მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192401.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
სიტყვის „დეპეშა“ გაგონებაზე წამომხტარმა მისის მარჩმა ხელი სტაცა ფურცელს, წაიკითხა, ორიოდე ხაზი, რაც შიგ ეწერა და ისეთი გადაფითრებული ჩაესვენა სავარძელში, თითქოს იმ პატარა ფურცელმა გული ტყვიით გაუგმირაო.
At the word "telegraph", Mrs. March snatched it, read the two lines it contained, and dropped back into her chair as white as if the little paper had sent a bullet to her heart.
192402.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ლორი დაბლა ჩაქანდა წყლის ამოსატანად, მეგი და ჰანა მისის მარჩს მისცვივდნენ და ხელი შეაშველეს, ხოლო ჯომ შეშინებული ხმით ხმამაღლა წაიკითხა...
Laurie dashed downstairs for water, while Meg and Hannah supported her, and Jo read aloud, in a frightened voice...
192403.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისის მარჩ! თქვენი მეუღლე მძიმე ავადმყოფია. სასწრაფოდ ჩამობრძანდით. ს. ჰეილი „ბლენკ ჰოსპიტალი“, ვაშინგტონი
Mrs. March: Your husband is very ill. Come at once. S. HALE Blank Hospital, Washington.
192404.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
რა სიჩუმე დადგა ოთახში: ყველამ სულგანაბულმა მიუგდო ყური, რა უცნაურად დაბნელდა გარეთ დღე და რა ერთბაშად შეიცვალა მთელი სამყარო, როცა გოგონები დედას შემოეხვივნენ ისეთი გრძნობით, თითქოს სადაცაა თავიანთი ცხოვრების მთელი ბედნიერება და საყრდენი გამოეცლებათო.
How still the room was as they listened breathlessly, how strangely the day darkened outside, and how suddenly the whole world seemed to change, as the girls gathered about their mother, feeling as if all the happiness and support of their lives was about to be taken from them.
192405.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისის მარჩი მალევე მოეგო გონს, გადაიკითხა დეპეშა, შვილებს ხელები გაუწოდა და ისეთი ხმით, რომელიც აღარასოდეს დავიწყებიათ, უთხრა: – ახლავე წავალ, მაგრამ შეიძლება უკვე გვიანაც არის.
Mrs. March was herself again directly, read the message over, and stretched out her arms to her daughters, saying, in a tone they never forgot, "I shall go at once, but it may be too late.
192406.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
რამდენიმე წუთის განმავლობაში ოთახში გაისმოდა მხოლოდ ქვითინი, ნუგეშის ნაწყვეტ-ნაწყვეტი სიტყვები, დახმარების ალერსიანი დაპირება და იმედიანი ჩურჩული, რომელიც ცრემლებში მიწყდებოდა ხოლმე.
For several minutes there was nothing but the sound of sobbing in the room, mingled with broken words of comfort, tender assurances of help, and hopeful whispers that died away in tears.
192407.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
საბრალო ჰანა პირველი მოეგო გონს და უნებური სიბრძნით კარგი მაგალითი მისცა დანარჩენებს, რადგან მისთვის ყოველნაირი დარდის წამალი შრომა იყო.
Poor Hannah was the first to recover, and with unconscious wisdom she set all the rest a good example, for with her, work was panacea for most afflictions.
192408.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მე ტირილში არ დავკარგავ დროსა, ავდგები და, რაც წასაღებია, გაგიმზადებ, მემ, – თქვა მხურვალედ, წინსაფრით მოიწმინდა სახე, თბილად ჩამოართვა ღონიერი ხელი თავის დიასახლისს და წავიდა, რომ სამი ქალის ოდენი ემუშავა.
"I won't waste no time a-cryin', but git your things ready right away, mum," she said heartily, as she wiped her face on her apron, gave her mistress a warm shake of the hand with her own hard one, and went away to work like three women in one.
192409.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– მართალს ამბობს, ცრემლების დრო არ არის. დაწყნარდით, გოგონებო, და მაცალეთ, ვიფიქრო.
"She's right, there's no time for tears now. Be calm, girls, and let me think".
192410.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
საბრალო გოგონები შეეცადნენ, დამშვიდებულიყვნენ, სანამ დედა წამოჯდებოდა, ფერწასული, მაგრამ მშვიდი: დარდი გვერდზე გადადო, რათა მოეფიქრებინა, ვის რა უნდა ეკეთებინა.
They tried to be calm, poor things, as their mother sat up, looking pale but steady, and put away her grief to think and plan for them.
192411.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ლორი სად არის? – იკითხა ცოტა ხანში, როცა აზრები მოიკრიბა და გადაწყვიტა, რა იყო გასაკეთებელი პირველ რიგში.
"Where's Laurie?" she asked presently, when she had collected her thoughts and decided on the first duties to be done.
192412.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– დეპეშა გაგზავნე, ახლავე მოდის-თქო. მომდევნო მატარებელი დილით ადრე გადის. იმას წავყვები.
"Send a telegram saying I will come at once. The next train goes early in the morning. I'll take that."
192413.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– სხვა რა? ცხენები მზად არის.
What else? The horses are ready.
192414.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– პაპიდა მარჩს წერილი წაუღე. ჯო, კალამი და ფურცელი მომეცი.
"Leave a note at Aunt March's. Jo, give me that pen and paper".
192415.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ჯომ ერთ ახლად გადაწერილ ფურცელს სუფთა ნაწილი მოახია და დედას მაგიდა მიუჩოჩა. იცოდა, რომ ამ ხანგრძლივი, სევდიანი მგზავრობისთვის ფულის სესხება დასჭირდებოდათ და გრძნობდა, რომ ყველაფერს იზამდა, ოღონდ ცოტა რამ მაინც შეემატებინა მამასთან წასაღები თანხისთვის.
Tearing off the blank side of one of her newly copied pages, Jo drew the table before her mother, well knowing that money for the long, sad journey must be borrowed, and feeling as if she could do anything to add a little to the sum for her father.
192416.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ახლა კი წადი, ჩემო კარგო, ოღონდ ჭენებით თავს ნუ მოიკლავ.
Now go, dear, but don't kill yourself driving at a desperate pace.
192417.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისის მარჩის გაფრთხილება, აშკარად, არაფრად ჩააგდო, რადგან ხუთი წუთის შემდეგ ლორიმ თავისი ფეხმარდი ცხენით ჩაიქროლა ფანჯარასთან; ისე მიაჭენებდა, თითქოს სიკვდილს გაურბისო.
Mrs. March's warning was evidently thrown away, for five minutes later Laurie tore by the window on his own fleet horse, riding as if for his life.
192418.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ჯო, გაიქეცი ჩემს სამსახურში და მისის კინგს უთხარი, ვერ მოვა-თქო.
Jo, run to the rooms, and tell Mrs. King that I can't come.
192419.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ბეთ, წადი და მისტერ ლორენსს ერთი-ორი ბოთლი ძველი ღვინო სთხოვე.
Beth, go and ask Mr. Laurence for a couple of bottles of old wine.
192420.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ემი, ჰანას სთხოვე, შავი სკივრი მოიტანე-თქო, მეგ, წამო, ჩემი ნივთები მაპოვნინე, თორემ ძალიან ავირიე.
Amy, tell Hannah to get down the black trunk, Meg, come and help me find my things, for I'm half bewildered.