მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192441.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ამ სიტყვებით ჯომ უფარფლებო ქუდი მოიხადა და ყველას ყვირილი აღმოხდა: გოგოს ხშირი თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი.
As she spoke, Jo took off her bonnet, and a general outcry arose, for all her abundant hair was cut short.
192442.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– შენი თმა! შენი ლამაზი თმა!
"Your hair! Your beautiful hair!"
192443.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ოჰ, ჯო, ეგ რამ გაქნევინა? შენი ერთადერთი სილამაზე!
"Oh, Jo, how could you? Your one beauty."
192444.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ჩემო გოგო, აბა, რა სავალდებულო იყო?!
"My dear girl, there was no need of this".
192445.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ჩემს ჯოს აღარ ჰგავს, მაგრამ ასე რომ მოიქცა, ახლა უფრო მეტად მიყვარს!
"She doesn't look like my Jo any more, but I love her dearly for it!"
192446.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ყველამ რომ თქვა სათქმელი და ბეთი ნაზად მოეხვია დას გაკრეჭილ თავზე, ჯომ გულგრილი იერი მიიღო, რამაც იოტისოდენადაც ვერავინ მოატყუა, აიჩეჩა წაბლისფერი ბურდი, შეეცადა, ისე დაეჭირა თავი, თითქოს ძალიანაც მოსწონდა და თქვა: – ერის მომავალზე ეს არანაირად არ იმოქმედებს, ამიტომ ნუღარ გოდებ, ბეთ.
As everyone exclaimed, and Beth hugged the cropped head tenderly, Jo assumed an indifferent air, which did not deceive anyone a particle, and said, rumpling up the brown bush and trying to look as if she liked it, "It doesn't affect the fate of the nation, so don't wail, Beth".
192447.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მე კმაყოფილი ვარ, ასე რომ გეხვეწები, აიღე ფული და ვივახშმოთ. – ყველაფერი მიამბე, ჯო.
"I'm satisfied, so please take the money and let's have supper." "Tell me all about it, Jo.
192448.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მთლად კმაყოფილი არა ვარ, მაგრამ ვერც გისაყვედურებ: ვიცი, რა ხალისით აჯობე შენი სიყვარულისთვის შენივე პატივმოყვარეობას, როგორც შენ ეძახი, ოღონდ, ჩემო კარგო, აუცილებელი არ იყო და ალბათ, ამ დღეებში უკვე ინანებ, – უთხრა მისის მარჩმა.
I am not quite satisfied, but I can't blame you, for I know how willingly you sacrificed your vanity, as you call it, to your love. But, my dear, it was not necessary, and I'm afraid you will regret it one of these days," said Mrs. March.
192449.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– რამ გაქნევინა? – ჰკითხა ემიმ, რომელიც თავს უფრო იოლად შეელეოდა, ვიდრე ლამაზ თმას.
"What made you do it?" asked Amy, who would as soon have thought of cutting off her head as her pretty hair.
192450.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– რა ვიცი... ერთი სული მქონდა, მამასთვის რამე გამეკეთებინა, – მიუგო ჯომ, როცა სუფრას მიუსხდნენ, რადგან ჯანმრთელი ახალგაზრდები დიდ წუხილშიც კი მადიანად ჭამენ.
"Well, I was wild to do something for Father," replied Jo, as they gathered about the table, for healthy young people can eat even in the midst of trouble.
192451.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ვალის აღება დედასავით მეჯავრება და ისიც ვიცოდი, რა ბუზღუნს მოჰყვებოდა პაპიდა მარჩი: სულ ასე იცის, ერთი გროშიც რომ სთხოვო!
I hate to borrow as much as Mother does, and I knew Aunt March would croak, she always does, if you ask for a ninepence.
192452.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მეგმა სამი თვის ხელფასი ბინის ქირის გადასახდელად გაიღო, მე კი ჩემით რაღაც ჩასაცმელი ვიყიდე. ჰოდა, ისეთი უსინდისო მეგონა თავი, მზად ვიყავი, ცხვირი გამეყიდა, ოღონდ კი ფული მეშოვა.
Meg gave all her quarterly salary toward the rent, and I only got some clothes with mine, so I felt wicked, and was bound to have some money, if I sold the nose off my face to get it.
192453.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ზამთრის ტანსაცმელი არ გქონდა და რაც აუცილებელი იყო, ის იყიდე საკუთარი, მძიმე შრომით ნაშოვნი ფულით, – ისეთნაირად თქვა მისის მარჩმა, რომ ჯოს გული გაუთბა.
"You had no winter things and got the simplest with your own hard earnings," said Mrs. March with a look that warmed Jo's heart.
192454.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
დალაქის ვიტრინაში გასაყიდად გამოდებული ნაწნავები დავინახე, ზედ ფასები ეწერა, და ერთი შავი ნაწნავი, სისქით ჩემს ნაწნავთან რომ ვერ მოვიდოდა, ორმოცი დოლარი ღირდა.
In a barber's window I saw tails of hair with the prices marked, and one black tail, not so thick as mine, was forty dollars.
192455.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ერთბაშად მომაფიქრდა, რომ მეც მქონდა ისეთი რამ, რითაც ფულს ვიშოვიდი, დაუფიქრებლად შევედი, ვიკითხე, თმას თუ ყიდულობთ და ჩემსაში რას მომცემთ-მეთქი.
It came to me all of a sudden that I had one thing to make money out of, and without stopping to think, I walked in, asked if they bought hair, and what they would give for mine.
192456.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– არც კი ვიცი, როგორ გაბედე, – შიშით თქვა მეგმა.
"I don't see how you dared to do it," said Beth in a tone of awe.
192457.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ერთი პირობა ისე მომაშტერდა, თითქოს პირველად შევარდა მის მაღაზიაში გოგო და ჰკითხა, თმას ხომ არ იყიდითო.
He rather stared at first, as if he wasn't used to having girls bounce into his shop and ask him to buy their hair.
192458.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ღამდებოდა და შევშინდი, ახლავე თუ არ გავაკეთე ეს საქმე, მერე საერთოდ ვეღარ მოვახერხებ-მეთქი, არადა, ხომ იცით, რამე თუ დავიწყე, მიტოვება მეჯავრება.
It was getting late, and I was afraid if it wasn't done right away that I shouldn't have it done at all, and you know when I start to do a thing, I hate to give it up.
192459.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ჰოდა, შევეხვეწე, აიღეთ-მეთქი და ვუთხარი, რატომ მეჩქარებოდა ასე.
So I begged him to take it, and told him why I was in such a hurry.
192460.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ალბათ, სისულელე იყო, მაგრამ მაინც გადაიფიქრა, იმიტომ რომ ავღელდი და ყველაფერი ვუამბე – უთავბოლოდ, როგორც ვიცი ხოლმე. მისმა ცოლმაც მოისმინა და კეთილად უთხრა: „გამოართვი, ტომას, დაეხმარე ქალიშვილს.
It was silly, I dare say, but it changed his mind, for I got rather excited, and told the story in my topsy-turvy way, and his wife heard, and said so kindly, "Take it, Thomas, and oblige the young lady".