მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192381.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
-ნოემბერი მაინც ყველაზე საზიზღარი თვეა, – თქვა ერთ პირქუშ დღეს ფანჯარასთან მდგარმა მარგარეტმა და ყინვადაკრულ ბაღს გახედა.
"November is the most disagreeable month," said Margaret, standing at the window one dull afternoon, looking out at the frostbitten garden.
192382.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ახლა რამე გასახარი რომ მოხდეს, ვიფიქრებთ, რა მშვენიერი თვეაო, – თქვა ბეთმა, რომელიც ყველაფერს იმედიანად უყურებდა, ნოემბერსაც კი.
"If something very pleasant should happen now, we should think it a delightful month," said Beth, who took a hopeful view of everything, even November.
192383.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ალბათ, მაგრამ ამ ოჯახში რომ გასახარი არაფერი ხდება?! – გაეპასუხა გუნებაამღვრეული მეგი.
"I dare say, but nothing pleasant ever does happen in this family," said Meg, who was out of sorts.
192384.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ოჰ, როგორ მინდა, შენც ისე მოგიწყო ცხოვრება, როგორც ჩემს პერსონაჟ ქალებს ვუწყობ!
Oh, don't I wish I could manage things for you as I do for my heroines!
192385.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
უკვე სილამაზეც საკმარისი გაქვს და სიკეთეც, ჰოდა, ისღა დარჩა, რომელიმე მდიდარმა ნათესავმა მოულოდნელად ქონება დაგიტოვოს.
You're pretty enough and good enough already, so I'd have some rich relation leave you a fortune unexpectedly.
192386.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
რა უსამართლოა ეს ქვეყანა, – მწარედ თქვა მეგმა.
"It's a dreadfully unjust world," said Meg bitterly.
192387.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– მე და ჯო ყველას მოგიგროვებთ ქონებას.
Jo and I are going to make fortunes for you all.
192388.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
დაიცადეთ ათი წელი და ნახავთ, თუ არა, – თქვა ემიმ, რომელიც კუთხეში მიმჯდარიყო და „ტალახის ღვეზლებს“ აცხობდა – ასე ეძახდა ჰანა მის ნახელავ თიხის პატარ-პატარა ჩიტებს, ხილსა თუ სახეებს.
"Just wait ten years, and see if we don't," said Amy, who sat in a corner making mud pies, as Hannah called her little clay models of birds, fruit, and faces.
192389.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ვერ დავიცდი და დიდად არც მჯერა მელნისა და ტალახის, თუმცა კეთილი სურვილებისთვის მაინც მადლობელი ვარ.
"Can't wait, and I'm afraid I haven't much faith in ink and dirt, though I'm grateful for your good intentions".
192390.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მეგმა ამოიოხრა და ისევ ყინვადაკრული ბაღისკენ შეტრიალდა.
Meg sighed, and turned to the frostbitten garden again.
192391.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ჯომ ამოიგმინა, იდაყვები მაგიდას დააყრდნო და გულგატეხილმა თავი დახარა, სამაგიეროდ, ემი კვლავ ენერგიულად ზელდა თიხას, ხოლო მეორე ფანჯარასთან მჯდარმა ბეთმა ღიმილით თქვა: – ორი გასახარი რამე ამ წუთშივე მოხდება:
Jo groaned and leaned elbows on the table in a despondent attitude, but Amy spatted away energetically, and Beth, who sat at the other window, said, smiling, "Two pleasant things are going to happen right away".
192392.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ქუჩაში დედა მოდის, ბაღში კი ლორი მოექანება, თითქოს კარგი ამბავი აქვს სათქმელიო.
Marmee is coming down the street, and Laurie is tramping through the garden as if he had something nice to tell.
192393.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მართლაც, ორივენი შემოვიდნენ. მისის მარჩმა, როგორც სჩვეოდა, იკითხა, გოგონებო, მამას წერილი ხომ არ მოსულაო.
In they both came, Mrs. March with her usual question, "Any letter from Father, girls?"
192394.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მოღრუბლული კია, მაგრამ ჰაერი ურიგო არ არის.
It's a dull day, but the air isn't bad.
192395.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
წამოდი, ჯო. შენ და ბეთი ხომ წამოხვალთ? – წამოვალთ, მაშ რას ვიზამთ.
"Come, Jo, you and Beth will go, won't you?" "Of course we will."
192396.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– დიდი მადლობა, მაგრამ მე არ მცალია, – და მეგმა ხელსაქმის კალათა გამოსწია, რადგან ადრევე დაეთანხმა დედას, რომ ჯობდა (ყოველ შემთხვევაში, მისთვის), იმ ყმაწვილ ჯენტლმენთან ერთად ეტლით მაინცდამაინც ხშირად არ ესეირნა.
"Much obliged, but I'm busy." And Meg whisked out her workbasket, for she had agreed with her mother that it was best, for her at least, not to drive too often with the young gentleman.
192397.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ჩვენ სამნი ერთ წუთში მზად ვიქნებით, – წამოიძახა ემიმ და ხელების დასაბანად გაიქცა.
"We three will be ready in a minute," cried Amy, running away to wash her hands.
192398.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– რამეში ხომ არ გჭირდებით, ქალბატონო დედა? – სავარძელში მჯდარი მისის მარჩისკენ დაიხარა ლორი დაჰკითხა.
"Can I do anything for you, Madam Mother?" asked Laurie, leaning over Mrs. March's chair.
192399.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ზარის მჭახე ხმამ შეაწყვეტინა სიტყვა და ერთი წუთის შემდეგ ჰანა შემოვიდა წერილით ხელში.
A sharp ring interrupted her, and a minute after Hannah came in with a letter.
192400.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ის რაღაცა საშიშარი დეპეშაა თუ რაც არი, – თქვა და ისეთნაირად გადასცა დეპეშა, თითქოს ეშინია, არ აფეთქდეს და არაფერი გვავნოსო.
"It's one of them horrid telegraph things," she said, handling it as if she was afraid it would explode and do some damage.