მოიძებნა 669200 ჩანაწერი
192481.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მეგს ეს ამბავი სასაცილოდ არ მოსჩვენებია და დიდი სინაზით მიუალერსა და დაკოცნა ტანჯული გმირი.
It did not seem at all comical to Meg, who kissed and caressed the afflicted heroine in the tenderest manner.
192482.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
მეგონა, გეძინა, ჰოდა, მარტოობაში გამოვიტირე ჩემი ერთადერთი მშვენება, სხვა არაფერი.
I thought you were asleep, so I just made a little private moan for my one beauty.
192483.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
შენ რატომღა არ გძინავს?
How came you to be awake?
192484.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ისე ვნერვიულობ, რა დამაძინებს, – თქვა მეგმა.
"I can't sleep, I'm so anxious," said Meg.
192485.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– კარგ რამეზე იფიქრე და მალე ჩაგთვლემს.
"Think about something pleasant, and you'll soon drop off".
192486.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– რაზე ფიქრობდი? – ლამაზ სახეებზე... უფრო კი – თვალებზე, – მიუგო მეგმა და სიბნელეში თავისთვის ჩაიღიმა.
"What did you think of?" "Handsome faces—eyes particularly," answered Meg, smiling to herself in the dark.
192487.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
– ყველაზე უფრო რა ფერი მოგწონს? – თაფლისფერი... უფრო სწორად, ზოგჯერ. ცისფერი მშვენიერია.
"What color do you like best?" "Brown, that is, sometimes. Blue is lovely".
192488.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ჯოს გაეცინა და მეგმა დაუცაცხანა, გეყო ლაქლაქიო, მერე კი ალერსიანად დაჰპირდა, თმას დაგიკულულებო და ძილში წავიდა, რათა სიზმრად ენახა, როგორ ცხოვრობდა თავის ოცნების კოშკში.
Jo laughed, and Meg sharply ordered her not to talk, then amiably promised to make her hair curl, and fell asleep to dream of living in her castle in the air.
192489.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 15
ფარდა რომ გადასწია და დაღვრემილ ღამეს გახედა, ღრუბლებიდან ერთბაშად მთვარე გამობრწყინდა და ისე დააცქერდა, როგორც ნათელი, კეთილი სახე და თითქოს სიჩუმეში დაიჩურჩულა: „ნუგეშიანად იყავ, კეთილო სულო! ღრუბლებს მიღმა მუდამ ნათელია“.
As she lifted the curtain to look out into the dreary night, the moon broke suddenly from behind the clouds and shone upon her like a bright, benignant face, which seemed to whisper in the silence, "Be comforted, dear soul! There is always light behind the clouds".
192490.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
დაბლა ჩასულებს ყველაფერი უცნაური ეჩვენათ – გარეთ ბინდი და სიჩუმე იყო, შიგნით კი – გაჩახჩახებული ოთახი და ალიაქოთი.
Everything seemed very strange when they went down, so dim and still outside, so full of light and bustle within.
192491.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ასე დილაადრიანად საუზმობაც უჩვეულო იყო, ღამის ჩაჩდაკოსებული, სამზარეულოში მობზრიალე ჰანას ნაცნობი სახეც კი არაბუნებრივი ჩანდა.
Breakfast at that early hour seemed odd, and even Hannah's familiar face looked unnatural as she flew about her kitchen with her nightcap on.
192492.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
შემოსასვლელში გამზადებული იდგა დიდი სკივრი, დედას მოსასხამი და უფარფლებო ქუდი დივანზე ელაგა, დედა კი სუფრას უჯდა და ცდილობდა ეჭამა, მაგრამ უძილობისა და მღელვარებისგან ისეთი ფერწასული და დაქანცული ჩანდა, რომ გოგონებს ძალიან გაუჭირდათ თავიანთი გადაწყვეტილების შესრულება.
The big trunk stood ready in the hall, Mother's cloak and bonnet lay on the sofa, and Mother herself sat trying to eat, but looking so pale and worn with sleeplessness and anxiety that the girls found it very hard to keep their resolution.
192493.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
ჰანა ერთგულების განსახიერებაა, ჩვენი კეთილი მეზობელი კი ისე დაგიფარავთ, როგორც საკუთარს.
Hannah is faithfulness itself, and our good neighbor will guard you as if you were his own.
192494.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
თქვენი დარდი არა მაქვს, მაგრამ მინდა, ეს გასაჭირი სწორად გაისიგრძეგანოთ.
I have no fears for you, yet I am anxious that you should take this trouble rightly.
192495.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
იმედიანად იყავით, გარჯა არ დაიზაროთ და რაც გინდა მოხდეს, გახსოვდეთ: უმამოდ არასოდეს დარჩებით.
Hope and keep busy, and whatever happens, remember that you never can be fatherless.
192496.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
– მეგ, ჩემო კარგო, ჭკვიანად მოიქეცი, დებს მიხედე, ჰანას დაეკითხე ხოლმე და თუ რამე გაგიჭირდა, მისტერ ლორენსთან მიდი.
Meg, dear, be prudent, watch over your sisters, consult Hannah, and in any perplexity, go to Mr. Laurence.
192497.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მომთმენი იყავი, ჯო, ნუ დაითრგუნები და ნურც დაუფიქრებლად გააკეთებ რამეს, ხშირად მომწერე, ჩემო ვაჟკაცო გოგო და მუდამ მზად იყავი დანარჩენების საშველად და გასამხნევებლად.
Be patient, Jo, don't get despondent or do rash things, write to me often, and be my brave girl, ready to help and cheer all.
192498.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მოახლოებული ეტლის რახრახზე ყველანი შეკრთნენ და მიაყურადეს.
The rattle of an approaching carriage made them all start and listen.
192499.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
მძიმე წუთი დაუდგათ, მაგრამ გოგონებმა იყოჩაღეს: არც ერთი არ ატირებულა, არც ერთი არ გაქცეულა და არც წუწუნი დაუწყია, თუმცა გულზე ყველას სიმძიმე აწვა, როცა დედას მოკითხვას აბარებდნენ მამასთან.
That was the hard minute, but the girls stood it well. No one cried, no one ran away or uttered a lamentation, though their hearts were very heavy as they sent loving messages to Father.
192500.
პატარა ქალები | ნაწილი I, თავი 16
წყნარად აკოცეს დედას, ტკბილად ჩაეკვრნენ გულში და როცა დაიძრა, შეეცადნენ, რაც შეეძლოთ მხიარული ხელის ქნევით გაეცილებინათ.
They kissed their mother quietly, clung about her tenderly, and tried to wave their hands cheerfully when she drove away.