მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192361.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– რაღაც მოთხრობაა, მგონი, დიდი არაფერი, – მიუგო ჯომ და სცადა, გაზეთი ისე დაეჭირა, რომ სათაური არ გამოჩენილიყო.
"Nothing but a story, won't amount to much, I guess," returned Jo, carefully keeping the name of the paper out of sight.
192362.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მოდი, ხმამაღლა წაგვიკითხე: ჩვენც გაგვართობ და შენც მორჩები კუნტრუშ-ცელქობას, – დიდი ადამიანივით ბრძანა ემიმ.
"You'd better read it aloud. That will amuse us and keep you out of mischief," said Amy in her most grown-up tone.
192363.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– რა ჰქვია მაგ მოთხრობას? – ჰკითხა ბეთმა, თან გაკვირვებით გაიფიქრა, ნეტავი ჯო სახეს გაზეთის უკან რატომ მალავსო.
"What's the name?" asked Beth, wondering why Jo kept her face behind the sheet.
192364.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– „მეტოქე მხატვრები“.
"The Rival Painters".
192365.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
წაიკითხე, – უთხრა მეგმა.
"Read it," said Meg.
192366.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ჯომ ღრმად ჩაისუნთქა და სხაპასხუპით დაიწყო კითხვა.
With a long breath, Jo began to read very fast.
192367.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
გოგონები ინტერესით უსმენდნენ. ამბავი რომანტიკული იყო და ცოტა გულისამაჩუყებელიც, რადგან ბოლოს პერსონაჟების უმეტესობა დაიღუპა.
The girls listened with interest, for the tale was romantic, and somewhat pathetic, as most of the characters died in the end.
192368.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– მე იმ მშვენიერი სურათის ამბავი მომეწონა, – აღნიშნა ემიმ, როცა ჯო გაჩერდა.
"I like that about the splendid picture," was Amy's approving remark, as Jo paused.
192369.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
ვიოლა და ანჯელო ხომ ჩვენი საყვარელი სახელებია, უცნაური არ არის? – ცრემლი მოიწმინდა მეგმა, რადგან სასიყვარულო ნაწილი ტრაგიკული იყო.
Viola and Angelo are two of our favorite names, isn't that queer?" said Meg, wiping her eyes, for the lovering part was tragical.
192370.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ვინ დაწერა? – იკითხა ბეთმა, რომელმაც თვალმოკვრით დაინახა ჯოს სახე.
"Who wrote it?" asked Beth, who had caught a glimpse of Jo's face.
192371.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მკითხველი ერთბაშად წამოჯდა, მოისროლა გაზეთი, გამოამზეურა ალეწილი სახე და მღელვარებასთან სასაცილოდ შერეული ზეიმურობით ხმამაღლა მიუგო: – თქვენი დისა!
The reader suddenly sat up, cast away the paper, displaying a flushed countenance, and with a funny mixture of solemnity and excitement replied in a loud voice, "Your sister."
192372.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ძალიან კარგია, – კრიტიკოსივით თქვა ემიმ.
"It's very good," said Amy critically.
192373.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ყველამ ძალიან გაიხარა!
Dear me, how delighted they all were, to be sure!
192374.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მეგი ვერ იჯერებდა, სანამ სიტყვები „მის ჯოზეფინ მარჩი“ გაზეთში დაბეჭდილი არ დაინახა.
How Meg wouldn't believe it till she saw the words "Miss Josephine March," actually printed in the paper.
192375.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
რამდენი გადაგიხადეს? მამა რას იტყვის? ლორი როგორ იცინებს!
"How much did you get for it?" "What will Father say?" "Won't Laurie laugh?"
192376.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
– ნუღარ ყაყანებთ, გოგოებო, და ყველაფერს გიამბობთ, – თქვა ჯომ და გაიფიქრა, ნეტავი მისის ბერნის უფრო მოსწონდა თავი „ეველინათი“ თუ მე – ჩემი „მეტოქე მხატვრებითო“.
"Stop jabbering, girls, and I'll tell you everything," said Jo, wondering if Miss Burney felt any grander over her Evelina than she did over her "Rival Painters".
192377.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მოჰყვა, როგორ მიიტანა გაზეთში თავისი მოთხრობები და დაუმატა: – როცა პასუხის გასაგებად მივედი, იმ კაცმა მითხრა, ორივე მომეწონა, მაგრამ ახალბედებს ფულს არ ვუხდი, მხოლოდ ჩემს გაზეთში გამოჩენის საშუალებას ვაძლევო.
Having told how she disposed of her tales, Jo added, "And when I went to get my answer, the man said he liked them both, but didn't pay beginners, only let them print in his paper, and noticed the stories".
192378.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მეც დავუტოვე ორივე მოთხრობა და დღეს ეს გამომიგზავნეს და ლორიმ ამიანად დამინახა, დამიჭირა და ჩამაცივდა, მაჩვენეო. მეც ვაჩვენე.
So I let him have the two stories, and today this was sent to me, and Laurie caught me with it and insisted on seeing it, so I let him.
192379.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
მითხრა, კარგია და კიდევ წერე, მე კი ვეცდები მოვახერხო, რომ მომდევნო მოთხრობაში ფული გადაგიხადონო და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში შეიძლება თავიც ვირჩინო და გოგოებსაც დავეხმარო.
And he said it was good, and I shall write more, and he's going to get the next paid for, and I am so happy, for in time I may be able to support myself and help the girls."
192380.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 14
აქ ჯოს სუნთქვა შეეკრა, თავი გაზეთში ჩარგო და თავისი პატარა მოთხრობა წრფელი ცრემლებით დანამა, რადგან მისი ორი ყველაზე სანუკვარი სურვილი დამოუკიდებლობა და საყვარელ ადამიანთა ქების დამსახურება იყო და აი, თითქოს პირველი ნაბიჯი გადადგა ამ სურვილების ახდენისკენ.
Jo's breath gave out here, and wrapping her head in the paper, she bedewed her little story with a few natural tears, for to be independent and earn the praise of those she loved were the dearest wishes of her heart, and this seemed to be the first step toward that happy end.