მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192341.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მანამ არ მოვრჩები, სანამ სიბერით არ გავშეშდები და ყავარჯნით სიარული არ დამჭირდება.
"Never till I'm stiff and old and have to use a crutch.
192342.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ნუ ცდილობ, დროზე ადრე გამზარდო, მეგ.
Don't try to make me grow up before my time, Meg.
192343.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ისიც მყოფნის, რომ შენ ასე ერთბაშად შეიცვალე.
It's hard enough to have you change all of a sudden.
192344.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მოდი, მე იქამდე ვიქნები პატარა გოგო, სანამ შემიძლია.
Let me be a little girl as long as I can.
192345.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ამ სიტყვებით ჯო თავის ფოთლების გროვისკენ დაიხარა, რომ ტუჩების კანკალი დაემალა, რადგან ბოლო დროს გრძნობდა, მარგარეტი სწრაფად შედიოდა ქალობაში, ხოლო ლორის განდობილმა საიდუმლომ შიშის ზარი დასცა, რადგან განშორება, რომელიც ოდესმე უსათუოდ უნდა მომხდარიყო, თითქოს ძალიან მოახლოვდა.
As she spoke, Jo bent over the leaves to hide the trembling of her lips, for lately she had felt that Margaret was fast getting to be a woman, and Laurie's secret made her dread the separation which must surely come some time and now seemed very near.
192346.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ლორიმ სახეზე შეატყო მღელვარება და მეგს სასწრაფოდ კითხვა დაუსვა, რომ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანინებინა: – სად ყოფილხარ ასე გამოწყობილი?
He saw the trouble in her face and drew Meg's attention from it by asking quickly, "Where have you been calling, all so fine?"
192347.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– გარდინერებთან და სალიმ ბელ მოფატის ქორწილის ამბები მითხრა.
"At the Gardiners', and Sallie has been telling me all about Belle Moffat's wedding.
192348.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
წარმოიდგინე, რა არაჩვეულებრივი იქნება!
Just think how delightful that must be!
192349.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– გშურს, მეგ? – ჰკითხა ლორიმ. – მგონი, კი.
"Do you envy her, Meg?" said Laurie. "I'm afraid I do."
192350.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– რატომ? – გაკვირვება დაეტყო მეგს.
"Why?" asked Meg, looking surprised.
192351.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– იმიტომ რომ, თუ სიმდიდრე ასე გაინტერესებს, არ ადგები და უცბად ვინმე უქონელს არ გაჰყვები, – მიუგო ჯომ და ლორის შეუბღვირა, რომელიც მუნჯურად აფრთხილებდა, დაფიქრდი და ისე ილაპარაკეო.
"Because if you care much about riches, you will never go and marry a poor man," said Jo, frowning at Laurie, who was mutely warning her to mind what she said.
192352.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– უცბად არავისაც არ გავყვები, – აღნიშნა მეგმა და დიდი ღირსებით განაგრძო გზა, ლორი და ჯო კი სიცილ-ჩურჩულით გაჰყვნენ უკან, თან გზადაგზა ქვებს ახტებოდნენ და, როგორც მეგმა თავისთვის შენიშნა, „ბავშვებივით იქცეოდნენ“, თუმცა, საუკეთესო კაბა რომ არ სცმოდა, იქნებ თვითონაც ვერ მოეთმინა და აჰყოლოდა.
"I shall never "go and marry" anyone," observed Meg, walking on with great dignity while the others followed, laughing, whispering, skipping stones, and "behaving like children", as Meg said to herself, though she might have been tempted to join them if she had not had her best dress on.
192353.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ერთი თუ ორი კვირა ჯო ისე უცნაურად იქცეოდა, რომ დები გააოგნა.
For a week or two, Jo behaved so queerly that her sisters were quite bewildered.
192354.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ფოსტალიონი დარეკავდა თუ არა, მაშინვე კარს ეცემოდა, მისტერ ბრუკს ყოველ შეხვედრაზე უხეშად ექცეოდა, დიდი ხნობით იჯდა და მეგს დარდით გულმოკლული შესცქეროდა, ზოგჯერ მივარდებოდა, შეანჯღრევდა და ფრიად იდუმალი იერით ჩაკოცნიდა.
She rushed to the door when the postman rang, was rude to Mr. Brooke whenever they met, would sit looking at Meg with a woe begone face, occasionally jumping up to shake and then kiss her in a very mysterious manner.
192355.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ის და ლორი სულ რაღაც უცნაური ნიშნებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და „მოლივლივე არწივებს“ ახსენებდნენ, სანამ გოგოებმა არ გამოუცხადეს, ალბათ ორივენი ჭკუაზე გადავიდნენო.
Laurie and she were always making signs to one another, and talking about 'Spread Eagles' till the girls declared they had both lost their wits.
192356.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ჯოს ფანჯრიდან გადაძრომის მეორე შაბათს ფანჯარასთან საკერავით ხელში მჯდარ მეგს ელდა ეცა: ლორი ჯოს დაედევნა, მთელი ბაღი შემოარბენინა და ბოლოს ემის ტალავერში დაიჭირა.
On the second Saturday after Jo got out of the window, Meg, as she sat sewing at her window, was scandalized by the sight of Laurie chasing Jo all over the garden and finally capturing her in Amy's bower.
192357.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
იქ რა მოხდა, მეგმა ვეღარ დაინახა, მაგრამ სიცილ-ხარხარი მოესმა, რასაც დუდუნი და გაზეთების შრიალი მოჰყვა.
What went on there, Meg could not see, but shrieks of laughter were heard, followed by the murmur of voices and a great flapping of newspapers.
192358.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– რა ვუყოთ ამ გოგოს? როდის უნდა ისწავლოს თავის ისე დაჭერა, ქალიშვილს რომ შეეფერება? – ამოიხვნეშა მეგმა.
"What shall we do with that girl? She never will behave like a young lady," sighed Meg.
192359.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ორიოდე წუთში ჯო შემოქანდა, დივანზე მიესვენა და ვითომ კითხვას შეუდგა.
In a few minutes Jo bounced in, laid herself on the sofa, and affected to read.
192360.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– რამე საინტერესოა? – მოწყალედ ჰკითხა მეგმა.
"Have you anything interesting there?" asked Meg, with condescension.