მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192321.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ვიცი, რა იქნა მეგის ხელთათმანი!
I know where Meg's glove is.
192322.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– სულ ეგ არის? – თქვა იმედგაცრუებულმა ჯომ, რადგან ლორიმ თავი დაუქნია და თვალები აუციმციმდა, სახეზე კი იდუმალი იერი დაედო.
"Is that all?" said Jo, looking disappointed, as Laurie nodded and twinkled with a face full of mysterious intelligence.
192323.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ჯერჯერობით საკმარისია. შენც დამეთანხმები, როცა გეტყვი, სადაც არის. – ჰოდა, მითხარი.
"It's quite enough for the present, as you'll agree when I tell you where it is." "Tell, then."
192324.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ლორი დაიხარა და ჯოს სამი სიტყვა ჩასჩურჩულა, რასაც კომიკური ცვლილება მოჰყვა:
Laurie bent, and whispered three words in Jo's ear, which produced a comical change.
192325.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
იგი გაჩერდა და ერთ წუთს გაკვირვებულ-უკმაყოფილო სახით შესცქეროდა, მერე კი გზა განაგრძო და მკვახედ ჰკითხა:
She stood and stared at him for a minute, looking both surprised and displeased, then walked on, saying sharply:
192326.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– საიდან იცი? – დავინახე. – სად? – ჯიბეში. – სულ იქ არის? – ჰო. ხომ რომანტიკულია? – არა, საშინელი!
"How do you know?" "Saw it." "Where?" "Pocket." "All this time?" "Yes, isn't that romantic?" "No, it's horrid".
192327.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– არ მოგეწონა?
"Don't you like it?"
192328.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
რას იტყვის მეგი?!
What would Meg say?
192329.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– არავისთან წამოგცდეს. დაიმახსოვრე.
"You are not to tell anyone. Mind that".
192330.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ეგ იგულისხმებოდა, მე ხომ გენდე.
"That was understood, and I trusted you".
192331.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– კარგი, არავის ვეტყვი, ჯერჯერობით მაინც, მაგრამ გული მერევა. ნეტავი არ გეთქვა!
"Well, I won't tell for the present, anyway, but I'm disgusted, and wish you hadn't told me."
192332.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ვიფიქრე, გაუხარდება-მეთქი.
"I thought you'd be pleased".
192333.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ის იდეა, რომ ვიღაც მოვა და მეგს წაიყვანს?
At the idea of anybody coming to take Meg away?
192334.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მე მგონი, საიდუმლოს გაგება მწყენს. რაც ეგ ამბავი მითხარი, სულ თავბრუ მესხმის, – უგემურად უთხრა ჯომ.
"I don't think secrets agree with me, I feel rumpled up in my mind since you told me that," said Jo rather ungratefully.
192335.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ახლომახლო არავინ ჩანდა, გატკეცილი, დამრეცი გზა თავისკენ უხმობდა, ჯომ ცდუნებას ვერ გაუძლო, წინ გაიჭრა, შლაპა და სავარცხელი მალევე დაეკარგა, თმის სარჭები კი გზადაგზა მიეფანტ-მოეფანტა.
No one was in sight, the smooth road sloped invitingly before her, and finding the temptation irresistible, Jo darted away, soon leaving hat and comb behind her and scattering hairpins as she ran.
192336.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
დათქმულ ადგილთან ლორიმ მიასწრო და ძალიანაც კმაყოფილი დარჩა მკურნალობის თავისი ხერხით, რადგან მისი ატალანტა აქოშინებული და თმაგაწეწილი მივარდა; თვალებგაბრწყინებულსა და ლოყებაწითლებულს სახეზე უკმაყოფილებისა აღარაფერი ეტყობოდა.
Laurie reached the goal first and was quite satisfied with the success of his treatment, for his Atlanta came panting up with flying hair, bright eyes, ruddy cheeks, and no signs of dissatisfaction in her face.
192337.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– აქ რას აკეთებ? – ჰკითხა გაწეწილ დას კარგად აღზრდილი ადამიანის შესაფერისი თავშეკავებული გაკვირვებით.
"What are you doing here?" she asked, regarding her disheveled sister with well-bred surprise.
192338.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ფოთლებს ვაგროვებ, – უწყინრად მიუგო ჯომ და იმ წუთს მოხვეტილი ვარდისფერი ფოთლების დახარისხებას შეუდგა.
"Getting leaves," meekly answered Jo, sorting the rosy handful she had just swept up.
192339.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– და სარჭებს, – დაუმატა ლორიმ და ჯოს ექვსიოდე სარჭი ჩაუყარა კალთაში, – ამ გზის გაყოლებით იზრდებიან, მეგ, ეგენიც, სავარცხლებიცა და ყავისფერი ჩალის შლაპებიც.
"And hairpins," added Laurie, throwing half a dozen into Jo's lap. "They grow on this road, Meg, so do combs and brown straw hats".
192340.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
როდის უნდა მორჩე ამნაირ ონავრობას? – უსაყვედურა მეგმა, თან მანჟეტები შეისწორა და ხელი გადაისვა თმაზე, რომელსაც ქარი, ცოტა არ იყოს, მოურიდებლად მოჰქცეოდა.
When will you stop such romping ways?" said Meg reprovingly, as she settled her cuffs and smoothed her hair, with which the wind had taken liberties.