მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192421.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ერთდროულად წერა, ფიქრი და განკარგულებების გაცემა, ცხადია, დააბნევდა საბრალო ქალს, ამიტომ მეგი შეეხვეწა, შენ ცოტა ხანს წყნარად დაჯექი შენს ოთახში და საქმეებს ჩვენ მივხედავთო.
Writing, thinking, and directing all at once might well bewilder the poor lady, and Meg begged her to sit quietly in her room for a little while, and let them work.
192422.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ყველანი ქარისგან ატაცებული ფოთლებივით დაიფანტნენ, და წყნარი, ბედნიერი ოჯახი ისე უცაბედად დაირღვა, თითქოს იმ დეპეშის სიტყვები ბოროტი შელოცვა ყოფილიყო.
Everyone scattered like leaves before a gust of wind, and the quiet, happy household was broken up as suddenly as if the paper had been an evil spell.
192423.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისტერ ლორენსი ჩქარი ნაბიჯით მოჰყვა ბეთს და ყველაფერი მოიტანა, რაც კეთილი მოხუცი ჯენტლმენის აზრით, სნეულს გამოადგებოდა.
Mr. Laurence came hurrying back with Beth, bringing every comfort the kind old gentleman could think of for the invalid.
192424.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისის მარჩმა გაგონებაც კი არ ისურვა იმისა, რომ მოხუცი ჯენტლმენი იმსიშორე გზას დასდგომოდა, თუმცა, მის სიტყვებზე თვალებში მაინც შვება შეეტყო, რადგან ღელვა მუდამ ცუდი თანამგზავრია.
Mrs. March would not hear of the old gentleman's undertaking the long journey, yet an expression of relief was visible when he spoke of it, for anxiety ill fits one for traveling.
192425.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მან ეს გამოხედვა შენიშნა, სქელი წარბები შეკრა, ხელები მოიფშვნიტა, დაიბარა, ახლავე მოვალო და მოულოდნელად წავიდა.
He saw the look, knit his heavy eyebrows, rubbed his hands, and marched abruptly away, saying he'd be back directly.
192426.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მის გასახსენებლად არავის მოუცლია, სანამ დერეფანში სირბილით მიმავალი მეგი, ცალ ხელში წყვილი ბოტითა და მეორეში – ჩაის ფინჯნით, მისტერ ბრუკს არ გადააწყდა.
No one had time to think of him again till, as Meg ran through the entry, with a pair of rubbers in one hand and a cup of tea in the other, she came suddenly upon Mr. Brooke.
192427.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ძალიან შევწუხდი ამ ამბის გაგონებაზე, მის მარჩ, – უთხრა იმან ალერსიანი, მშვიდი ხმით და აფორიაქებულს ეს ხმა მალამოდ დაედო.
"I'm very sorry to hear of this, Miss March," he said, in the kind, quiet tone which sounded very pleasantly to her perturbed spirit.
192428.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– მოვედი, რათა ჩემი თავი შემოგთავაზოთ დედათქვენის მხლებლად.
I came to offer myself as escort to your mother.
192429.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისტერ ლორენსი დავალებით მგზავნის ვაშინგტონში და მოხარული ვიქნები, თუკი მას იქ რამეში გამოვადგები.
Mr. Laurence has commissions for me in Washington, and it will give me real satisfaction to be of service to her there.
192430.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ბოტები ძირს დაცვივდა და კინაღამ ჩაიც მიჰყვა, როცა მეგმა ისეთი მადლიერებით გაუწოდა ხელი, რომ მისტერ ბრუკმა ალბათ იფიქრა, იმაზე გაცილებით დიდი მსხვერპლის გაღებისთვის მარგუნეს ჯილდო, ვიდრე ისეთი წვრილმანისთვის, როგორიც ჩემგან განზრახული დროის დახარჯვა და თანაგრძნობის გაწევააო.
Down dropped the rubbers, and the tea was very near following, as Meg put out her hand, with a face so full of gratitude that Mr. Brooke would have felt repaid for a much greater sacrifice than the trifling one of time and comfort which he was about to take.
192431.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
დედა აუცილებლად დაგთანხმდებათ და ჩვენთვისაც დიდი შვება იქნება, თუკი გვეცოდინება, რომ იქ ვინმე მიხედავს. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა!
Mother will accept, I'm sure, and it will be such a relief to know that she has someone to take care of her. Thank you very, very much!
192432.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მეგი მხურვალედ ლაპარაკობდა, თავი აღარ ახსოვდა, სანამ მისკენ მოპყრობილ თაფლისფერ თვალებში ისეთი რამ არ დაინახა, რომ იქვე გაახსენდა, ჩაი მიცივდებაო, სასტუმრო ოთახში შეიპატიჟა მისტერ ბრუკი და უთხრა, დედას დავუძახებო.
Meg spoke earnestly, and forgot herself entirely till something in the brown eyes looking down at her made her remember the cooling tea, and lead the way into the parlor, saying she would call her mother.
192433.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ყველაფერი მზად ჰქონდათ იმ დროისთვის, როცა ლორი მობრუნდა და პაპიდა მარჩის წერილი მოიტანა, რომელშიც სასურველი თანხა იდო, ხოლო რამდენიმე სტრიქონში პაპიდა იმას იმეორებდა, რაც წინათაც ათასჯერ ეთქვა – მუდამ იმას ჩაგჩიჩინებდით, ჯარში მარჩის წასვლა უაზრობააო, მუდამ ვამბობდი, მაგ საქმიდან კარგი არაფერი გამოდნება და იმედი მაქვს, ჩემს რჩევას ამის მერე მაინც დაუგდებთ ყურსაო.
Everything was arranged by the time Laurie returned with a note from Aunt March, enclosing the desired sum, and a few lines repeating what she had often said before, that she had always told them it was absurd for March to go into the army, always predicted that no good would come of it, and she hoped they would take her advice the next time.
192434.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისის მარჩმა წერილი ბუხარში შეაგდო, ფული საფულეში ჩაიდო და მზადება განაგრძო, ტუჩები ისე მაგრად ჰქონდა მოკუმული, ჯო იქ რომ ყოფილიყო, ყველაფერს მიხვდებოდა.
Mrs. March put the note in the fire, the money in her purse, and went on with her preparations, with her lips folded tightly in a way which Jo would have understood if she had been there.
192435.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მოკლე საღამო ილეოდა.
The short afternoon wore away.
192436.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ყველა დავალება შესრულდა და მეგი და დედა აუცილებელ საკერავს უსხდნენ, ბეთი და ემი ჩაის სუფრას შლიდნენ, ჯო კი ჯერაც არ მოსულიყო.
All other errands were done, and Meg and her mother were busy at some necessary needlework, while Beth and Amy got tea, but still Jo did not come.
192437.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ყველანი შეწუხდნენ, ლორი საძებრად წავიდა, რადგან არავინ იცოდა, რა ახირებული აზრი შეიძლება მოსვლოდა თავში ჯოს.
They began to get anxious, and Laurie went off to find her, for no one knew what freak Jo might take into her head.
192438.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ერთობ უცნაური გამომეტყველებით შემოაბიჯა ოთახში, ერთმანეთს შერეოდა მხიარულება და შიში, კმაყოფილება და სინანული, რამაც იმაზე არანაკლებ გააოგნა ოჯახი, ვიდრე ფულის დასტამ, რომელიც ჯომ დედას დაუდო წინ და ოდნავ ჩაწყვეტილი ხმით უთხრა: – ეს ჩემი წვლილია, რომ მამას არაფერი მოაკლო და შინ ჩამოიყვანო!
She came walking in with a very queer expression of countenance, for there was a mixture of fun and fear, satisfaction and 184 regret in it, which puzzled the family as much as did the roll of bills she laid before her mother, saying with a little choke in her voice, "That's my contribution toward making Father comfortable and bringing him home!"
192439.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ჩემო კარგო, სად იშოვე? ოცდახუთი დოლარი! ჯო, იმედი მაქვს, უგუნურება არაფერი ჩაგიდენია!
"My dear, where did you get it? Twenty-five dollars! Jo, I hope you haven't done anything rash?"
192440.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– არა, მართლა ჩემია. არც მიმათხოვრია, არც მისესხია და არც მომიპარავს. გამოვიმუშავე და არა მგონია, დამძრახოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ის გავყიდე, რაც მე მეკუთვნოდა.
"No, it's mine honestly. I didn't beg, borrow, or steal it. I earned it, and I don't think you'll blame me, for I only sold what was my own".