მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192461.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მეც მაგას ვიზამდი ჩვენი ჯიმისთვის, თმის ერთი კულულიც რომ მქონოდა ისეთი, გაყიდვად ღირებულიყო.
I'd do as much for our Jimmy any day if I had a spire of hair worth selling.
192462.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ჯიმი ვინღაა? – ჰკითხა ემიმ, რომელსაც გზადაგზა უყვარდა ყველაფრის გაგება.
"Who was Jimmy?" asked Amy, who liked to have things explained as they went along.
192463.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
როგორ აახლოებს ამნაირი ამბები უცნობ ადამიანებს, არა?
How friendly such things make strangers feel, don't they?
192464.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ჰოდა, სანამ კაცი მკრეჭდა, სულ ლაპარაკობდა და მშვენივრად მართობდა.
She talked away all the time the man clipped, and diverted my mind nicely.
192465.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– პირველი კულული რომ მოგაჭრა, შავ დღეში არ ჩავარდი? – ჰკითხა მეგმა.
"Didn't you feel dreadfully when the first cut came?" asked Meg.
192466.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ბოლოს მაშინ შევხედე ჩემს თმას, როცა იმ კაცმა ხელსაწყოები მოიმარჯვა. ეგ იყო და ეგ.
"I took a last look at my hair while the man got his things, and that was the end of it.
192467.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
როდის იყო, მაგნაირ წვრილმანებზე ვწუწუნებდი!
I never snivel over trifles like that.
192468.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
უცნაურად ვიგრძენი თავი, როცა ჩემი საყვარელი თმა მაგიდაზე გაფენილი დავინახე და უსწორმასწორო, მოკლე ბოლოებიღა ვიგრძენი.
I felt queer when I saw the dear old hair laid out on the table, and felt only the short rough ends of my head.
192469.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
თითქოს ხელი ან ფეხი მომაჭრესო.
It almost seemed as if I'd an arm or leg off.
192470.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ქალმა დაინახა, თმას რომ გავხედე და ერთი გრძელი კულული გამოაცალა, გქონდესო.
The woman saw me look at it, and picked out a long lock for me to keep.
192471.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
შენ მოგცემ, დე, მარტო იმიტომ, რომ ძველი დიდება გვახსოვდეს, თორემ ეს შეკრეჭილი თმა ისეთი მოსახერხებელია, არა მგონია, როდისმე კიდევ გავიზარდო ფაფარი.
I'll give it to you, Marmee, just to remember past glories by, for a crop is so comfortable I don't think I shall ever have a mane again.
192472.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მისის მარჩმა დაახვია წაბლისფერი, დატალღული კულული და მაგიდის უჯრაში მიუდო მეორე კულულს – მოკლესა და ჭაღარას.
Mrs. March folded the wavy chestnut lock, and laid it away with a short gray one in her desk.
192473.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
არავის უნდოდა დაწოლა, სანამ ათზე მისის მარჩმა საბოლოოდ არ გადადო საკერავი და თქვა, გოგონებო, დროაო.
No one wanted to go to bed when at ten o'clock Mrs. March put by the last finished job, and said, "Come girls".
192474.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ბეთი პიანინოს მიუჯდა და მამას საყვარელი ჰიმნი დაუკრა.
Beth went to the piano and played the father's favorite hymn.
192475.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
დაწყებით ყველამ ყოჩაღად დაიწყო სიმღერა, მაგრამ მერე ერთიმეორის მიყოლებით გამოაკლდნენ და ბოლოს ბეთიღა მღეროდა – მღეროდა სულითა და გულით, რადგან მისთვის მუსიკა მუდამ უტკბესი ნუგეში იყო.
All began bravely, but broke down one by one till Beth was left alone, singing with all her heart, for to her music was always a sweet consoler.
192476.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– დაწექით და ლაპარაკს არ მოუნდეთ. ხვალ ადრიანად უნდა ავდგეთ და კარგად გამოძინება გვჭირდება.
"Go to bed and don't talk, for we must be up early and shall need all the sleep we can get.
192477.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ღამე მშვიდობისა, ჩემო კარგებო, – თქვა მისის მარჩმა, როცა ჰიმნი დასრულდა.
"Good night, my darlings," said Mrs. March, as the hymn ended.
192478.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
დიდი მღელვარების მიუხედავად ბეთსა და ემის მალე ჩაეძინათ, მეგს კი ეღვიძა და ისეთ სერიოზულ საგნებზე ფიქრობდა, რაზეც მთელი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში არ ეფიქრა.
Beth and Amy soon fell asleep in spite of the great trouble, but Meg lay awake, thinking the most serious thoughts she had ever known in her short life.
192479.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ჯო გაუნძრევლად იწვა და მეგს ეგონა, სძინავსო, სანამ მიყრუებული ქვითინი არ ჩაესმა. წამოიყვირა და სველ ლოყას მიადო ხელი...
Jo lay motionless, and her sister fancied that she was asleep, till a stifled sob made her exclaim, as she touched a wet cheek...
192480.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ჯო, საყვარელო, რა იყო? მამაზე ტირი? – არა, ახლა არა. – მაშ, რაზე? – ჩემი... ჩემი თმა! – აღმოხდა საბრალო ჯოს, რომელიც ამაოდ ცდილობდა, ბალიშში ჩაეხშო ვარამი.
"Jo, dear, what is it? Are you crying about father?" "No, not now." "What then?" "My... My hair!" burst out poor Jo, trying vainly to smother her emotion in the pillow.