანია, ძლივს ვითმენ, ისე მინდა გითხრა. აბა, ჰე, დაიწყე.
You ought to hear it, and I've been aching to tell it this long time. Come, you begin.
192311.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ადამიანს ყველაფერს გამოსწურავ, რისი გაგებაც გინდა.
You get everything you want out of people.
192312.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
არ ვიცი, როგორ ახერხებ, მაგრამ მაცდურად ხარ დაბადებული.
I don't know how you do it, but you are a born wheedler.
192313.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– დიდი მადლობა. ჩამოყაჭე.
"Thank you. Fire away."
192314.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მოკლედ... ორი მოთხრობა დავუტოვე გაზეთის რედაქტორს, პასუხს იმ კვირაში მეტყვის, – ყურში ჩასჩურჩულა ჯომ თავის მესაიდუმლეს.
"Well, I've left two stories with a newspaperman, and he's to give his answer next week," whispered Jo, in her confidant's ear.
192315.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– გაუმარჯოს განთქმულ ამერიკელ მწერალს, მის მარჩს! – იყვირა ლორიმ, შლაპა ჰაერში ააგდო და ისევ დაიჭირა, რი თაც დიდად გაახარა ორი იხვი, ოთხი კატა, ხუთი ქათამი და ექვსიოდე ირლანდიელი ბავშვი, რადგან ამასობაში ქალაქს გასცდნენ.
"Hurrah for Miss March, the celebrated American authoress!" cried Laurie, throwing up his hat and catching it again, to the great delight of two ducks, four cats, five hens, and half a dozen Irish children, for they were out of the city now.
192316.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ჩუ! იქნებ არც არაფერი გამოვიდეს, მაგრამ ვიცოდი, რომ ვერ მოვისვენებდი, სანამ არ ვცდიდი. თქმით კი არაფერი ვთქვი იმიტომ, რომ არ მინდოდა, სხვასაც გასცრუებოდა იმედი.
"Hush! It won't come to anything, I dare say, but I couldn't rest till I had tried, and I said nothing about it because I didn't want anyone else to be disappointed."
192317.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ჯო! შენი მოთხრობები შექსპირის ქმნილებებია, თუ იმ აბდაუბდის ნახევარს შევადარებთ, რაც ყოველდღე იბეჭდება გაზეთებში.
Jo, your stories are works of Shakespeare compared to half the rubbish that is published every day.
192318.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
რა მშვენიერი იქნება, შენი მოთხრობები გამოქვეყნებული რომ ვნახოთ, ოჰ, როგორ ვიამაყებთ ჩვენი მწერლით!
Won't it be fun to see them in print, and shan't we feel proud of our authoress?
192319.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ჯოს თვალები აუციმციმდა, რადგან ადამიანს მუდამ უხარია, როცა მისი სჯერათ, ხოლო მეგობრის ქება მუდამ უფრო ტკბილია, ვიდრე ერთი დუჟინი საგაზეთო დითირამბი.
Jo's eyes sparkled, for it is always pleasant to be believed in, and a friend's praise is always sweeter than a dozen newspaper puffs.
192320.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ამას თუ ვიტყვი, შეიძლება შარში გავეხვიო, მაგრამ პირობა არ დამიდია, ამიტომაც გეტყვი: ვერ მოვისვენებ, სანამ არ გაგაგებინებ, რა ტკბილი ამბავი შევიტყვე.
I may get into a scrape for telling, but I didn't promise not to, so I will, for I never feel easy in my mind till I've told you any plummy bit of news I get.